ტამპონების და საფენების ალტერნატივა: რით ჩავანაცვლოთ აუცილებელი ნივთები

489

Vivien გთავაზობთ ქალის ჰიგიენური საშუალებების როგორც მინიმუმ, 3 ალტერნატიულ ვარიანტს. თუ ტამპონებსა და საფენებზე უარის თქმა გსურთ, სტატია თქვენთვისაა.

ქალის ჰიგიენური საშუალებები – უკვე 2 წელზე მეტია, რაც კლასიკურ ჰიგიენურ საშუალებებზე უარი ვთქვი. ასეთი გადაწყვეტილება ბუნების დაცვის სურვილით მივიღე. სტატისტიკით, საშუალოდ ყოველი ქალი სიცოცხლის განმავლობაში 16 800 საფენს ან ტამპონს აგდებს. უბრალოდ ამ რიცხვზე დაფიქრდით!

წარმოუდგენელი რაოდენობის ნაგავი ნაგავსაყრელზე ლპობისთვის განწირულია, რადგან ჰიგიენის საშუალების გადამუშავება შეუძლებელია. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ საფენები და ტამპონები ქალის ჯანმრთელობაზე დამღუპველ გავლენას ახდენს. მაგალითად, შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური შოკის სინდრომი, იმუნური სისტემის დარღვევა და უფრო სერიოზული შედეგები.გამოსავალი არსებობს. გთავაზობთ 3 ალტერნატივას, რომლითაც ჰიგიენურ საშუალებებს ჩაანაცვლებთ.

1. მენსტრუალური ჭიქები. ნამდვილად გენიალური გამოგონებაა. წვეთის ფორმის პატარა, მოქნილი ჭურჭელი სპეციალური სამედიცინო სილიკონით არის დამზადებული. თასის მოცულობა – 20-40 მლ. მთავარი უპირატესობა გამძლეობაა. ერთი ჭიქა წლების განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს მწარმოებელზეა დამოკიდებული.

პირადად, უკრაინული წარმოების ჭიქას Mila ვიყენებ. მწარმოებლის ინფორმაციით, ასეთი ჭიქა 10 წელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენ ფულს დაზოგავთ, თუ ერთხელ ტამპონის და საფენის ეკოლოგიურ ალტერნატივას იყენებთ.

სიტყვაზე, ფასის შესახებ. ჩემი ჭიქა დაახლოებით 50 ლარი ღირდა. უფრო იაფი ან ძვირი ჭიქებიც არსებობს. ნივთები AliExpress–ზეც იყიდება. ასევე მენსტრუალური ჭიქა შეგიძლიათ ინტერნეტით შეუკვეთოთ ან სააფთიაქო ქსელებში მოძებნოთ. გირჩევთ, რომ ნივთი პირდაპირ მწარმოებელთან შეიძინოთ. ასე სპეციალისტთან კონსულტანციის გავლას შეძლებთ, რომელიც თქვენი ციკლის და ცხოვრების წესის მიხედვით შესაფერისი ნივთის შერჩევაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ სპორტით აქტიურად დაკავებული ხართ, უფრო უხეში ჭიქა გამოგადგებათ. ნამშობიარები ქალები უფრო დიდი ზომის ჭიქებს იყენებენ, ვიდრე ისინი, რომელთაც შვილები არ ჰყავთ.პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ჭიქა ცხოვრებას ყოფს მანამდე და შემდეგ. არანაირ დისკომფორტს არ იწვევს. პირიქით, ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ კრიტიკული დღეები არ გაქვთ. ეს მშვენიერია!

2. სპეციალური საცვლები. ყველა გოგო ვერ ბედავს მენსტრუალური ჭიქების გამოყენებას. ეს ნორმალურია. ალტერნატივად შეგიძლიათ სპეციალური შემწოვი საცვლები შეიძინოთ. საცვალს დამცავი მემბრანა აქვს, რომელიც სითხეს აკავებს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. სპორტული სტილის საცვალი მოძრაობაში არ სრიალებს. ასე გაჟონვის შიშის გარეშე შეგიძლიათ ივარჯიშოთ და ყოველდღიური საქმეები გააკეთოთ.

ასეთი საცვლების სხვადასხვა მოდელი არსებობს. მაგალითად, დამცავი საფენი შეიძლება მთელ სიმაღლეზე ჩაკერებული იყოს. ითვლება, რომ მენსტრუაციული საცვალი პირველ და ბოლო კრიტიკულ დღეებში უფრო შესაფერისია, თუმცა ეს გამონადენის რაოდენობაზეა დამოკიდებული.გირჩევთ, 1 ციკლისთვის მინიმუმ 2 წყვილი საცვალი შეიძინოთ. გამოყენების შემდეგ საცვალი ცივ წყალში ჩაალბეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

3. მრავალჯერადი საფენი. ერთჯერადი ქალის ჰიგიენური საშუალების კიდევ ერთი ალტერნატივა. ხშირად ბამბისგან მზადდება, რის გამოც კანი სუნთქავს. საშუალება სინთეტიკურ ფისს და არომატიზატორებს არ შეიცავს. ასე შესაძლო ალერგიისგან და გაღიზიანებისგან დაცული იქნებით (ერთჯერადი საფენების შემთხვევაში ხშირად ხდება).

სხვადასხვა სიგრძის და სიმკვრივის მრავალჯერადი ბამბის საფენი იყიდება. ხელით და საპნით მარტივად ირეცხება. თუ გარეთ ხართ, მის გამოსაყენებლად საკმარისია გქონდეთ სათადარიგო საფენი და სპეციალური კოსმეტიკის ჩანთა ზიპ–შესაკრავით. როგორ წესი, ასეთი ჩანთა სითხეს და სუნს არ ატარებს.

რედაქციის რჩევა – თუ ცხოვრების შესაცვლელად მზად ხართ, მაგრამ მენსტრუალური ჭიქის გამოყენება გაშინებთ, მცირედით დაიწყეთ. რამდენიმე მრავალჯერადი საფენი შეიძინეთ და დააკვირდით, როგორ იმუშავებს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ქალის ჰიგიენური საშუალებების სხვა ვარიანტებიც არსებობს. თავად გადაწყვიტეთ, რომელი უფრო მოსახერხებელია თქვენთვის.