ლამაზი ერთწლიანი ყვავილების სია, რომელიც პირდაპირ მიწაში შეგიძლიათ დათესოთ

1348

მებაღეებს მარტში მოსაწყენად არ სცალიათ. ყვავილების დარგვის დროა. ქოთნებით გავსებული ფანჯრების რაფები ყველას არ მოსწონს. თუ გსურთ, ნაკვეთი ნერგებზე ზედმეტი ზრუნვის გარეშე გაალამაზოთ, Vivien უპრეტენზიო მოზაფხულე ყვავილების სიას გთავაზობთ. ამ ერთწლიან ყვავილებს ყინვა არ აშინებს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ პირდაპირ მიწაში დათესოთ.

ერთწლიანი ყვავილები აგარაკისთვის

  • რუდბეკია ერთწლიანი – რთულყვავილოვანი ოჯახის წარმომადგენელს შეგიძლიათ დაკავებული ფერმერის ოცნება უწოდოთ. საკმარისია, მზიანი ადგილი შეურჩიოთ. როგორც ასეთი, მოვლა არ სჭირდება. „შავთვალა“ გვირილა ყინვას კარგად იტანს. აპრილში ნაკვეთზე შეგიძლიათ დათესოთ. ყვავილობას ივლისში იწყებს და თოვლის დადებამდე აგრძელებს.
  • ქრიზანთემა ერთწლიანი – ღია და უპრეტენზიო ქრიზანთემა ერთწლიანი და მრავალწლიანი შეიძლება იყოს. ერთწლიან მცენარეს თავისი უპირატესობა აქვს. არ ინერვიულოთ, თუ როგორ გადაიტანს ზამთარს. შეფუთვა ან ყვავილის შენობაში შეტანა აუცილებელი არაა. ზოგიერთი სახეობა (გვირგვინიანი ქრიზანთემა, მინდვრის ქრიზანთემა) აპრილში გარეთ შეგიძლიათ დათესოთ. ორ კვირაში გაიზრდება. ყვავილობას დათესვიდან 8-10 კვირის შემდეგ იწყებს.
  • დრუმონდის ფლოქსი – ამ ყვავილს ყინვაგამძლე თესლი აქვს და ნაადრევი დათესვისთვის იდეალურია. ყვავილს შეიძლება სხვადასხვა შეფერილობა ჰქონდეს: თეთრი, ვარდისფერი, კრემისფერი, ღია წითელი და იისფერი. თესლი მიწაში აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში შეგიძლიათ დათესოთ. დრუმონდის ფლოქსს არ აშინებს გვალვა, მაგრამ მზის სინათლე ძალიან უყვარს. ფხვიერი და ნაყოფიერი მიწა სჭირდება. ასე კლუმბზე ნამდვილი ცისარტყელა გაიზრდება, რომელიც გვიან შემოდგომამდე გაგახარებთ.
  • ამარანტი – ცნობილია, რომ ამარანტის ფოთლები C ვიტამინით მდიდარია და ისპანახის გემო აქვს. ღია ფერის ყვავილები და მაღალი ღერო უნივერსალურ მცენარეს ნაკვეთის მშვენიერ აქსესუარად აქცევს. ამარანტი საკმაოდ სითბოს მოყვარული მცენარეა, მაგრამ ზოგიერთი ფლორისტი მას მაისში თესავს. მიმოხილვების შეფასებით ყინვას ადვილად იტანს. ზაფხულის ბოლოს სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება.
  • ქატმი – იგივე „ველური ვარდი“ უპრეტენზიო მცენარეა ბალბისების ოჯახიდან. ზოგჯერ ზარმაცი ფერმერის ოცნებას უწოდებენ, რადგან მოვლა პრაქტიკულად არ სჭირდება. მაისის დასაწყისში შეგიძლიათ დათესოთ. აღმონაცენი მცირე ყინვას ნორმალურად იტანს. ივლისში მასზე დიდი თეთრი ან ვარდისფერი გრამოფონები ჩნდება.
  • დახვეწილი წინწკალა – ნაზი წინწკალა დათესვიდან თვენახევარში უკვე იზრდება! მისი ყვავილების მსუბუქი ღრუბელი ბაღს დაახლოებით 1 თვე ამშვენებს. შემდეგ უხვ თვითთესვას იძლევა. სწორედ ამიტომ, მოვლა არ სჭირდება.

ერთწლიან მცენარეებს გარეთ მიწაში მაისში ან დაზამთრებამდე თესავენ. ასე გაზაფხულზე ყველაზე ძლიერი მცენარეები შეგიძლიათ შეარჩიოთ და მუდმივ ადგილას გადარგოთ.

როგორც ხედავთ, ლამაზი ყვავილნარის შესაქმნელად ნერგებზე მთელი დღე ზრუნვა საჭირო არაა. ამაში ჩვენი სიიდან უპრეტენზიო და ლამაზი ყვავილები დაგეხმარებათ. მთავარია, კარგად დაფიქრდეთ, სად მოაწყოთ კლუმბი და რომელი მცენარე დარგოთ. ყველაფერი თქვენს ხელშია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს