ვაკეთებ ეფექტურ ჭურჭლის სარეცხ გელს სარეცხი საპნით

598

ბევრი სხვადასხვა ლეგენდა არსებობს საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შესახებ. თუ ბევრი სარეცხი საშუალების დამღუპველი გავლენისგან დაცვას ხელთათმანით და ნიღბით შეძლებთ, ჭურჭლის სარეცხ საშუალებასთან ეს არ მუშაობს. ხელის კანის დაცვა ცოტაა, რადგან ქიმიის ნარჩენები ყოველთვის რჩება თეფშზე, ფინჯანსა და დანა–ჩანგალზე. ამ და რიგი მიზეზების გამო დიასახლისების უმრავლესობა სარეცხ საშუალებას საკუთარი ხელით აკეთებს.ჩვენი ბებიები და ბაბუები ადვილად უმკლავდებოდნენ ასობით მსგავსი ბრენდის გარეშე, რომელთაც მძიმე ქიმიური შემადგენლობა, საღებავები და არომატიზატორები აერთიანებთ. ჭურჭლის სარეცხ გელს საშუალო ღირებულება აქვს, ხოლო ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაში ცოტა მეტის გადახდა მოგიწევთ. Vivien გირჩევთ, უბრალო სარეცხი საპონი გამოიყენოთ და მისგან თვითნაკეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება გააკეთოთ.

სარეცხი საპნის შემადგენლობა და სარგებელი – იცით თუ არა, რომ ბავშვის შამპუნიც უფრო მეტ მავნე დანამატს შეიცავს, ვიდრე ძველი კეთილი სარეცხი საპონი? გაითვალისწინეთ: ჭურჭლის საპონი ყავისფერი უნდა იყოს, რადგან თეთრი სარეცხი საპონი შეიცავს BHT ბუტილირებულ ჰიდროქსიტოლუენს, რომელიც სარეცხი ფხვნილის შემადგენლობაში შედის.აი, ყავისფერი 72 %–იანი საპონი მხოლოდ მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, სოდას და ცოტა ტუტეს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ალერგიულ ადამიანებში რეაქციას არ იწვევს.

ჭურჭლის სარეცხი გელი – როგორც კი, უიაფესს და უსაფრთხო ყავისფერ სარეცხ საპონს შეიძენთ, გელის მომზადება დაიწყეთ. ძალიან ცოტა კომპონენტები დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ წყალი
  • საპონი
  • გლიცერინი (ხელის კანის დასარბილებლად)
  • 25 მლ არაყი (ან 10 მლ სპირტი)

მომზადების წესი:

  1. სარეცხი საპონი გახეხეთ და 500 მლ წყალი დაუმატეთ. წყლის და საპნის პროპორცია შეგიძლიათ შეცვალოთ, რაც დაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული.
  2. წყლის ორთქლზე დადეთ ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ.
  3. გლიცერინი და სპირტი დაუმატეთ, აურიეთ და ჭურჭლის სარეცხად კომფორტულ ჭურჭელში გადაიტანეთ.

საწმენდი პასტა სარეცხი საპნით – ბონუსად უნივერსალურ საწმენდ პასტას გთავაზობთ. მას სარეცხად და სახლის დასალაგებლად იყენებენ. ჭურჭელზე სჯობს არ გამოიყენოთ, რადგან უფრო ქიმიური ყვითელი ან თეთრი საპნით კეთდება. ასეთი პასტა მაინც უფრო უსაფრთხო და იაფია, ვიდრე ნებისმიერი სხვა.

ინგრედიენტები:

  • ყვითელი სარეცხი საპონი
  • 200 მლ წყალი
  • ლიმონის ქერქი

მომზადების წესი:

  1. საპონი გახეხეთ, მდუღარე წყალი დაასხით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხარშეთ.
  2. პასტა კომფორტულ ჭურჭელში გადაიტანეთ.
  3. არომატისთვის ლიმონის ქერქი დაუმატეთ. ლიმონის ნაცლად შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ლიმონის ეთერზეთი დაუმატოთ, რომ სუნი გაქრეს.

სარეცხი საპონი ახლობლების და შინაური ცხოველების ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს, ამიტომ უშიშრად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ როგორც ნებისმიერი საწმენდი საშუალება, მას კარგად ჩამორეცხვა სჭირდება. საპონი ფირს არ ტოვებს და გარემოს არ აზიანებს, თან თეთრები ღირს.