100%–იანი შედეგი. როგორ გავაფესვიანოთ კალმები ქარვის მჟავით

1008

ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ქარვის გაწმენდით მიიღეს ახალი ნივთიერება, რომელსაც ქარვის მჟავა უწოდეს. წლების შემდეგ ქარვის მჟავის გამოყენების არა ერთი მეთოდი იპოვეს. მაგალითად, მისგან მედიკამენტებს ამზადებენ. ასევე ნაერთს ანალიტიკურ ქიმიაში და კვებით მრეწველობაში იყენებენ. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ქარვის მჟავა სახლში.დროთა განმავლობაში ცდებმა აჩვენა, რომ ქარვის მჟავა მცენარის ზრდას სტიმულირებს. მაგალითად, სიმინდის განვითარებას აჩქარებს. დღეს მის ამ თვისებებზე დეტალურად გიამბობთ.

ქარვის მჟავის სარგებელი კალმების გასაფესვიანებლად – ამის შესახებ მეზობელმა მიამბო. ბიოლოგია, ამიტომ იცის, რაზე საუბრობს. თუ კალმების ზრდის სტიმულირება გსურთ, ქარვის მჟავის ხსნარი გჭირდებათ. 1 აბი ქარვის მჟავა 1 ლ წყალზე გამოიყენეთ.კალამი ამ ხსნარში მინიმუმ 12 საათით გააჩერეთ, უმჯობესია 1 დღით. ფესვებს მალე დაინახავთ. გახსოვდეთ, რომ მეთოდი მხოლოდ იმ მცენარეებთან შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომლებიც კალმებით მრავლდება. ქარვის მჟავა ფესვების განვითარებას ხელს უწყობს, მაგრამ სასწაულს ვერ ახდენს იქ, სადაც შეუძლებელია.

დარგვის წინ დამუშავება – თუ დიდხანს შენახული თესლის გაღვივება გჭირდებათ, ქარვის მჟავა შეგიძლიათ გამოიყენოთ. 2 გ ფხვნილი ცოტა თბილ წყალში გახსენით. ამის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყალი დაუმატეთ ისე, რომ სითხის მოცულობა 1 ლიტრამდე გაიზარდოს.თესლი ამ ხსნარში 12-24 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ მშრალ მასალაზე ჩრდილში გააშრეთ და მზა სუბსტრატში ჩარგეთ. საინტერესოა, რომ მსგავსი მეთოდით კარტოფილის ბოლქვებიც შეგიძლიათ დაამუშავოთ. ხსნარით დანამეთ და ფირის ქვეშ რამდენიმე საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ დასარგავად მზადაა.

ფესვების სისტემა – მცენარე შეგიძლიათ ქარვის მჟავის ხსნარით მორწყათ. კონცენტრაცია ისეთია, როგორც წინა შემთხვევებში. მიწა მორწყეთ, რომ 15-30 სმ ფენა გაიჟღინთოს (მცენარის მიხედვით). პროცედურა ერთ კვირიანი შუალედით რამდენჯერმე შეგიძლიათ გაიმეოროთ.

ზრდა და ყვავილობა – უფრო სუსტი ხსნარი მოამზადეთ (1 გ ქარვის მჟავა 1 ლ წყალზე). ამ ხსნარით მცენარის ღერო დღეში 2–ჯერ დანამეთ. ასე ვეგეტაციას გააძლიერებთ. ახალი ყლორტები და ყვავილები გამოჩნდება.

დაავადებებთან ბრძოლა – ქარვის მჟავით გამოკვება დაავადებულ ან გამხმარ მცენარეებს სჭირდებათ. ამისთვის საკმაოდ კონცენტრირებული ნარევი (25 გ 1 ლ წყალზე) დაგჭირდებათ. მცენარე უხვად დანამეთ ან 10 წუთით ამ ხსნარში გააჩერეთ. პროცედურა რამდენიმე კვირაში გაიმეორეთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქარვის მჟავა ლამაზი მცენარის და ჯანსაღი ფესვების მისაღებად საუკეთესო გამოსავალია. ბოსტნეულის კულტურებს მოსავლიანობის გაზრდაში ეხმარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს