ჯუნამ იწინასწარმეტყველა, რომ სამი ორიანის წელში ბევრი დაფიქრდება კარმაზე. ვალების გადახდა მოუწევთ

4006

ასურელი ჯუნა დავითაშვილი თავის დროზე ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი წინასწარმეტყველი იყო. მომავალს ზუსტად პროგნოზირებდა, ხოლო მისი მკურნალი ხელები არა ერთ ცნობილ ადამიანს დაეხმარა. ბევრი ადამიანი პრაქტიკულად აღმერთებდა შავებში შემოსილ იდუმალ ქალს, რომლის ხელები მრავალი სამკაულით იყო მორთული. ჯუნამ 2022 წლის შესახებ პროგნოზებიც გააკეთა. Vivien მათ შესახებ გიამბობთ.

წინასწარმეტყველება 2022 წლის შესახებ – ერთხელ მეცნიერებმა ცნება „ჯუნას ფენომენი“ შემოიღეს. საქმე იმაშია, რომ ქალის ხელები მკურნალობის დროს ძლიერ ხურდებოდა. იმდენად ძლიერ სითბოს გამოსცემდა, რომ შორს მყოფი ადამიანის გათბობაც შეეძლო. ჯუნა, ძირითადად, უკონტაქტო მასაჟით კურნავდა. მისი პაციენტები ძალიან ცნობილი ადამიანები იყვნენ. მოგვიანებით შორსმჭვრეტელს დაცვის აყვანა მოუწია, ხოლო მისი ყველა ტელეფონი ისმინებოდა.ჯუნას წინასწარმეტყველებები სწრაფად ახდა მას შემდეგ, რაც ქალი 2015 წელს გარდაიცვალა. ჯუნა 2022 წელზეც საუბრობდა. მაგალითად, ირწმუნებოდა, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაძაბულობა გამძაფრდებოდა. მენტალიტეტების სხვაობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს.ნათელმხილველი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ სწორედ 2022 წელს ქვეყნებს შორის სერიოზული განხეთქილება დაიწყება. ეს სულიერ და კულტურულ დაცემასთან იქნება დაკავშირებული, რაც პრაქტიკულად გარდაუვალია. ადამიანი თანდათან ივიწყებს ფესვებს, თუ ვინ არის მტერი და ვინ მეგობარი. მათ გონებას შური, ბოროტება და სიხარბე ჩრდილავს. ეს ყველაფერი ერში სერიოზულ დაძაბულობას იწვევს.

ზნეობის და მორალის დაცემა 2022 წელს – ჯუნა, როგორც ბევრი სხვა ნათელმხილველი, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ 2022 წელი მრავალი თვალსაზრისით გარდამტეხი გახდება. „ეს იქნება დრო, როცა ყველას ვალის გადახდა მოუწევს და ყველა იმას მოიმკის, რაც დათესა“.ზნეობის დაცემა არა მხოლოდ ერის მენტალურ მდგომარეობაზე, არამედ ქვეყნის ცხოვრების კონკრეტულ ასპექტებზე აისახება. მაგალითად, ეკონომიკაც დაეცემა. უმეტესად ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხი მთავრობას სრულ ძალაუფლებას ანიჭებს. ხალხი არ რეაგირებს მაშინაც კი, როცა ხვდება, რომ ქვეყანა ნელ–ნელა იძირება. ბევრი ამბობს, რომ ჯუნა ცდებოდა, მაგრამ მდგომარეობა საპირისპიროს გვიჩვენებს.ჯუნამ ზუსტად იწინასწარმეტყველა ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ბიზნესზე აუცილებლად აისახება. ბევრ ბიზნესმენს ახალი გზებით ფულის შოვნის სწავლა მოუწევს. ახალი გზები უნდა მოძებნონ და სამყაროს და კლიენტების სხვაგვარად აღქმა ისწავლონ.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – ჯუნა მოგვიწოდებდა, რომ აზროვნება შეგვეცვალა. ჩამორჩენილობა და კონსერვატიულობა უნდა მოვიშოროთ. სამყაროს აღქმის ძველი ხედვა მოვიშოროთ და წინ ვიაროთ. ასე შევძლებთ კრიზისის დაძლევას. წარსულის გაშვებით და მომავლისკენ ხედვით შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ერთხელ მშვიდობა დაისადგურებს და ხალხი ბედნიერებას და სიხარულს იპოვის.