წყვილის ცხოვრებაში კონფლიქტი იშვიათობა არაა, თუნდაც ყველაზე ჰარმონიულ წყვილზე ვსაუბრობდეთ. ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ პოზიტიურ ნოტაზე ვერ ჩაივლის. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, თუ მოსიყვარულე ადამიანები ურთიერთობის გარკვევას დაიწყებენ. თუმცა, როცა საქმე ეხება მრავალწლიან ტყუილს და რეგულარულ ღალატს, ცოლ–ქმარს შორის კამათი შეიძლება იმაზე მეტში გადაიზარდოს, ვიდრე უბრალოდ ჩუმად ყოფნა ან რამდენიმე თეფშის დამტვრევაა.
ღალატი და მუხთლობა – რენას თავისი საყვარელი, ლადო ძალიან უყვარდა, მაგრამ ქმრის, ნიკას მიტოვება არ სურდა. საქმე მატერიალურ კეთილდღეობაში იყო, რომელსაც მომგებიანი ქორწინება აძლევდა. რენა ისეთი ადამიანი არ იყო, ვინც კომფორტულ ცხოვრებას ღარიბი ლადოს მკლავებში ოჯახურ ბედნიერებაზე გაცვლიდა.მისი რომანი 4 წელი გრძელდებოდა და როგორც ჩანს, ნიკამ არაფერი იცოდა. მეუღლე მთელი დღე მუშაობდა და დროდადრო საყვარელ ცოლს საჩუქრებს ჩუქნიდა. რაღაც მომენტში რენამ დაიჯერა, რომ სიმართლის ოსტატურად დამალვა შეეძლო და საყვარელთან შეხვედრებს მოუხშირა. საბოლოოდ, მისი ხშირი არყოფნა მეგობრებმაც შეამჩნიეს.საუკეთესო მეგობარი რენას აფრთხილებდა, რომ ასეთი ქცევა კარგს არაფერს მოუტანდა და ისეთი მომთმენი ადამიანი, როგორიც ნიკა იყო, ასეთ დამცირებას არ აიტანდა. სწორედ ამიტომ, უფრო ფრთხილად უნდა იმოქმედოს. სჯობს საერთოდ ლადოსთან ურთიერთობა დროებით შეწყვიტოს. რენა მის რჩევებს არ უსმენდა. ქორწინებაზე ძველებური შიში დიდი ხნის წინ გაუქრა. დარწმუნებული იყო, რომ ნიკა ღალატს მოითმენდა. მას ხომ ასე ძალიან უყვარს.ერთხელ, ნიკა რენასთან მივიდა.
- – ძვირფასო, შენთვის რაღაც მაქვს – უთხრა გაღიმებულმა.აღტაცებული რენა დივანიდან წამოდგა და ხელი გაიწვდინა. ეს საჩუქარი უნდა იყოს. მისდა გასაკვირად, ხელისგულზე უბრალო, მაგრამ წონიანი კონვერტი დავარდა. გახსნა და მასში შრომის წიგნაკი და განქორწინებაზე დოკუმენტები აღმოაჩინა.
- – არ მესმის. ეს რა არის? გსურს განქორწინება? რაში მჭირდება შრომის წიგნაკი? – დაიყვირა რენამ.
- – დიახ, განქორწინება მსურს. შრომის წიგნაკი დაგჭირდება, რადგან შენს უზრუნველყოფას არ ვაპირებ.
- – რა მიზეზით? მუშაობას არ ვაპირებ!
- – შენი საქმეა იმუშავებ თუ არა, მაგრამ აქ ვეღარ იცხოვრებ. ნიკამ მაგიდაზე კიდევ ერთი კონვერტი დააგდო, საიდანაც რენასა და ლადოს რამდენიმე ფოტო გადმოვარდა. – შენ კონტრაქტი დაარღვიე, ანუ კანონი ჩემ მხარესაა. იცი, რამდენ ხანს ვითმინე? ამ ლადოს შესახებ დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ველოდი, როდის დაამთავრებდი. იქნებ, უფრო დიდხანს მომეთმინა, მაგრამ ბოლო დროს ისე იქცეოდი. ეს უკვე ზედმეტია. დავიღალე. გავშორდეთ.
იმ დღეს რენა დიდხანს ტიროდა, მუხლებზე უჩოქებდა და გადაფიქრებას სთხოვა. რაში სჭირდებოდა ლადო, წარუმატებელი და არამზადა. მერე რა, რომ ლამაზია. ის ხომ ისეთი კარგი და მზრუნველი არაა, როგორც ნიკა. მეუღლე მის სიტყვებს არ უსმენდა. მეორე დღეს რენამ სახლი დატოვა.ლადოსთან ცხოვრება იმაზე საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე შიშობდა. იმის გარდა, რომ მისი შეყვარებული ფეთხუმი და ცუდი თანამცხოვრები იყო, ნორმალურ სამსახურსაც ვერ შოულობდა. აღმოჩნდა, რომ ბოლო 2 წელი რენას საჩუქრებით და ნახევარ განაკვეთზე მუშაობით თავს მშვიდად ირჩენდა. ახლა, როცა მდიდარი საყვარლის საჩუქრები აღარ ჰქონდა, ცხოვრება გართულდა.
შედეგად, რენამ საიუველირო მაღაზიაში გამყიდველად მუშაობა დაიწყო. უფრო მეტისთვის განათლება და კვალიფიკაცია არ ყოფნიდა. სიტყვაზე, პროცესში სწრაფად გაერკვია და სამუშაო ადგილი შეუყვარდა კიდეც. რა თქმა უნდა, თავიდან უჭირდა აქსესუარების ყურება, რომელთა ყიდვა აღარ შეეძლო, მაგრამ უხაროდა, რომ ჩუმად მაინც იზომებდა.დროთა განმავლობაში ლადომაც სავაჭრო ცენტრში, სადაც საიუველირო მაღაზია იყო, დაცვის თანამშრომლად მუშაობა დაიწყო. თითქოს, ცხოვრება დალაგდა.ერთ თვეში სავაჭრო ცენტრში ნიკა შემოვიდა. რენამ ვიტრინიდან მაშინვე დაინახა, რადგან მის გვერდით მათი მთავარი მენეჯერი იყო. როცა ყოველი შემთხვევისთვის მაინც იკითხა, თუ ვის ესაუბრებოდა მისი უფროსი, გაიგონა:
– ეს სავაჭრო ცენტრის ახალი მფლობელია. ეს მისი თხოვნით აიყვანეს ლადო დაცვის თანამშრომლად.ამ მომენტში ნიკამ რენას თვალებში შეხედა. გულგრილად გაუღიმა და გზა გააგრძელა. რენა მიხვდა, რომ ყოფილი ქმრის გარეშე მისი პატარა წარმატებები უბრალოდ ნასუფრალი, ნიკას მხრიდან აბუჩად აგდება იყო.
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – რენას ისღა დარჩენია, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლა გააგრძელოს. ყველასთვის ნათელია, რომ ამის გაკეთება გაუჭირდება. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი მდგომარეობით დამტკბარიყო და ქმარზე ეზრუნა, ბედის გამოცდა გადაწყვიტა და წააგო. უცნობია, ღირდა თუ არა.