ქალმა უსახლკარო გოგონა შეიფარა და არ იცოდა, როგორ შემობრუნდებოდა ყველაფერი

1010

ბევრი ასპექტით ცხოვრება ძალიან უსამართლო და მკაცრი ხუმრობაა. გული გვეწვის, როცა უსახლკარო ადამიანს ან მიტოვებულ ცხოველს ვხედავთ. ყველაზე მეტად გულს გვტკენს უმწეო ბავშვები, რომლებიც ქუჩაში საჭმელს და ფულს ითხოვენ. აუტანელია იმის გაცნობიერება, რომ იძულებული ვართ ისეთ სამყაროში ვიცხოვროთ, სადაც ბავშვებს ტანჯვა უწევთ. თუმცა ამ სიბნელეში ბევრი კეთილი ისტორიები გვხდება. Vivien ერთ ასეთ ისტორიას გიზიარებთ. დაე, განუგეშოთ და ამ რთულ დროში ცოტა იმედი მოგცეთ.

ქეთის ისტორია – ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირი უბრალო ქალია, სახელად ქეთი. 35 წლისაა და ბანკში მუშაობს. ბებიას მიერ დატოვებულ პატარა ბინაში ცხოვრობს. ბავშვობიდან ოჯახზე ოცნებობდა, მაგრამ აღმზრდელი ბებია ეუბნებოდა, რომ კაცებისგან სიკეთეს არ უნდა ელოდოს და საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა ისწავლოს. ქეთი სწავლობდა. სკოლა, მოგვიანებით უნივერსიტეტი წარჩინებულად დაამთავრა, თავისი სპეციალობით სამუშაო დაიწყო.წლები სწავლაში გაატარა, შემდეგ წლები კარიერულ წინსვლაში დახარჯა. საყვარელი ადამიანისთვის დრო არ ჰქონდა. მხოლოდ შემთხვევითი პაემნები, რომლებიც არაფრით სრულდებოდა. როცა 29 წლის იყო, ბებია ავად გახდა. ლოგინად ჩაწვა და ქეთი მასზე წლები ზრუნავდა. მაშინ პირადი ცხოვრებისთვის ნამდვილად არ ცხელოდა.ბებია გარდაიცვალა და ცარიელ ბინაში მარტო დარჩა. მოიწყინა და გააცნობიერა, რომ ცხოვრებაში არავისთან არ დაახლოებულა, უნივერსიტეტელი მეგობრის, დალის გარდა. შვილებიც არ ყავდა, ახლა უკვე გვიანია. სახლში დაბრუნება არ სურდა. მხოლოდ დასვენების დღეები ახარებდა, როცა დალისთან ერთად მეზობელ ქალაქში სასეირნოდ და პროდუქტების საყიდლად მიდიოდა.

უპატრონო ბავშვები – ერთ–ერთ ასეთ შაბათს დალისთან ერთად ჩვეულებისამებრ მეზობელ ქალაქში წავიდა. საღამოს სადგურში დაბრუნდნენ და ავტობუსის გაჩერებასთან მივიდნენ. სანამ ტრანსპორტს ელოდნენ, ქეთიმ შენიშნა, რომ სადგურთან პატარა გოგონა დადიოდა და პატარა ხელით დახმარებას ითხოვდა. ზოგი საჭმელს აძლევდა, ზოგიც უბრალოდ თავიდან იშორებდა.ადრე ეს გოგონა არ დაუნახავს. ველურად მოეჩვენა, რომ ბავშვი მარტო დადის და მოწყალებას ითხოვს. ხედავდა, როგორ უვლიდნენ გვერდს მშიერ ბავშვს და გული დაწყდა. ვერ მოითმინა, გოგონასთან მისვლა და მისი მშობლების ადგილმდებარეობის გაგება გადაწყვიტა. დალიმ ვერაფრის თქმა მოასწრო, დაქალს ჩუმად გაყურებდა.ბავშვთან მივიდა, ჩაიმუხლა და ჰკითხა: „გამარჯობა, გოგონა, რატომ ხარ მარტო? გჭირდება დახმარება?“ გოგონამ თვალებში ჩახედა და უპასუხა, რომ აქ მარტო ცხოვრობს და ძალიან შია. ქალმა ჩანთა გახსნა და საყვარელ საცხობში ნაყიდი რამდენიმე ყაყაჩოს თესლიანი ფუნთუშა ამოიღო.

გოგონას თვალები ბედნიერებისა და აღფრთოვანებისგან აინთო. ქეთი უყურებდა 10 წლის საყვარელ  ქერათმიან გოგონას, რომელიც ფუნთუშას სიხარულით მიირთმევდა და ხვდებოდა, რომ აქ მარტო ვერ დატოვებდა. გოგონას შესთავაზა: „ჩემთან წამოდი. ნორმალურად დაგაპურებ. დაგბან, თორემ სულ ჭუჭყიანი ხარ“. გოგონას გაეღიმა და ჰკითხა: „მართლა შეიძლება? ხელს არ შეგიშლით?“ქეთის ცრემლები მოადგა, მაგრამ შეიკავა და გოგონას თავი დაუქნია. გაოცებულ დალისთან დაბრუნდნენ. „ქეთი, რა მოიფიქრე? სად იშოვე ეს ბავშვი და რას აპირებ?“ – ჰკითხა დალიმ. ქეთიმ თავი აარიდა და უპასუხა, რომ ბავშვს ჭამა და დაბანა სჭირდება. დალი კიდევ დიდხანს ეუბნებოდა, რომ უსახლკარო ბავშვები ეშმაკები არიან, რომ გოგონამ შეიძლება გაქურდოს, მაგრამ ქეთი არ უსმენდა ან უბრალოდ მოსმენა არ სურდა.

ახალი სახლი – სახლში შესვლისას გოგონა თავიდან მორცხვობდა, მაგრამ ქალის გულკეთილობამ გული მოულბო. ვახშმობისას პატარა ნინამ (გოგონას ასე ერქვა) უამბო, რომ დედასთან ერთად სადგურის მიწისქვეშა გადასასვლელში ცხოვრობდა. ერთხელ დედა წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ჭამა სურდა, ამიტომ გამვლელებს დახმარებას სთხოვა. აი, მთელი მისი ისტორია.ჭამის შემდეგ ბალიშზე თავის დადებისთანავე ჩაეძინა. ქეთიმ ტელეფონი აიღო და დალის ათი გამოტოვებული ზარი დაინახა. დალის მისი საქციელი არ ესმოდა, ამიტომ მეგობრის მოსმენა გადაწყვიტა. თავიდან ყვიროდა, რომ ჭკუიდან გადავიდა, რადგან სხვისი შვილი სახლში მოიყვანა. შემდეგ გონივრულ საუბარზე გადავიდა. მეორე დღესვე პოლიციაში მისვლა გადაწყვიტეს.

გოგონას ისტორია – ასეც მოიქცნენ. ქეთიმ ბავშვის შესახებ შეატყობინა. მალე სოციალური სამსახურის თანამშრომელი მოვიდა.  ქალი უფრო მოლაპარაკე აღმოჩნდა და გოგონას მთელი ისტორია მოისმინა. აღმოჩნდა, რომ მამა მაშინ გაქრა, როცა ნინა მხოლოდ 3 წლის იყო. დედა ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. როცა სამსახური დაკარგა და ბინის ქირაობა აღარ შეეძლო, საცხოვრებლად დედასთან სოფელში გადავიდა.გოგონას დედა ალკოჰოლს მიეძალა, ბავშვს ბებია ზრდიდა. გასულ წელს სახლში ხანძარი გაჩნდა. სახლი დაიწვა, ბებიას გადარჩენა ვერ შეძლეს. ასე უსახლკაროდ და დახმარების გარეშე დარჩნენ. დედა შვილის მომავლის უზრუნველყოფას არ ცდილობდა, უბრალოდ ხელი ჩაიქნა და სადგურში ცხოვრება გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ ქალი საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. გოგონა ქუჩაში მარტო დარჩა.

ნინასთან დამშვიდობების დრო მოვიდა. გოგონა სოციალური სამსახურის თანამშრომელთან ერთად უნდა წასულიყო. ნინა ქეთის ძლიერ ეხუტებოდა, ქალის ცრემლები რომ დაინახა, დამშვიდობებისას უთხრა: „არ იტირო, შენს სანახავად აუცილებლად მოვალ!“მათი წასვლის შემდეგ მარტოობა გაორმაგებული ძალით იგრძნო. სევდა შემოაწვა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა, მაგრამ უმოქმედობას მიჩვეული არ იყო და სახლის დალაგება გადაწყვიტა. როცა საძინებელში შევიდა, მაგიდაზე ნახატი დაინახა. ნინამ დახატა პატარა გოგონა და დიდი ქალი, რომელსაც მისი ხელი ეჭირა. ზემოთ წარწერა ჰქონდა: „ნინა და დედა ქეთი“.სიტყვა „დედა“ ქალს გულში მოხვდა. მტკიცედ გადაწყვიტა, რომ გოგონა ეშვილა. აქედან იწყება სხვადასხვა დეპარტამენტებში სიარული, დოკუმენტების შეგროვება და ბიუროკრატიული მანქანის სხვა სიხარულები. საბოლოოდ, ქეთიმ და ნინამ ერთად ყოფნა შეძლეს, თუმცა ეს რთული იყო. გოგონამ ქეთის სიკეთისთვის ულევი სიყვარულით მადლობა გადაუხადა და გაუცნობიერებლად აუტანელი მარტოობისგან გადაარჩინა.

რედაქციისგან – უპატრონო ბავშვები წარმოუდგენელ სირთულეებს და გაჭირვებას გადიან, რაც მათ ძალებს აღემატებათ. კარგია, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები. სასიხარულოა, როცა ასეთი ისტორიები კარგად მთავრდება. ნუ იქნებით გულგრილი და ყოველთვის დაეხმარეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება.