საშუალება რომელიც პირველივე გამოყენებაზე შეგიმსუბუქებთ სახსრების ტკივილს და დაგეხმარებათ მის სრულ მკურნალობაში.

40050

ეს ძალიან სასარგებლო რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემა, რადგან ახასიათებს უძლიერესი სამკურნალო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. თუ თქვენ 40 წელს გადააბიჯეთ, მაში თქვენს ორგანიზმში დაბერებისთვის დამახასიათებელი ეფექტები იჩენს თავს – რაც სახსრების ტკვილშიც აისახება. ძირითადად მუხლების, მხრების ან მაჯის ტკივილში. ასეთი ტკვილი განსაკუთრებით შეიძლება გამოიწვიოს ართრიტმა, რევმატიზმა, მოტეხილობამ, გადატვირთვამ ან უბრალო ტრამვამაც კი.
აფთიაქებში უამრავი საშუალება იყიდება აბებისა თუ მალამოების სახით რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, მაგრამ მიუხედავად იმისა რამდენხანს იყენებთ ამ სამკურნალო საშუალებას ტკივილი მაინც ბრუნდება. თანაც თითქმის ყველა საშუალებას ახასიათებს გვერდითი მოვლენებიც.

საბედნიეროდ ხალხურ მედიცინაში მოიპოვება ნატურალურ პროდუქტებზე დაფუძნებული უძლიერესი რეცეპტი, რომელსაც შეუძლია ტკივილი პირველივე გამოყენების შემდეგ მოგიხსნათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საშუალების მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები სავაურაოდ უკვე მოიძებნება თქვენს სამზარეულოში.

ამგვარად მომზადებული საშუალება შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 3-4 თვე და გამოიყენოთ როგორც კი დაგჭირდებათ ან უბრალოდ პროფილაქტიკური მიზნებისთვის.

ვივიენი გირჩევთ თავად მოამზადოთ და დარწმუნდეთ მის საოცარ ეფექტურობაში.

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი მდოგვის ფხვნილი (ცხარე)
  • 100 მილილიტრი ნატურალური თაფლი
  • 5 სუფრის კოვზი ზღვის ან ჰიმალაის მარილი.
  • 1 სუფრის კოვზი წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები ერთად უნდა ათქვიფოთ სანამ ერთგვაროვანი მასის კონსისტენციას არ მიაღწევთ. მოათავსეთ ნაზავი შუშის ქილაში.
  2. პროცედურის ჩატარება უმჯობესია ძილის წინ, რათა სახსრებმა კომპრესის შემდეგ დასვენება შეძლონ.
  3. მცირეოდენი ნაზავი წაისვით მტკივან არეზე, გადაიხვიეთ პოლიეთინელის პარკით და შემდეგ შეიხვიეთ თბილი ნაჭრით. გაიჩერეთ 1,5-2 საათით. კომპრესი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, გაიმშრალეთ და აუცილებლად მაშინთვე შეიხვიეთ. ამის შემდეგ კი დაწექით დასაძინებლად.
  4. გაიმეორეთ პროცედურა 4-5 დღე, თუმცა შვებას პირველივე დღეს შეიგრძნობთ.

მდოგვს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისება აქვს. მისი გამოყენება ასევე რეკომენდირებულია 1/3 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3 ჯერ ჭამის დროს. შედეგად თქვენ გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, აირიდებათ მავნე ბაქტერიებს, გააქტიურებთ სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას. ასევე დაიცავთ ორგანიზმს ნაწლავური ინფექციებისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს