ბუგრი – ბაღისა და ნაკვეთების მტერია. როგორ დავიცვათ მცენარეები მავნებლებისგან

8745

ბუგრი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მავნებლად ითვლება ბაღებისა და ნაკვეთებისთვის. მასთან ბრრძოლა მარტივი არაა, რამდენადაც იგი ძალიან დიდი სისწრაფით მრავლდება. ერთი მდედრი ერთ თვეზე სამ თაობას ბადებს 100 ათასამდე ინდივიდით.

ეს მწერი სწრაფად ასუსტებს ახალგაზრდა მცენარეს, იწოვს მისგან უჯრედულ წვენს. ამავდროულად, იგი გამოყოფს შხამს, რომლის გამოც მცენარე იხვევა, დეფორმირდება და იღუპება. ბუგრს, ასევე, შეუძლია მცენარის დაინფიცირება მავნე ვირუსებით, რასაც ნერგის სასიკვდილოდ დაზიანება შეუძლია.

ბუგრის სხვადასხვა სახეობა აზიანებს ბოსტნეულს, ხეხილს, კენკრასა და ყვავილოვან კულტურებს. ხშირად, მებაღეებმა არ იციან, როგორ გააცალონ მავნებლები უკვე დაავადებულ მცენარეებს ისე, რომ ინსექტიციდები არ გამოიყენონ.

ბუგრებთან ბრძოლა

გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას მავნებლებთან საბრძოლველად. ამოირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი.

1. არყის ფისი

დახეხეთ 50 გ სარეცხის(ან “დეგტიარნოე”) საპონი. გახსენით 0-15 გ არყის ფისი და საპონი 10 ლ წყალში. კარგად მოურიეთ და გამოიყენეთ დაზიანებული მცენარეების შესაშხეფებლად. გააკეთეთ ეს საღამოობით.

2. ხახვის ნაყენი

წვრილად დაჭერით 30 გ ხახვი, დააყენეთ 1 ლ წყალში 5 საათით და გამოიყენეთ იმავე მეთოდით.

3. ნივრის ნაყენი

200 გ დაქუცმაცებული ნიორი დააყენეთ 1 ლ წყალში. გამოყენებამდე გახსენით 25 მლ ნაყენი 10 ლ წყალში.

4. არაყი

ყველაზე იაფფასიანი არყის ბოთლს გაუკეთეთ შხეფის მოწყობილობა და მზადაა. ამბობენ, რომ ეფექტურია, თუმცა მე ჯერ მცირე მონაკვეთზე ვცდიდი.

2. რძე და იოდი

1 ლ რძეში გახსენით რამდენიმე წვეთი იოდი და გამოიყენეთ შხეფებად.

თქვენ როგორ ებრძვით ამ მავნებლებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს