სიყვარული იდუმალი რამაა. სპონტანურად ჩნდება და ხშირად მაშინ, როცა ნაკლებად ველოდებით, ან არ არის იქ, სადაც ყველა ნიშნით უნდა იყოს. ერთი საქმეა, როცა პარტნიორს მიზანმიმართულად ირჩევ. ზუსტად იცი, რა გსურს და გიყვარს ის, ვინც თქვენმა გულმა აირჩია. მშობლების შვილებისადმი სიყვარული სულ სხვაა. ბებიას სიყვარული შვილიშვილის მიმართ განსხვავდება. Vivien ეცდება გაარკვიოს, რატომ არ უყვარს ყველა ბაბუას და ბებიას საკუთარი შვილიშვილი.
ბებიას სიყვარული – როცა მშობლების შვილებისადმი სიყვარულზე ვსაუბრობთ, მიჯაჭვულობას და ზრუნვის სურვილს ვგულისხმობთ. მშობლის სიყვარული ბავშვის დაბადებამდე ჩნდება. როცა ბავშვს ელოდები, შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. დედ–მამას ბავშვი ჯერ არ უნახავს, მაგრამ მზად არიან მისთვის სიცოცხლე დაუფიქრებლად გაწირონ.შვილები მშობლებს ჰგვანან. ნაწილობრივ, დედა და მამა შვილში პარტნიორის გამოძახილს ხედავს, რომელიც მის ნაკვეთებში შერეულია. როგორ შეიძლება ასეთი არ უყვარდეს? მშობლების უსიყვარულობა ხშირად მაშინ გვხდება, როცა შვილის ყოლა არ სურდათ ან დედა, რომელმაც ბავშვი საძულველი ადამიანისგან გააჩინა, მასში უსიამოვნო ნაკვთებს ხედავს. მისთვის უსიამოვნო ადამიანთან მსგავსების არ შემჩნევა უჭირს.
და სულ უფრო ხშირად გვხდება განსხვავებული სიტუაცია, რომელიც ზოგჯერ გარეგნულად ზემოხსენებულს გავს. მაგალითად, მშობლები სამსახურით დაკავებულნი არიან. შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ბავშვს იმდენი დრო დაუთმონ, რამდენიც სურთ. ასეთი დედ–მამა დაკარგული შესაძლებლობის კომპენსირებას შვილიშვილებთან ცდილობენ. როგორც წესი, მშობლები, რომლებმაც შვილების ცხოვრებაში ბევრი რამ გამოტოვეს, ცდილობენ, რომ შვილიშვილებს მეტი სიყვარული აჩუქონ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი სისხლით კავშირი უპირობო სიყვარულს გულისხმობს. საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს არ ვირჩევთ. ჩვენ მიერ იბადებიან და იზრდებიან. თუ შვილებს შეგვიძლია საჭირო მიმართულება მივცეთ, შვილიშვილებთან სხვა სიტუაციაა.ხშირად ბებია შვილიშვილს ახლობლად ვერ აღიქვამს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ბავშვების მშობლები განქორწინებულნი არიან, ხოლო ბავშვი არა ძვირფას ქალიშვილს, არამედ უხეირო მამაკაცს ახსენებს. სიყვარული კანონებს არ ემორჩილება. ან არის, ან არა. როგორც წესი, როცა ცდილობ, შეიყვარო ადამიანი, რომელიც თავიდან დიდად არ მოგწონდა, უკუ ეფექტი იქმნება. ამ დროს ადამიანი შეიძლება შეგვძულდეს.ადამიანის გულახდილობა და მასში კონსერვატიზმის დონე დიდ როლს თამაშობს. თუ ბები–ბაბუას უმცროსი თაობის მიღება სურს და იღებს ისეთს, როგორიც არის, სიყვარული შორს არაა.
ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევები – დედა ყოველთვის ნანობდა, რომ სათანადოდ ვერ დატკბა იმ დროით, როცა პატარა ვიყავი. პრინციპში, მოზარდობის პერიოდში დედა მას სათანადო დროს ვერ უთმობდა. ამის გამო, ბებია ჩემზე გიჟდებოდა და ყველაფერს მპატიობდა. ქალიშვილთან ცივი დამოკიდებულების კომპენსირებას ამ სიყვარულით ცდილობდა. გარდა ამისა, ბებიას პირდაპირი პასუხისმგებლობა არ ვიყავი. ჩემზე ზრუნავდა, მაგრამ იცოდა, რომ მთელი ჩემი ბედი დედაზე იყო დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, სიყვარული უფრო მარტივი იყო. აი, საკუთარი ქალიშვილის მიღება არ შეეძლო, რადგან მასში საკუთარ შეცდომებს ხედავდა.
იმის თქმა მინდა, რომ სიყვარულის თავზე მოხვევა არ ღირს. თუ გრძნობთ, შესანიშნავია. თუმცა საკუთარ თავს არ აიძულოთ ის, რასაც არ გრძნობთ. არ გაკიცხოთ საკუთარი თავი და იგრძენით ის, რასაც გრძნობთ. ყველას სიყვარული და მოწონება შეუძლებელია.