ორქიდეა: კვირაში რამდენჯერ უნდა მორწყათ ყვავილი

775

ამბობენ, არ არსებობს ქალი, რომელსაც ყვავილები არ უყვარს. ზოგიერთ ქალს ჯერ არ აქვს ნაპოვნი საკუთარი ყვავილი, რომელიც სულში ჩაწვდება. საინტერესოა, რომ უმეტეს შემთხვევაში ნაზი ქალის გულს სწორედ ორქიდეა ადნობს. ქალს თავს ერთი ნახვით აყვარებს. დღეს Vivien ამ მშვენიერ ყვავილზე გიამბობთ და გასწავლით, როგორ მორწყათ ყვავილი სწორად, რომ თავისი სილამაზით და ჯანმრთელობით დიდხანს გაგახაროთ.ბევრი ადამიანი მის შეძენაზე უარს ამბობს, რადგან რთული მოსავლელია. გამოუცდელობით დაშვებული შეცდომები მცენარის კვდომას იწვევს. საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ კვლავ ორქიდეას შეძენის სურვილი ყველას არ აქვს. თუ მსგავსი პრობლემის წინაშე ხართ, ეს სტატია თქვენთვისაა.

გამოცდილი მეყვავილის რჩევები: როგორ მოვრწყათ ორქიდეა – ორქიდეას მოვლისას პირველი და უმთავრესი წესი: მხოლოდ დაწდომილი წყლით მორწყეთ. წყალი მინიმუმ 1 დღით უნდა გააჩეროთ, სანამ ყვავილის მოსარწყავად გამოიყენებთ. 24 საათში წყლიდან ორთქლდება ქლორი, რომელიც მცენარის ფესვებს აზიანებს. ონკანის წყალს ქლორს სადეზინფექციოდ და გასაწმენდად უმატებენ, რის გამოც დასალევად ვარგისი ხდება.დაწდომილი წყალი არა მხოლოდ ქლორისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან იწმინდება, არამედ ჟანგბადით მდიდრდება. ლიმონის ან მჟაუნას მჟავა გამოიყენეთ, რომ წყლის სიხისტე შეამციროთ. გირჩევთ, ფილტრში გატარებული წყლით მცენარე არ მორწყათ. ასე წყალს მავნე კომპონენტებთან ერთად სასარგებლო ნივთიერებების ნაწილიც შორდება.

მცენარის მორწყვის სიხშირე – მცენარის მორწყვის სიხშირე სეზონის, განათების, მიწის შემადგენლობის და ორქიდეას ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით იცვლება. თუ ყვავილი კარგ ფორმაშია, ზაფხულში კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. ზამთარში ჯანმრთელი ორქიდეა ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ.მიწაში თითი ჩადეთ და ტენიანობის პროცენტი შეამოწმეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა არც მშრალი და არც ძალიან სველი იყოს. გრძელი კბილის ჩხირი გამოიყენეთ, რომ სუბსტრატის შუა ნაწილს მიწვდეთ და მისი მდგომარეობა შეამოწმოთ.

ახლა უკვე იცით მთავარი წესები, როგორ იზრუნოთ ორქიდეაზე. გაგვიზიარეთ პირადი გამოცდილება, როგორ ზრუნავთ ყვავილის სილამაზის შენარჩუნებაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს