4 მეთოდი, როგორ ავირჩიოთ ხსნადი ყავა მინარევების გარეშე

623

ჩვენ დროში ხარისხიანი ყავის ყიდვა და მაღაზიაში მთელი ქონების არ დატოვება ნამდვილი ამოცანაა. ყველაზე ცუდია ის, რომ ძვირიანი ყავაც კარგი პროდუქტის გარანტიას არ იძლევა. Vivien გასწავლით, როგორ განსაზღვროთ ხსნადი ყავის ხარისხი.ახლა ბევრი მწარმოებელი რესურსებს ზოგავს და ყავას სხვადასხვა მინარევს უმატებს. ყალბი ყავის დასამზადებლად იყენებენ ვარდკაჭაჭას, შვრიას, ფინიკის შემწვარ კურკებს, მარცვლეულს, რკოს და წაბლს. მათგან მიღებულ ფხვნილს ნატურალურ ყავას ურევენ. საბედნიეროდ, ამ მინარევების გამოვლენა ადვილია.

როგორ განვსაზღვროთ ხსნადი ყავის ხარისხი: გამოცდილი მეთოდები

  • 1–ელი მეთოდი: იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ხსნად ყავას მინარევები, ღრმა ჭურჭელში ცივი წყალი ჩაასხით. ცოტა ყავა დაუმატეთ. თუ ყავა მინარევებს არ შეიცავს, ნაწილაკები ზედაპირზე დარჩება. ნალექის არსებობა დანამატებზე საუბრობს.
  • მე–2 მეთოდი: ხსნადი ყავის გრანულების ფერს ყურადღება მიაქციეთ. თუ ოდნავ პრიალებს ან ძალიან უფერულია, ეს პროდუქტის დაბალ ხარისხზე საუბრობს. ასეთი ყავა სჯობს არ შეიძინოთ.
  • მე–3 მეთოდი: წყალში შერეული ყავის ნაწილაკები ერთმანეთს არ ეწებება და უცნაური ფერი არ აქვს. მინარევებს, პირიქით. წყალში ჭუჭყიან ყვითლად იღებება, ერთმანეთს ეწებება. ასეთ დანამატებს ძალიან უსიამოვნო მჟავე გემო აქვს.
  • მე-4 მეთოდი: ძალიან მარტივი მეთოდია. მხოლოდ თეთრი ქაღალდის ფურცელი დაგჭირდებათ. რამდენიმე ყავის გრანული დაყარეთ და გამოიკვლიეთ. ყურადღება უცნაურ ფერს, შეფერილობას და ტექსტურას მიაქციეთ.

ამ მარტივი ხრიკების დახმარებით ნამდვილ ყავას ყალბისგან გაარჩევთ. სასმელში ზედმეტი თანხის გადახდა აღარ მოგიწევთ. 4 მეთოდი იცით, რომელთა დახმარებით მხოლოდ ხარისხიან ყავას შეიძენთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს