მდიდარმა კაცმა ქალი ბავშვთან ერთად გადაარჩინა და მის საცოლედ თავის მოჩვენება სთხოვა. ბედის შემობრუნებამ მალე გააოგნა

1318

ჩვენ დროში უცნობთან შეხვედრა ნამდვილი ლატარეაა. რა თქმა უნდა, კარგი ადამიანი შეიძლება გაიცნოთ, რომელიც დაგეხმარებათ. ამის მიუხედავად, ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ახალი ნაცნობობა ყოველთვის კარგის მომტანი არაა. ამის შესახებ დღევანდელი ისტორიის გმირმა, ნუცამ კარგად იცის. Vivien გიამბობთ, რა დაემართა ნუცას და მის პატარა ქალიშვილს.

უცნობთან შეხვედრა – მათე საზღვართან კონკრეტული მიზნით მიდიოდა. იცოდა, რომ ვინმეს დახმარებას ნამდვილად შეძლებდა. დიდხანს ლოდინი არ მოუწია: ბედკრული ხალხის ბრბოში დაინახა პატარა ქალი პატარა გოგონათი ხელში. მამაცი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მიესალმა: „გამარჯობა, შემიძლია დაგეხმაროთ? დედაქალაქში მივდივარ და მშობლებთან სახლში შემიძლია შეგიფაროთ. იქ, ცალკე ოთახი და ყველანაირი კომფორტი დაგხვდებათ“.ქალი უცნობ ადამიანთან შეხვედრამ არ შეაშინა. როგორც ჩანს, ბევრი რამ უკვე გამოცადა, ამიტომ მზად იყო გადასარჩენად ნებისმიერი შანსი გამოეყენებინა. „ნუცა მქვია. აქ ნაცნობები ან მეგობრები არ მყავს. მადლიერი ვიქნები, თუ დაგვეხმარებით“ – უპასუხა მან.

ქალაქისკენ მიმავალ გზაზე მათემ ნუცას განვლილი ცხოვრებს შესახებ ჰკითხა. მასთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, რომ შემდეგ მისთვის დახმარება ეთხოვა. მართალია, საკმაოდ უჩვეულო თხოვნა ჰქონდა. შუა გზაზე ჰკითხა: „ნუცა, ვიცი, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეგიძლიათ მშობლებს ჩემ საცოლედ თავი მოაჩვენოთ? არ იფიქროთ, რომ გაძალებთ. საქმე იმაშია, რომ დედა 5 წელია ჩემს დაქორწინებას ცდილობს. უბრალოდ მისი დამშვიდება მსურს. ვგრძნობ, რომ მშვენიერი ქალი ხართ. სწორად გამიგეთ!“

შემთხვევითობა შემთხვევითობა არაა – ნუცა გაოგნდა, მაგრამ უკვე ახალი ნაცნობის მანქანაში იყო და უცნობისკენ მიდიოდა. მარტოსული იყო. საცოლის როლის მორგება იმ ყველაფრის ფონზე, რისი გადატანაც მოუწია, არაფრად მიაჩნდა, ამიტომ დათანხმდა. წინ ბევრი სიურპრიზი ელოდა. სახლში შესვლისას მათეს დედა შეეგებათ. ნუცას დანახვისას ენა ჩაუვარდა: „ღმერთო, ნუთუ შენ ხარ?“ მამაკაცი ვერაფერს მიხვდა: „დედა, ერთმანეთს იცნობთ? ეს როგორ?“

აღმოჩნდა, რომ ნათელა ნუცას ყოფილი დედამთილი იყო. ხოლო მისი შვილი, მათეს ძმა, მისი ყოფილი ქმარი. მეუღლემ ბავშვის გაჩენის შემდეგ მიატოვა. დედამთილი მხოლოდ რამდენჯერმე ყავდა ნანახი, რადგან საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ნათელა განქორწინების შემდეგ დახმარებას სთავაზობდა, მასთან იწვევდა კიდეც, მაგრამ ნუცა უარობდა.როცა მათემ ყველაფერი გაიგო, მიხვდა, რომ გეგმა ჩაეშალა. ნუცაზე არაფერი იცოდა, რადგან ძმას დიდი ხანია არ ეკონტაქტებოდა. ქორწილშიც კი არ დაპატიჟა. გამოდის, რომ იდუმალი უცნობი, რომელმაც ნუცა საზღვარზე გადაარჩინა, მისი ქალიშვილის ღვიძლი ბიძა აღმოჩნდა.

მათემ არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ნუცა ძალიან მოსწონდა და მისი უკეთ გაცნობა სურდა. ვინ იცის, რა შეიძლება გამოსულიყო? მაგრამ ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ერთად ვერ იქნებოდნენ.მათე მდიდარი ბიზნესმენი იყო. საკუთარ ბინაში ცხოვრობდა, ხოლო დედას სახლი უყიდა, სადაც ლტოლვილის ბავშვთან ერთად განთავსებას აპირებდა. დაუჯერებელია, რომ ახლა ნუცას საცხოვრებელზე ფიქრი არ მოუწევს და ნათესავების გარემოცვაში იცხოვრებს. ნათელასთან ახლოს არ იყო, მაგრამ ხვდებოდა, რომ აქ ის და მისი ქალიშვილი უსაფრთხოდ იქნებოდნენ.

გულახდილი საუბარი – „ვწუხვარ, რომ თქვენი გეგმა ჩაიშალა. წინააღმდეგი არ ვიყავი, რომ თქვენ საცოლედ თავი მომეჩვენებინა. სიმპათიური ხართ“ – ჩასჩურჩულა ნუცამ, როცა მხსნელთან მარტო დარჩა. პასუხად მამაკაცი გადაეხვია და უპასუხა: „მიხარია, რომ უსაფრთხოდ ხართ. მე და დედა თქვენზე და თქვენს ქალიშვილზე ვიზრუნებთ“.მეორე დღეს ნათელმა შვილის გეგმის შესახებ გაიგო. გაეცინა და უთხრა: „წინააღმდეგი არ ვარ, რომ ჩემი რძლის მეორე ქორწილში ვიქეიფო. პატარა მხოლოდ 1,5 წლისაა და სრულფასოვან ოჯახს იმსახურებს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“.ნუცამ და მათემ ერთმანეთს შეხედეს და გაუღიმეს. არავინ იცის, როგორ განვითარდა მათი ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მათი შეხვედრა შემთხვევითი არ იყო.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ადამიანი უცნობ გარემოში ან შიშს ან მოქმედებას იწყებს. ნუცას საკუთარი თავის და შვილის გადარჩენა სურდა, ამიტომ ყველაფრისთვის მზად იყო. ვინც იცის, სად აღმოჩნდებოდა, რომ არა უცნობთან შეხვედრა. ზოგჯერ სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგათ, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოთ. ამ ისტორიის გმირმა ეს შეძლო. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ მათე და ნუცა ერთად ბედნიერად ცხოვრებას თუ სჯობს ურთიერთობა არ დაიწყონ?