ნაცნობი იაპონელი ფანჯარას და სარკეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ წმენდს. გიზიარებთ მეთოდს

1906

ფანჯრების გაწმენდა საყვარელი არა, მაგრამ აუცილებელი საქმეა. სუფთა ფანჯრები სახლში განწყობას ამაღლებს. ასეთი პროცედურა დიდ დროს გვართმევს. თავად განსაჯეთ: ფანჯრებს ჭუჭყი და ჭვარტლი რომ მოვაშოროთ, ჯერ ერთი წყლით უნდა გაწმინდოთ, შემდეგ მეორეთი, შემდეგ სარეცხი საშუალებით და ბოლოს გაზეთით გაამშრალოთ, რომ იპრიალოს. ასე აკეთებდნენ ჩვენი ბებიები და ახლა ჩვენც.ნაცნობი იაპონელი ფანჯრებს და სარკეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ წმენდს და ეს საკმარისია. Vivien გიამბობთ, რით წმენდენ იაპონელი ქალები სარკებს და ფანჯრებს, რომ იბზინვაროს.

დავიწყოთ იმით, რომ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ფანჯრების გაწმენდა არ ღირს. მზე ფანჯარას სწრაფად აშრობს და სიპრიალის მიღწევა გაგიჭირდებათ. ფანჯრების საწმენდად უქარო ან ნაკლებად ცხელი დღე აირჩიეთ, რომ ზედაპირზე ზოლები არ დარჩეს.დაიმახსოვრეთ თანმიმდევრობა: ჯერ ფანჯარა შიგნიდან გაწმინდეთ, შემდეგ გარედან.დიდხანს დროს არ გავწელავ. მთავარით დავიწყოთ. აღმოჩნდა, რომ ბევრი იაპონელი ქალი სარკეს და ფანჯარას თმის კონდიციონერით (ბალზამით) წმენდს. ეს საშუალება მინის და სარკის ზედაპირის გასაწმენდად სუპერ ეფექტურია!

ყველაზე იაფი ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ცოტა ბალზამი სპრეი ბოთლში ჩაასხით, წყალი დაუმატეთ, კარგად შეანჟღრიეთ და სველი სალფეთქით მინა გაწმინდეთ. ამავე სალფეთქით შეგიძლიათ გაამშრალოთ. საშუალება ზოლებს არ ტოვებს. სასიამოვნო არომატი აქვს!კიდევ ერთი კარგი ვარიანტი: ფანჯრის გაწმენდა იოდით. 1 ლ წყალს 5 წვეთი იოდი დაუმატეთ, შემდეგ ხსნარი სპრეი ბოთლში გადაასხით. ამბობენ, რომ ასეთი სითხის გამოყენების შემდეგ ფანჯარა ბზინავს და დიდხანს არ ისვრება.

ფანჯრის გაწმენდაში მარგანცოვკის ხსნარიც დაგეხმარებათ. 1 ვედრო წყალს გაზავებული მარგანცოვკა დაუმატეთ. წყალი ლამაზი მუქი ვარდისფერი გახდება. ამ ხსნარით ფანჯრის ჩარჩო და რაფაც კარგად იწმინდება. და მაინც, თმის ბალზამი ფანჯრის საწმენდად ყველაზე ეფექტურია.ჩვრები, გაზეთი და მიკროფიბრის სალფეთქი კარგია, მაგრამ ჩემი მეორე აღმოჩენა გახდა ხელოვნური ზამშის სალფეთქი, რომელიც ავტომობილისთვის არის განკუთვნილი. მხოლოდ ამ სალფეთქით შეგიძლიათ თავად ფანჯარა, ჩარჩო გაწმინდოთ, შემდეგ გაამშრალოთ და ბოლოს გააპრიალოთ. ცოტა საშუალება სალფეთქს წაუსვით და ფანჯარა გაწმინდეთ. არანაირი ზოლები!

ავტომობილის ზამშის სალფეთქი სახლში სხვა მიზნითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. არა მხოლოდ ფანჯარას და სარკეს წმენდს, არამედ ავეჯს და სანტექნიკას მტვერს აშორებს. ყველაფერი მარტივია და ზოლების გარეშე პრიალებს. ჭუჭყი მარტივი შეხებით და კარგი გაწურვით ირეცხება.ფანჯრის გარედან გაწმენდაში სპეციალური ჯაგრისიც დაგეხმარებათ. სხვადასხვა ბრენდის და ზომის ჯაგრისები იყიდება. მათ ტელესკოპური სახელური და მოსახერხებელი ორმხრივი საცმი აერთიანებთ. ერთი მხარე საშუალებას კარგად ანაწილებს და ჭუჭყის ზედა ფენას აშორებს, მეორე მხარე რეზინის ზოლით ზედაპირს ქაფს და დარჩენილ ჭუჭყს აშორებს.

როგორც ხედავთ, ახლა ფანჯრების ყოველთვე წმენდა საჭირო არაა. შეგიძლიათ ერთხელ გაწმინდოთ და მთელი წელი დაივიწყოთ. ფანჯრის წმენდა ამ მეთოდის გამოყენებით მარტივდება.გაზაფხულდა და გვსურს, რომ მზეს სუფთა ფანჯრებით შევხვდეთ. გვეთანხმებით? რით წმენდთ ფანჯრებს?