მოხუცი ადამიანი გაფუჭებული მანქანაა, რომელსაც მუდმივად კაპიტალური რემონტი სჭირდება

691

ალბათ, „დროის მანქანის“ ჯგუფის ფანებმა იციან, რას საქმიანობს ანდრეი მაკარევიჩი და სოციალურ ქსელებში მისი გვერდები გამოწერილი აქვთ. 68 წლის მუსიკოსი აქტიურად ცხოვრობს და კარიერას აგრძელებს. სიბერის შესახებ თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.ჯგუფ „დროის მანქანის“ უცვლელი ლიდერი მოსკოვის გარეუბანში წლებია ცხოვრობს. მუსიკის გარდა ბიზნესს მართავს და სხვადასხვა თემაზე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს. მაგალითად, ახლახანს ასაკთან დაკავშირებით საინტერესო აზრი დააფიქსირა.მუსიკოსი ამბობს, რომ ადამიანი რაღაც მომენტში ამჩნევს, რომ ნაცნობი სხეული ისეთი მორჩილი არაა, როგორც ადრე. ძველებური მოქნილობა, სიმსუბუქე ქრება. წლებთან ერთად სხეული გაფუჭებულ ავტომობილს ემსგავსება, რომელსაც კაპიტალური რემონტი აუცილებლად სჭირდება.

იმის მიუხედავად, სარემონტოდ გრძელი რიგებია, ასეთ „შეკეთებას“ აზრი არ აქვს, რადგან მანქანა ახალივით ვეღარ იმუშავებს. მაკარევიჩი აღიარებს, რომ საზღვარგარეთ რემონტის უფრო მეტი შესაძლებლობაა, თუმცა ბუნების მოტყუება შეუძლებელია.ამბობს, რომ ასაკთან ერთად ადამიანი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად კვლევებს, მეცნიერების მიღწევებს უფრო მეტად კითხულობს. იმედგაცრუებული ამჩნევს, რომ ყველა ეს მეთოდი მხოლოდ წლების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, როცა თავად აღარ დაგჭირდებათ, ვერ დაგეხმარებათ.ყველა ადამიანს ასეთ სიტუაციაში ნუგეშის პოვნა სურს. შვილებთან ვერ დაიჩივლებთ, რადგან მათთვის ეს პრობლემები უცნობია. თან შვილებს საკუთარი საქმე აქვთ და წუწუნით ხელის შეშლა არ სურს. ნათესავებთან წუწუნს აზრი არ აქვს, რადგან ისედაც ყველაფერი იციან და მსგავს მდგომარეობაში არიან. წლებთან ერთად ნათესავების რაოდენობაც იკლებს. მხოლოდ ექიმებთან თუ დაიჩივლებ, მაგრამ მაშინ ჯიბე სავსე უნდა გქონდეს.

თავი სხეულს ჯერ კიდევ მართავს, მაგრამ ის დამორჩილებას აღარ ჩქარობს. ზარმაცი, მძიმე და ნელია. ზოგი ვარჯიშობს, ზოგი რაღაცის გამოსწორებას ცდილობს, რომ ძველი ფორმა დაიბრუნოს. ზოგი ილუზიებით არ იკვებება, რბილ სვიტერს და ძლივს შესამჩნევ ჯინსს ყიდულობს, რომელსაც წლები გამოიყენებს.მუსიკოსი დარწმუნებულია, რომ მთავარია ხუმრობა და ქალებთან მოქცევის წესები არ დაგვავიწყდეს. ამ უნარების დაკარგვა საბოლოო წაგებას ნიშნავს. ყველაზე ცუდია ის, რომ ადამიანის სხეული ბერდება, მაგრამ სული ახალგაზრდა რჩება.