მებოსტნეებმა კარგად იციან, რომ კარგ მოსავალს მხოლოდ ჯანსაღი და ძლიერი ნერგები იძლევიან. ამისთვის ნერგის განვითარებას ყურადღება უნდა მიაქციოთ და ნებისმიერ ცვლილებებაზე სწრაფად რეაგირება მოახდინოთ. პრობლემების ნაწილი პირობების დარღვევას უკავშირდება: უდროო მოწყვა, სინათლის დეფიციტი და ა.შ. ზოგჯერ ნერგს გამოკვება სჭირდება. ამ შემთხვევაში ფოსფორის სასუქი დაგეხმარებათ.
ფოსფორი ფესვების სისტემის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ამ ელემენტის დეფიციტის შემჩნევა მარტივია. ფოთლები ფორმას იცვლის და დროთა განმავლობაში ცვივა, მცენარე სუსტდება. ფოსფორის სასუქით ნერგის ძალას აღადგენთ და სამომავლოდ სხვადასხვა დაავადებისგან დაიცავთ. Vivien გიამბობთ, რით სჯობს ნერგის გამოკვება.
რომელი ფოსფორის სასუქი შევარჩიოთ მცენარისთვის
ფოსფორი იმ სასუქების კატეგორიაში შედის, რომელიც მცენარის სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია. მებოსტნეებს შორის სუპერფოსფატი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია სასუქია.
ყველამ არ იცის, როგორ გამოიყენოს ეს საშუალება სწორად. შედეგად, სარგებელიც დიდი არ აქვს. მნიშვნელოვანია! ფოსფორით პირველად ჩითილებად ჯფუთვის შემდეგ გამოკვებეთ. როცა ნერგს პატარა კონტეინერიდან უფრო დიდში რგავთ, გასაფესვიანებლად და ახალი ფოთლების გასავითარებლად დრო მიეცით.
ხსნარით მცენარის მორწყვა პრაქტიკულად უსარგებლოა. პირდაპირ მიწაში სასუქის დამატება უფრო ეფექტურია. ყოველ კილოგრამ მიწაზე 1 ს/კ სუპერფოსფატი გამოიყენეთ. მიწას კარგად აურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს.
სასუქი მორწყვის დროს აქტიურდება და მიწაში ფოსფორის აუცილებელ დონეს უზრუნველყოფს. მალე ნერგი ფესვმაგარი და ძლიერი გახდება. ასეთი ნერგის ნაკვეთზე გადარგვის არ შეგეშინდებათ. შეფუთვა სუპერფოსფატი აუცილებლად შეიძინეთ, სანამ ახალი სეზონი დაიწყება. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ ხარისხიანი და ამტანი ნერგი გაზარდოთ.