5 ლამაზი იდეა, როგორ ჩამოკიდოთ ოთახის მცენარეები

1308

რამდენიმე წლის წინ ყოფილმა თანამშრომელმა სტუმრად დამპატიჟა. ყვავილების სიმრავლე სახლში შესვლისთანავე თვალში მომხვდა. ყველგან იყო: ფანჯრის რაფაზე, მაგიდაზე და ჭერზე ჩამოკიდული. ბოლო ვარიანტი განსაკუთრებით ორიგინალურად გამოიყურებოდა. მახსოვს, რომ იდეა ძალიან მომეწონა. იმაზე ფიქრი დავიწყე, როგორ ჩამომეკიდა ოთახის მცენარეები სახლში.იმ დროს დეკრეტში ვიყავი და მოსადუნებლად ხელსაქმით ვიყავი დაკავებული. გადავწყვიტე, რომ ქოთნებისთვის რამდენიმე საკიდი თავად გამეკეთებინა. ასე მცენარეების კოლექციის ზრდასთან ერთად სხვადასხვა მასალით დამზადებული ახალი ნიმუშები ჩნდებოდა. Vivien გიზიარებთ 5 ყველაზე საინტერესო ვარიანტს, რომელთა დახმარებით ფანჯრის რაფებს ყვავილებისგან განტვირთავთ და ინტერიერს გაალამაზებთ.

როგორ ჩამოვკიდოთ მცენარე ორიგინალურად

მაკრამე – დედამ მაკრამეს ტექნიკით ქსოვა მასწავლა. ნებისმიერი მასალა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ნართი, თოკი ან ქსოვილის ზოლები. მთავარია, რომ გამძლე და თან დამყოლი იყოს. მაკრამეს ტექნიკით ქსოვის ბევრი მასტერ კლასია, ამიტომ შესაფერის დიზაინს მარტივად იპოვით.

ჯაჭვები – ასეთი საკიდი შეგიძლიათ იყიდოთ ან თავად გააკეთოთ. ქოთანი კაუჭზე დამაგრებულ 3 ჯაჭვზეა ჩამოკიდული. ერთ ან ორ ჯაჭვზე დამაგრების მეთოდიც გვხდება. ამ შემთხვევაში დიდი თუნუქის ქილა ქოთნის კარგი ვარიანტია, რადგან ჯაჭვს ჰარმონიულად შეერწყმება. ლოფტის სტილისთვის შესაფერისია!

მძივები – მსუბუქი კაშპოსთვის იდეალური ვარიანტია. მაკრამეს ნაქსოვს მძივები დაუმატეთ, რომ უფრო გაალამაზოთ. მძივები შეგიძლიათ ძაფს შემოახვიოთ, რომელზეც ქოთნის ჩამოკიდებას აპირებთ. სხვათა შორის, მსგავსი მეთოდით შეგიძლიათ ფერადი საწრუპი მილები გამოიყენოთ. წინასწარ რამდენიმე ნაწილად დაჭერით.

ხის საკიდები – კლასიკურ ინტერიერს ხის საკიდი იდეალურად ერწყმის. აქ, ბევრი ვარიანტი არსებობს. რამდენიმე თარო ძაფებით შეაერთეთ, რომ მრავალდონიანი საკიდი გააკეთოთ. თითოეულ ფიცარზე ქოთნისთვის ნახვრეტი გახვრიტეთ, რომ საიმედოდ დააფიქსიროთ და დავარდნისგან დაიცვათ.ქოთანი შეგიძლიათ ხის პატარა ყუთში ჩადოთ და თოკით ჭერზე ან კედელზე ჩამოკიდოთ.

ჯუთის კალათები – ყაისნაღით ნაქსოვი ჯუთის კალათა ერთ–ერთი ლამაზი იდეაა. კალათამ ფორმა კარგად რომ შეინარჩუნოს, ზემოდან და ქვემოდან მაგარი რგოლი ჩასვით. კალათის უფრო უჩვეულო ვარიანტიც არსებობს – წვეთის ფორმა. დარწმუნდით, რომ მცენარე ტომარაში თავს საიმედოდ გრძნობს.

ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და უმარტივესი მეთოდებია, რომ მცენარეები ჩამოკიდოთ. რკინასთან მუშაობის მოყვარულებს შეუძლიათ ქოთნისთვის ლამაზი დამჭერები გამოჭედონ, რომელიც სახლს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან გააფორმებს. ტყავის კომპოზიციაც არსებობს. გაქვთ სხვა ორიგინალური იდეა? გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს