ცოლი მიხვდა, რომ ქმარი მდივანთან ერთად ერთობოდა და მაშინვე ოფისში გავარდა

1168

მეუღლის ღალატის გაგების შემდეგ ყველა ცოლს უჩნდება კითხვა, ამ ადამიანთან ოჯახი შეინარჩუნოს თუ არა. რა თქმა უნდა, ანჟელასაც ეს კითხვა გაუჩნდა, როცა შემთხვევით მისი ქმრის სამსახურებრივი რომანის შესახებ გაიგოს. მაშინვე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ღალატს ასე არ დატოვებდა.

„რა ბანალურია, მდივანი“ – ჩაეღიმა ანჟელას, როცა მეუღლის, ირაკლის ოფისისკენ მიდიოდა, სადაც ის დირექტორად მუშაობდა. გარეგნულად ღალატის შესახებ ამბავი მშვიდად მიიღო. წლების მიერ გამომუშავებულმა უნარმა ასწავლა შიგნით მძინვარე ქარიშხლის მართვა, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება ყველა მიმართულებით გამოსულიყო.ანჟელამ შესასვლელთან მანქანა გააჩერა და ოფისში მოხდენილი ნაბიჯებით შევიდა. თანამშრომლები დირექტორის ცოლს გაოცებული და რაღაც მოლოდინის თვალით უყურებდნენ. თითქოს იცოდნენ, თუ რატომ მოვიდა.

საბედნიეროდ, დიდხანს სიარული არ დასჭირდა. ირაკლის კაბინეტში საინტერესო სცენა უკვე ხდებოდა. რა თქმა უნდა, კარი გაუფრთხილებლად შეაღო და კინაღამ გაეცინა. არაფერი ისეთი, უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა მისი მსუქანი ქმარი, რომელიც მაღალი გამხდარი გოგონას საკოცნელად მიიწევდა. ანჟელას დანახვაზე მდივანი ირაკლის მუხლებიდან გადმოხტა და კაბინეტიდან გავარდა. ირაკლიმ მხოლოდ წარბები შეიკრა და ჰალსტუხი გაისწორა.

  • – რას აპირებ, მოითხოვ განქორწინებას?
  • – რა თქმა უნდა, არა, კიდევ რა! თავისუფლება გსურს? – ჩაიცინა ანჟელამ. – არა, ძვირფასო, სასიხარულო ამბის სათქმელად მოვედი.
  • – ჰო, რა ამბავი?
  • – ხომ იცი, რომ ყოველთვის შენს ჯანმრთელობაზე ვღელავდი. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ დროს და ძალას ხარჯავ სამსახურში, უბრალოდ მეშინია. სწორედ ამიტომ, ბატონ ვახტანგს ამ თემაზე ვესაუბრე.
  • – კომპანიის დამფუძნებელს?
  • – დიახ, სიტუაცია ავუხსენი. რომ სამსახურის ძალიან ერთგული ხარ და ამის გამო ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევ.
  • – მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ – იუარა ირაკლიმ. უკვე ნერვიულობდა და ბრაზობდა. ანჟელა არ იქცეოდა ცოლივით, რომელმაც ქმარს საყვარელთან შეუსწრო.
  • – ჩუმად, მაცადე საუბარი. მოკლედ, მომავალი ორშაბათიდან შენს ადგილზე მოადგილეს დანიშნავენ. შენ კი დამსახურებულ ხანგრძლივ შვებულებას აიღებ, სანატორიუმში საკუთარი ხარჯებით. კერძოდ, 3 თვით.
  • – რა? – იღრიალა ირაკლიმ. – რა შვებულება? რა სანატორიუმი? არსად წავალ!
  • – ვახტანს აანერვიულებ მას შემდეგ, რაც შენთვის გააკეთა? – გამკიცხავი თვალებით შეხედა ირაკლის. განზრახ მშვიდად საუბრობდა, თითქოს საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო. –  რა თქმა უნდა, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არა ისეთი, რომ ასეთ ახირებებზე პასუხი ვაგო.

ირაკლი ცოლს გაოცებული უყურებდა. დაავიწყდა, რომ ვახტანგი, მისი უშუალო უფროსი, ანჟელას ძველი მეგობარია. გამოდის, რომ ახლა ხელ–ფეხი შეკრული აქვს და ვერაფერს გახდება. ამ სამსახურის გარეშე თითქმის არავინაა. სხვა ყველაფერთან ერთად ასაკი თავისას შვება. მოკლედ, არჩევანი არ აქვს.

  • – რა გინდა? – მშვიდად ჰკითხა მან.
  • – გაფრთხილება, – უპასუხა ანჟელამ. – ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ ჯერზე, როცა კაბინეტში „სახიფათო სიმპტომები“ გამოჩნდება (მერწმუნე, გავიგებ), ვახტანგი იძულებით სამკურნალოდ შორს გაგიშვებს. გაიგე, ძვირფასო?
  • – რა თქმა უნდა, ძალიან კარგად.
  • – მაშინ კარგ დღეს გისურვებ!

ანჟელამ გაიღიმა და კაბინეტიდან გამოვიდა. მანქანაში საყვარელი მუსიკა ჩართო და ცენტრში წავიდა. რა თქმა უნდა, ასეთი საუბრის შემდეგ კარგად ჭამა და რამდენიმე მაღაზიაში შევლა სჭირდებოდა.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – თითოეულმა ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეინარჩუნებს მოღალატესთან ოჯახს თუ არა. ანჟელამ გადაწყვიტა, რომ ირაკლისთვის სრული კონტროლი საუკეთესო სასჯელია. ამავდროულად, სხვისთვის ასეთი მიდგომა დამამცირებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, რომ დაზარალებულმა მხარემ საკუთარი არჩევანი არ ინანოს.