საზრიან დიასახლისებს სველი სალფეთქები მანქანისთვის სამზარეულოში ყოველთვის აქვთ. გირჩევთ, მიბაძოთ

604

სახლის დალაგება ყოველთვის დიდ დროს და ენერგიას გვართმევს. სწორედ ამიტომ, თითოეული დიასახლისი პროცესის უფრო სწრაფად და კომფორტულად შესასრულებლად საკუთარ მეთოდს ეძებს. ერთ–ერთი ასეთი ვარიანტი თავიდან საეჭვოდ და ხარჯიანად გამოიყურება, თუმცა პრაქტიკა საპირისპიროს ადასტურებს. Vivien გიამბობთ, რატომ უნდა გქონდეთ სახლში ავტომობილისთვის განკუთვნილი სველი სალფეთქი ყოველთვის და როგორ გამოიყენოთ სახლის დასალაგებლად.

სალფეთქები ავტომობილისთვის

დაბალი ფასი – რატომ კონკრეტულად მანქანის სალფეთქი? ყველაფერი მარტივია – ფასი. საინტერესოა, რომ 1 შეფუთვა მძღოლისთვის განკუთვნილი სველი სალფეთქის და 1 შეფუთვა ხელის სალფეთქის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუმცა ხარისხით და თვისებებით არ განსხვავდება. თუ, რა თქმა უნდა, ანტიბაქტერიულ თვისებებს არ ჩავთვლით. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბევრი დიასახლისი, რომელთაც საკუთარი სატრანსპორტო საშუალება არ აქვთ, რამდენიმე შეფუთვა იაფ სალფეთქს ავტოსთვის ყიდულობს.

უნივერსალური გამოყენება – რომელ ზედაპირებზე შეგიძლიათ სველი სალფეთქის გამოყენება? თითქმის ნებისმიერზე. კარადას, ტუმბოს, მაგიდის და სხვა ავეჯის გადასაწმენდად გამოგადგებათ. რაც მთავარია, ზედმეტი ლაქების მოსაშორებლად ნიჟარასთან მისვლა, სპეციალური ჩვრის დასველება და შემდეგ ამით ზედაპირის გაწმენდა არ მოგიწევთ. თან ხშირად ასეთი წმენდა ზოლებს ტოვებს. საკმარისია, შეფუთვა გახსნათ, სალფეთქი ამოიღოთ და საჭირო ზედაპირი გაწმინდოთ. სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდია.ავეჯის გარდა შეგიძლიათ გაწმინდოთ ლითონის ზედაპირები, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, რომელსაც სწრაფად დაბინძურება ახასიათებს. პლასტმასის და სხვა მასალისთვისაც გამოგადგებათ. ერთადერთი, მინისთვის შეუფერებელია. როგორც წესი, მინა ხშირად გვხდება ლარნაკების და ქილების სახით, რომლებიც სჯობს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან გამდინარე წყალში გარეცხოთ.

ფანჯრების საწმენდად სალფეთქის გამოყენება უმადურობაა – სჯობს სპეციალური შვაბრა გამოიყენოთ. ამავდროულად, სალფეთქით შეგიძლიათ შემრევი ონკანები, პანელები და ჩარჩოები გაწმინდოთ. მოკლედ ყველაფერი, რაზეც ხელი მიგიწვდებათ, მცირე გამონაკლისების გარდა.არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი სალფეთქი ერთჯერადი და ხელმეორედ გამოყენება შეუძლებელია. ასე არაა. ზედაპირების კარგად გაწმენდის შემდეგაც მისი გამოყენება შესაძლებელია. მაგალითად, თუ მაგიდაზე სითხე დაღვარეთ, უკვე გამშრალი სალფეთქით ზედაპირი გაწმინდეთ. იგივე კერძის მომზადების პროცესს ეხება. შხეფები იატაკზე ხვდება, ნახმარი სალფეთქით ლაქებს სწრაფად მოიშორებთ. გამოდის, რომ არა მხოლოდ პრაქტიკული, იაფი და მოსახერხებელი, არამედ გონივრული მიდგომაა.

რედაქციის რჩევა: რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქალმა უახლოეს მაღაზიაში სველი სალფეთქები უნდა შეიძინოს. ყველა დიასახლისი სახლის დასალაგებლად საკუთარ მიდგომას ეძებს. თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რას და როგორ გამოიყენებს სახლის სისუფთავის შესანარჩუნებლად. ზემოთ მოცემული მეთოდი მხოლოდ ერთ–ერთი ვარიანტია სახლის დასალაგებლად, რომელიც შეიძლება მოგეწონოთ.