მოულოდნელად ვესტუმრე ძმას, რომელიც დედას უვლის, და საშინელი სურათი დამხვდა

1582

როცა ვიზრდებით, ცხოვრების საუკეთესოდ მოწყობას ვცდილობთ: ღირსეულ სამსახურს ვეძებთ, ოჯახს ვქმნით, სახლს ვაშენებთ, ზოგჯერ ახალ ადგილზე გადავდივართ, სადაც ცხოვრება კომფორტულია. ბევრი ადამიანი ასე იქცევა და ამაში ცუდი არაფერია, უფრო პირიქით. ოღონდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვისას მოხუცი მშობლები ხშირად უყურადღებოდ გვრჩება. მაია უკვე წლებია სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. თავიდან სამუშაოდ წავიდა, შემდეგ მამაკაცი გაიცნო და გათხოვდა. სამშობლოში დედა და უმცროსი ძმა დარჩა. დედაზე ზრუნვას ვერ ახერხებს, რადგან შორს ცხოვრობს, ამიტომ ძმას დედისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა.

„როცა 10 წლის წინ პოლონეთში წავედი, დედა მხიარული და ენერგიული იყო, მოხუც ქალს ვერ ვუწოდებდი. ყოველ წელს დღესასწაულებზე ჩამოსვლას და საჩუქრების ჩამოტანას ვცდილობდი. გათხოვების შემდეგ ცოტა დრო მრჩებოდა. შემდეგ შვილი შემეძინა. დედა სოფელში მარტო ცხოვრობს, მამა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.დედასთან ჩემი უმცროსი ძმა დარჩა. უნივერსიტეტი დაამთავრა და დაქორწინდა. დაოჯახების შემდეგ ქალაქში, მისი ცოლის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა. დედა სოფელში მარტო დარჩა. მისი თქმით, ასე უფრო კომფორტულად იყო. თავიდან არ ვნერვიულობდი, მაგრამ 65 წლის იუბილის შემდეგ ძმას შევუთანხმდი, რომ დედაზე ეზრუნა, სახლის საქმეებში დახმარებოდა  და პროდუქტები აეტანა.

მე და ჩემი მეუღლე ღარიბები არ ვართ, მაგრამ დიდი დანაზოგიც არ გვაქვს. პოლონეთში ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ პატარა ოროთახიანი ბინის ყიდვა მოვახერხეთ, სადაც შვილთან ერთად ვცხოვრობთ. სანდროს დავპირდი, რომ ყოველ თვე გარკვეულ თანხას ჩავურიცხავდი.გამოგზავნილი თანხით და პენსიით სოფელში ნორმალურად ცხოვრება შეიძლებოდა. მით უფრო, ძროხა და ქათმები ყავდა. სანდრო თანახმა იყო, რომ დედას დახმარებოდა, მაგრამ სოფლის სახლის მის სახელზე გადაფორმებას დაჟინებით ითხოვდა. დიდხანს ვყოყმანობდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ სხვა გამოსავალი არაა, თან რა საჭიროა დედის სახლის გაყოფა, როცა საზღვარგარეთ ვცხოვრობ.

1 წლის განმავლობაში ყოველ თვე ძმას ბარათზე ფულს ვურიცხავდი. 1 წლის შემდეგ ოჯახის მონახულება და სიურპრიზის გაკეთება გადავწყვიტე. დედას და ძმას არაფერი ვუთხარი. როცა დედას ვესტუმრე, აღმოვაჩინე, რომ ძმა საერთოდ არ ეხმარება. ზოგჯერ შეშას თუ დაჩეხავს ან ძროხას საძოვარზე წაიყვანს. რძალი არასდროს სტუმრობს, არადა დედა ახალგაზრდა აღარაა, სახლის საქმეების გაკეთება უჭირს.როცა სანდროს ვკითხე, თუ რატომ არ ეხმარება დედას, მიპასუხა, რომ სოფელში სხვა პენსიონერებიც ცხოვრობენ და თავის მოვლას ახერხებენ. დედის შემხედვარე მესმოდა, რომ მისი დატოვება არ შეიძლებოდა, მაგრამ წაყვანაზეც ვყოყმანობდი. ერთ ოთახში მე და ჩემი მეუღლე ვართ, მეორეში – შვილი. დედას კი მუდმივი ყურადღება სჭირდება.

გადავწყვიტე, რომ დედა მაინც პოლონეთში წამეყვანა, სახლის გაყიდვა დავარწმუნე, რომ უფრო დიდი ბინა გვეყიდა და ჩვენთან ეცხოვრა. ახლა დედა დროებით მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, სანამ სახლის საქმეს ვაგვარებ. უკვე 6 თვეა იქ ცხოვრობს და თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. სპეციალისტები ზრუნავენ და არ ვნერვიულობ იმაზე, ჭამა თუ არა. სამსახურის შემდეგ დედას ვნახულობ და მეუბნება, რომ კარგადაა.ძმა გამიბრაზდა, რომ დედის სახლი გავყიდე და თავად არაფერი შეხვდა. ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან მხოლოდ დედის კეთილდღეობაზე ვფიქრობდი. ყოველ მეორე დღეს მისი მონახულება მიჭირს, მაგრამ მასზე ვნერვიულობ და მსურს, რომ ღირსეული სიბერე ჰქონდეს“.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – მაია თვლის, რომ სწორად მოიქცა, როცა დედა პოლონეთში წაიყვანა. ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მოხუც ქალს, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე გაატარა, სხვა ქვეყანაში თუნდაც კარგ პირობებში ცხოვრება გაუჭირდება. მოხუც მშობლებს საქმიანი შვილების შეწუხება არ სურთ, ამბობენ, რომ ყველაფერი აწყობთ. სინამდვილეში, მაიას დედა შეიძლება მარტოსული იყოს და მშობლიური კედლები ენატრებოდეს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომფორტი სხვადასხვა რამეა.წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყანაში წაგიყვანეს, სადაც არავის იცნობთ და მათი ენა არ იცით. როგორ იგრძნობთ თავს? მოხუცთა თავშესაფარი უცხოეთში ორივე მხარისთვის კომფორტული გადაწყვეტილებაა: მშობლები თანატოლებთან ერთად მშვიდად ცხოვრობენ, სამაგიდო თამაშებს თამაშობენ და ზოგჯერ მოგზაურობენ. ყველა პირობით უზრუნველყოფილნი არიან, მაგრამ ასეთი ცხოვრება ყველას არ მოსწონს. როგორ მოიქცეოდით მაიას ადგილზე?