თაღლითების ნიშნები, რომლებიც ქალებს ფულს სძალავენ

576

ჩვენს დროში სოციალური ქსელები და ნაცნობობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ზოგჯერ გვაინტერესებს, თუ რა შეუძლია ინტერნეტის ძალას. საოცნებო მამაკაცის მოსაძებნად, ქუჩაში ან კლუბში გაცნობა საჭირო აღარაა. საკმარისია, რომ სპეციალურ აპლიკაციაში ან საიტზე დარეგისტრირდეთ და საკუთარ თავზე მოყვეთ.არის შემთხვევები, როცა მსგავსი თავგადასავალი ცუდად მთავრდება. ყველაფერში დამნაშავე აფერისტები არიან, რომელთაგან დაზღვეული არავინაა. გიამბობთ, როგორ არ მოხვდეთ თაღლითის ხაფანგში Tinder-ზე.

Tinder – სმარტფონის პოპულარული აპლიკაცია, რომლსი დახმარებით მეორე ნახევრის პოვნა შეგიძლიათ. ძიების დასაწყებად ტელეფონში უნდა გადმოწეროთ, დარეგისტრირდეთ, თქვენი მონაცემები შეავსოთ და ვერიფიკაცია გაიაროთ.ბოლო ეტაპი გარანტიას გაძლევთ, რომ ეკრანის მიღმა ზუსტად ის ადამიანია, ვის ფოტოსაც უყურებთ. სამწუხაროდ, ვერიფიკაცია თაღლითებისგან ვერ დაგიცავთ. ქალები მათ ხაფანგში ხშირად ებმებიან. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ტიპიური თაღლითის დეტალურ დახასიათებას გიზიარებთ.

როგორ იქცევა თაღლითი Tinder-ზე

  1. ქალები იდეალურ მამაკაცებს ეძებენ. ამან ყველაზე მეტად უნდა დაგაეჭვოთ. თუ ინტერნეტში სრულყოფილ მამაკაცს შეხვდით, ყურადღებით იყავით. უნაკლო ადამიანი არ არსებობს. თითოეული იდეალური სურათის მიღმა ტყუილი და იმედგაცრუება იმალება.
  2. ტიპიური აფერისტი დაგარწმუნებთ, რომ ამქვეყნად ერთადერთი და განუმეორებელი ხართ. კომპლიმენტების თქმით არ დაიღლება და ძალიან მალე თქვენს გაღმერთებას დაიწყებს.
  3. ადამიანი წარსულის გარეშე. როგორ დიდხანს არ უნდა გქონდეთ ურთიერთობა, მასზე ვერაფერს გაიგებთ. ასეთი მამაკაცი ყურადღებას აქცევს, თუ რას ყვება საკუთარ თავზე. ხშირად მისი მოფიქრებული ისტორიები სულს წვდება. თაღლითებსაც ეს სურთ.
  4. თქვენი ახალი ნაცნობი სიმდიდრით თავს იქებს, კარგად დაფიქრდით, სანამ შეხვდებით. ნამდვილად წარმატებული და შეძლებული მამაკაცი ასე ქალების ყურადღების მიპყრობას არ დაიწყებს. ეს ტიპიური თაღლითის კიდევ ერთი ხრიკია.
  5. ხშირად ისე ხდება, რომ თავიდან ქალს საჩუქრებით ავსებს, რომ მისი შეძლებულობა დაუმტკიცოს. ზოგი საერთოდ ერთად მოგზაურობას შემოგთავაზებთ. ეს კარგი მიზეზია დაფიქრდეთ, ადამიანი თავს ხომ არ გაჩვენებთ.
  6. რაც უფრო მეტს ესაუბრებით აფერისტს, მით უფრო მეტი პრობლემები უჩნდება. ხან სამსახურში აქვს სირთულეები, ხან ბიზნეს პარტნიორმა იმედი გაუცროა, ხან ოჯახში რაღაც მოხდა. კლასიკური თაღლიღი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი შეგებრალოთ. თქვენგან მატერიალური დახმარების მიღებას ყველანაირად ეცდება.

რატომ ეგებიან ქალები მანიპულაციაზე – გაცნობის სოციალური ქსელები ნებისმიერ ჩარჩოს აქრობს. რაც უფრო გამოუცდელია ქალი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მოატყუებენ. აფერისტი წლები კარგად დაგეგმილი სცენარით მუშაობს. პირველი კლასის ფსიქოლოგები არიან, რომელთაც ნებისმიერი ქალის წაკითხვა წიგნივით შეუძლიათ. საკმარისია, მის ფოტოს შეხედონ და ანკეტას გაეცნონ.თაღლითები კეთილ და თანამგრძნობ გოგოებს ეძებენ, რომელთაც სიყვარული სწყურიათ და ამის გასაკეთებლად ყველაფრისთვის მზად არიან. მსხვერპლის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენის შემდეგ მოქმედების გეგმას ადგენენ.ჯერ ქალის ნდობა უნდა მოიპოვოს, მისი გული მოიგოს. მრავალი კომპლიმენტი და ყურადღების ნიშნები რაღაც უფრო სერიოზულით უნდა გამყარდეს. ამ ეტაპზე ძვირფასი საჩუქრები გამოჩნდება. მოგვიანებით მთავარი ეტაპი იწყება – ფულის გამოძალვა.შეყვარებული ქალი საყვარელი პრინცისთვის ყველაფერზე წამსვლელია. რჩეულის გადასარჩენად ქალი ბოლო თეთრს ხარჯავს ან საერთოდ ვალს იღებს და კრედიტს აფორმებს. შედეგად, გულგატეხილი რჩება.

რედაქციის რჩევა – შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პრობლემა არა თაღლითებში, არამედ სულელ და გულუბრყვილო ქალებშია, თუმცა ასე არაა. თაღლითებს ქალების გრძნობებით კარგად მანიპულირება და სიბრალულზე დაჭერა შეუძლიათ. მსხვერპლის მტკივნეულ წერტილებს მარტივად პოულობენ და ყოველთვის სტრატეგიას ადგენენ, ქალის ფსიქოლოგიის ცოდნაზე აქცენტს აკეთებენ.თუ სოციალურ ქსელებში მამაკაცის გაცნობა მოგწონთ, სიფხიზლე არ დაკარგოთ. ადამიანს რომ ნამდვილად ენდოთ, კარგად უნდა გაიცნოთ. ამას დროს სჭირდება. რა თქმა უნდა, ერთი ნახვით შეყვარება და მთელი ცხოვრება სიყვარულში გატარება შესაძლებელია. ასეთი შემთხვევები უფრო წესებიდან გამონაკლისია, ვიდრე თავად წესი.

წელს ნეტფლიქსზე გამოვიდა ფილმი „აფერისტი ტინდერზე“. ეს ჭკუის სასწავლებელი ისტორიაა კაცზე, რომელიც თავს მაგნატად ასაღებს და ქალებს ატყუებს, რომ მილიონები წაართვას. გირჩევთ უყუროთ, რომ თაღლითების ხაფანგში ნამდვილად არ გაებათ!