თანამედროვე მოზარდებს ნატაშა როსტოვა აღიზიანებთ და აი, რატომ

634

ბევრი მკითხველი კლასიკური ლიტერატურის წაკითხვისას მოწყენილობას გრძნობს. რატომღაც იმის აღიარებაც გვეუხერხულება, რომ ცნობილი კლასიკური ნამუშევარი არ მოგვეწონა, არ გაგვიტაცა, არ დაგვიპყრო. ეს ნორმალურია, რადგან სამყარო იცვლება, ამიტომ მწერლების და თანამედროვე მკითხველების იდეალებს შორის განსხვავება მხოლოდ იზრდება.მაგალითად, ნატაშა როსტოვის სახე ავიღოთ, რომელშიც ლევ ტოლსტოიმ ყველაფერი საუკეთესო ჩადო, რაც ქალებში ნანახი ჰქონდა. მწერალმა საყვარელი გმირი ქალი იდეალის წოდებამდე აიყვანა. თან ადრე მკითხველები ამას იღებდნენ. ლიტერატურაში ნატაშა როსტოვი ან იგივე ანა კარენინა ხშირად ნამდვილი რუსი ქალის სახე იყო. ასეა?

ცნობილია, რომ მწერალმა რომანზე ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში საყვარელი გმირის სახე ბევრჯერ შეცვალა. საბოლოოდ, იდეალური უნდა ყოფილიყო. თუმცა თანამედროვე ადამიანი იდეალად ვერ მიიჩნევს უინტელექტო და ზედმეტად ემოციურ ქალს, რომელიც საღი გონების ნაცვლად ინტუიციით და გრძნობებით ხელმძღვანელობს.ნატაშას მერყეობის შემხედვარე მკითხველი მასში არა იდეალს, არამედ უცნაურ ქალს ხედავს. ქალს, რომელიც თავისი ალოგიკური ქცევებით გვაღიზიანებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ნატაშას სულის სიმტკიცით აღფრთოვანებულნი არიან. ეს ადამიანები ქალის უცნაურობებს იმ სულიერი განცდებით ამართლებენ, რომელთა გადატანა მას მოუწია.ნაწარმოებზე საერთო შთაბეჭდილებაც თავის კვალს ტოვებს. ბევრ თანამედროვე მკითხველს გაჭინაურებულ თხრობასთან და აუჩქარებელ ტემპთან შეგუება უჭირს. ბევრი პერსონაჟის არსებობა, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან და ასევე მოულოდნელად ქრებიან, მხოლოდ გვაბნევს.

როგორ რეაგირებს ხალხი ანა კარენინაზე? – შესაძლოა, პრობლემა მკითხველშია? დღეს „ანა კარენინას“ ბევრი ადამიანი სათანადოდ არ აღიქვამს. თანამედროვე ადამიანს ბუნების უსასრულო აღწერასთან შეგუება უჭირს. კარიკატურული და ბრტყელი პერსონაჟების აღქმაც რთულია. მით უფრო, ასეთი პერსონაჟები ბევრია.თავად ანა კარენინაც გაღიზიანებას იწვევს. მას შეუძლია საზოგადოებაში კარგი რჩევები გასცეს, მაგრამ თავად შესაშური რეგულარობით სისულელეებს ჩადის. მის ქცევას მოზარდული და უბრალოდ სულელური შეიძლება ვუწოდოთ. მის განცდებს მკითხველი ხშირად არ თანაუგრძნობს, რადგან საყვარელთან ურთიერთობა ოჯახის კეთილდღეობაზე მაღლა თავად დააყენა.

რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ლევ ტოლსტოის რომანები იწვევენ თანამედროვე მოზარდებსა და ზრდასრულებაში უსიამოვნო შეგრძნებებს. ბევრი კლასიკური ნაწარმოები ცუდ შეფასებას იღებს. მოსაწყენი, გაწელილი, ნაკლებად გასაგები.შესაძლოა საქმე დიდ მოლოდინშია? შესაძლოა, თანამედროვე მწერლებს მკითხველების უკეთ ესმით, ამიტომ მათი გულის მოგებას ხშირად ახერხებენ? დღესდღეობით ლიტერატურის სიმრავლე თითოეულ ადამიანს განწყობის, ინტერესების, ცხოვრებისეული გამოცდილების და სხვა რამის გათვალისწინებით საჭირო ნაწარმოების შერჩევა ეხმარება. სწორედ ამიტომ, დიდებული, მაგრამ საკმაოდ ძველი და მოცულობითი კლასიკური ნაწარმოების კითხვას სარგებელი და სიამოვნება არ მოაქვს.