უტყუარი მეთოდი იმის დასადგენად, რომ დროა სარეცხი მანქანა ნაქაფისგან გაწმინდოთ

1064

სტატისტიკის მიხედვით, სარეცხი მანქანის დაზიანების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ელექტროსახურებელზე ნაქაფის დაგროვება და ფილტრის დაბინძურებაა. მეორე მიზეზს ხშირად პირველი იწვევს. ითვლება, რომ მექანიკური დამხმარის პერიოდული წმენდით პრობლემას მოაგვარებთ. როდის დავიწყოთ? გავრეცხოთ სარეცხი მანქანა პირდაპირ ახლა თუ ნერვიულობა ადრეა? Vivien გიამბობთ, როგორ განსაზღვროთ ელექტროსახურებელზე ნაქაფის არსებობა მანქანის დაშლის გარეშე.

ჩვენი ონკანის ხისტი წყალი კალციუმის და მაგნიუმის მარილებს შეიცავს. წყლის გაცხელებისას მარილები სარეცხი მანქანის დეტალებზე მყარი უხსნარი ნალექის სახით გროვდება. ნაქაფი ლითონის თბოგამტარობას მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაბამისად, წყლის გაცხელებაზე დრო იზრდება, მასთან ერთად დენის ხარჯი.ელექტროსახურებელ ელემენტზე ნაქაფის არსებობას რამდენიმე რამ მიგანიშნებთ. ზოგიერთი მათგანი ირიბი ნიშნებია. მაგალითად, თეთრეული ცუდად ირეცხება, ამიტომ მეტი სარეცხი ფხვნილის დამატება გიწევთ. კარზე შეხებისას ამჩნევთ, რომ ისე არ ხურდება, როგორც ადრე.

ზოგიერთ მოდელში ელექტროსახურებელი საკუთარი თვალით შეგიძლიათ დაინახოთ. ამისთვის ფანარი აიღეთ და სარეცხ მანქანაში გაანათეთ. დოლურა ატრიალეთ და სინათლე პირდაპირ ხვრელებისკენ მიმართეთ. თვალით ელექტროსახურებლის მოძებნა სცადეთ. ზოგიერ მანქანაში ის დოლურის ქვეშ, მარცხნივ ან მარჯვნივაა.თუ ელექტროსახურებელზე თეთრი ნადები შენიშნეთ, როგორიც ჩაიდანშია, დროა საქმეს ხელი მოკიდოთ. საწმენდი საშუალება ფრთხილად შეარჩიეთ. ძალიან მაღალი კონცენტრაცია არა თუ დაგეხმარებათ, პირიქით, მანქანის დეტალს დააზიანებს.

თუ ქარხნული საშუალება არ გაქვთ, ლიმონმჟავა გამოიყენეთ. 5 ლ მოცულობის მანქანაზე 100-120 გ დაგჭირდებათ. მჟავა ფხვნილის უჯრაში ჩაყარეთ და 60 გრადუსზე 1 საათით ან უფრო დიდხანს ჩართეთ. ამ მეთოდით ელექტროსახურებლის გარდა დოლურასაც ნაქაფს მოაშორებთ და მის მუშაობას გაახანგრძლივებთ.რა გავაკეთოთ, თუ ელექტროსახურებელი ვერ დავინახეთ? მანქანა მაქსიმალურ ტემპერატურაზე (90°-95°) ჩართეთ. თუ უცხო ხმები გესმით (მაგალითად, ხმამაღალი ტკაცუნი), სავარაუდოდ, თქვენს ელექტროსახურებელზე ნაქაფია.

ნაქაფის პრევენციისთვის წყლის დამარბილებელი საშუალებები გამოიყენეთ, ავტომატური რეცხვის ფხვნილი შეარჩიეთ, მაღალ ტემპერატურაზე რეცხვის რეჟიმი ჩართეთ. სპეციალური ფილტრის დაყენება, რომელიც ნალექის დაგროვებას ხელს უშლის, რადიკალური გადაწყვეტილებაა.ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევების გათვალისწინებით სარეცხ მანქანას სწორად გამოიყენებთ და შედეგად, უფრო დიდხანს გემსახურებათ, ხოლო გარეცხილი თეთრეული ყოველთვის სუფთა იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს