რა უნდა ახსოვდეს დედას, რომელსაც ქალიშვილისთვის სახლში მამინაცვალი მოყავს

793

ოჯახში ურთიერთობა რთულდება, როცა ახალი წევრი ჩნდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ახალი მამა ქალიშვილისთვის. ასე მოხდა ლილის ოჯახში. გოგონა 15 წლის იყო, როცა დედამ პირადი ცხოვრების მოწყობა გადაწყვიტა და მათ ბინაში სანდრო გამოჩნდა. ცარიელი საუბრები, თუ როგორ ძლიერ უყვარს ახალი ქმარი, უშედეგოდ დასრულდა.ლილის დედა შეყვარებული იყო. სანდრო 2 წლის წინ მეგობრის ქორწილში გაიცნო. უჩვეულო ახალგაზრდა იყო. მირანდას მაშინვე მოეწონა. მაღალი, ხმაურიანი, კომპანიის ნამდვილი სული და გული. აი, ლილი, მირანდას ქალიშვილი, სრულიად საწინააღმდეგო პიროვნება იყო. მშვიდი გოგონა, რომელიც განმარტოებას და წიგნების კითხვაში საღამოს მშვიდად გატარებას ამჯობინებდა.

თავიდან, დედის რომანის წინააღმდეგი არ ყოფილა. დედა ბედნიერებისგან ანათებდა. ლილის მამა პრაქტიკულად მისი დაბადებისთანავე გარდაიცვალა და დედამ წლები ქალიშვილის აღზრდას დაუთმო. საკუთარი თავი და მოთხოვნილებები საერთოდ დაავიწყდა. რა თქმა უნდა, ლილის დედა უყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული საკმარისი არ იყო. მირანდა ახალგაზრდა ლამაზი ქალი იყო, პარტნიორი და რომანტიკა სჭირდებოდა.აი, სანდრო იპოვა. პირველი პაემნის შემდეგ დედამ ქალიშვილს უამბო, როგორ ჩაიარა ყველაფერმა. სანდრო ისეთი რომანტიკოსი აღმოჩნდა, როგორიც მირანდას სჭირდებოდა. ლილი დედის ბედნიერებით ხარობდა, მაგრამ შფოთვას მაინც ვერ იშორებდა. სანდროს ზედმეტად ფუქსავატად მიიჩნევდა და დარწმუნებული არ იყო, რომ დედამისს მშვიდ და ბედნიერ მომავალს აჩუქებდა.

სანდრო მთელი 2 წელი მისი პატივისცემის მოპოვებას ჯიუტად ცდილობდა. დედამ თითქმის მაშინვე გააცნო, ზრდასრული ქალიშვილისთვის არაფრის დამალვა სურდა. სანდრო მათთან დაპატიჟეს. ლილის რამდენიმე კარგი და ძვირადღირებული წიგნი აჩუქა. გოგონა გაოცებული იყო, დედა ბედნიერი, რომ ნაცნობობამ მარტივად ჩაიარა. ლილი ზოგჯერ ზედმეტად ჩაკეტილი იყო და ახალ ადამიანებთან ურთერთობა უჭირდა.სამწუხაროდ, ლილის და სანდროს ურთიერთობა შეიცვალა, როცა დედამ გადაწყვიტა, რომ სანდროს მათთან ეცხოვრა. გოგონა თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. სანდრო დედაზე პატარა, ახალგაზრდა და ძალიან მიმზიდველი იყო. ხშირად, სანამ დედა სამსახურში იყო, ლილი და სანდრო სამზარეულოში ხშირად საუბრობდნენ. ბიჭი არა მხოლოდ მხიარული, არამედ ჭკვიანი აღმოჩნდა.

დროთა განმავლობაში ლილი მიხვდა, რომ სანდრო მოწონდა. ადრე ასე არავინ მოწონებია. რა ქნას? სანდრო ხომ მისი საყვარელი ადამიანი არაა. ეს ფიქრები დამალა და სანდროსთან ურთიერთობა შეწყვიტა. დარწმუნებული იყო, რომ არაფერს გრძნობდა.სანდროს შეყვარებულის ქალიშვილთან საუბრები მოსწონდა. ლილი ჭკვიანი, ყურადღებიანი და ძალიან საზრიანი იყო. ცოტა თავქარიან დედას საერთოდ არ ჰგავდა, თუმცა გარეგნობაში მსგავსება შეინიშნებოდა, რაც სანდროს აწუხებდა. როცა მათთან საცხოვრებლად გადმოვიდა, ლილისთან ყველა თემაზე ხშირად საუბრობდა. წიგნებს განიხილავდნენ, რომლებიც ლილიმ წაიკითხა ან სანდრო სამსახურში მომხდარ სასაცილო ამბებს უზიარებდა.

ერთხელ ლილი ძალიან უცნაურად მოიქცა. უმიზეზოდ დაუყვირა და მასთან ურთიერთობა შეწყვიტა. სანდრო მიზეზს ვერ ხვდებოდა, მაგრამ ნერვიული მოზარდის შეწუხებას ვერ ბედავდა. მით უფრო, მირანდასთვის ხელის თხოვნას აპირებდა. 1 წელი გავიდა და ბიჭი მოულოდნელად მიხვდა, თუ რა დაემართა ლილის. სანამ სამსახურში იყო, გოგონას დაურეკა და მასთან ამ თემაზე საუბარი სცადა.სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ელოდა. ლილი ანერვიულდა და უთხრა, რომ არ ესმის, რაზე საუბრობს. სანდრო რაღაცას გრძნობდა და ყველაფრის გარკვევა სურდა. ლილი მასაც მოსწონდა. რაღაც მომენტში გოგონა დანებდა და დედის ქმართან საუბარი კვლავ დაიწყო. მათი საუბრები სულ უფრო ინტიმური ხდებოდა. ამ მიზეზით ლილის სინდისი ქენჯნიდა. ერთხელ დიდი სისულელე გააკეთა: სანდროსთან ერთ–ერთი საუბარი ჩაიწერა და დედას გაუგზავნა. თავადაც არ იცოდა, რატომ გააკეთა ეს.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – საბედნიეროდ, ყველაფერი მოულოდნელად მოგვარდა. ლილი ელოდა, რომ დედა ორივეზე გაბრაზდებოდა. თუმცა დედა ატირდა და უთხრა, რომ ორივეს ბედნიერებას უსურვებდა. ასევე აღიარა, სანდროსთან თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა, რადგან მასთან შედარებით ძალიან ახალგაზრდა იყო. მის გვერდით თავს დეიდად თვლიდა, ამიტომ უფროსთან კაცთან ურთიერთობა ერჩივნა. და მაინც, გაუხარდება, თუ სანდრო მათ ცხოვრებაში დარჩება, თუნდაც მისი ქალიშვილის შეყვარებულის როლში.

საბედნიეროდ, ყველა ისტორია ცუდად არ მთავრდება. თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს პატივსცემენ, ყველაფერი კარგად იქნება. ლილის გაუმართლა, რომ ასეთი მოსიყვარულე და თავგანწირული დედა ყავს, რომელმაც ქალიშვილის ბედნიერებისთვის ხელის შეშლა არ ისურვა. მირანდას გაუმართლა ქალიშვილში, რომელმაც ყველაფერი გულწრფელად აღიარა.