კაცმა ორსული საცოლე მის საუკეთესო დაქალში გაცვალა. მისი დაცინვა გადაწყვიტეს და ქორწილში დაპატიჟეს

2876

ადამიანის უნამუსობას საზღვარი არ აქვს. Vivien გიამბობთ დამრიგებლურ ისტორიას იმის შესახებ, როგორ მოახერხა პატარძალმა საქმროს გარეშე ჭკუის სწავლება მათთვის, ვინც გული ატკინა.

პატარძალი საქმროს გარეშე – ინა და ვანო სამაგალითო წყვილი არასდროს ყოფილა. ზოგჯერ კამათობდნენ, მაგრამ კომპრომისს ყოველთვის პოულობდნენ. ურთიერთობა მაშინ დაიწყეს, როცა ვანო სამუშაოდ ინასთან ოფისში გადმოვიდა. კარგად ახსოვს, როგორ კისკისებდა საუკეთესო დაქალთან, ბარბარესთან ერთად, როცა ახალ სიმპათიურ თანამშრომელს ათვალიერებდნენ.ინამ პირველი ნაბიჯი გადადგა და ვანოს დაუახლოვდა. თავიდან, ვანომ თავი აარიდა, შემდეგ ახალი სიყვარულის მორევში თამამად გადაეშვა. პირველ პაემანზე ბევრს იცინოდნენ და ერთად ყოფნით სიამოვნებას იღებდნენ. ოფისში ურთიერთობის დამალვას ცდილობდნენ, მაგრამ კარგად არ გამოდიოდათ. უკვე 6 თვეში ყველამ იცოდა, რა ხდებოდა ამ ორს შორის.

მათი ურთიერთობა მუშაობაზე არ ასახულა. ოღონდ ბარბარემ ინასთან ურთიერთობა შეწყვიტა, რამაც ინას გული დაწყვიტა. საუკეთესო მეგობარმა თავისი საქციელი არ ახსნა. ინა თავიდან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა. სამწუხაროდ, უშედეგოდ. დროთა განმავლობაში ერთმანეთს აღარც ესალმებოდნენ.ვანოს გაცნობიდან ერთი წელი გავიდა. ინას ორსულობა მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა, არადა ახალგაზრდები ერთად არ ცხოვრობდნენ. გოგონა კარგად დაფიქრდა და ბავშვის დატოვება გადაწყვიტა, ფიქრობდა, რომ საყვარელი ადამიანი პატიოსნად მოიქცეოდა. ასეც გააკეთა, თუმცა ყველა ხედავდა, რამდენად არ მოსწონდა ეს ყველაფერი.ინა ქორწილის და თანაცხოვრების დაგეგმვისას ვერაფერს ამჩნევდა. მაგალითად, იმას, რომ ვანო და ბარბარე დაახლოვდნენ, რომ საქმროს ქორწილი არ სურდა. ერთ–ერთ საღამოს ვანომ მოულოდნელად განუცხადა, რომ ტოვებდა. ინა მაშინ 5 თვის ორსული იყო და ჰორმონები დუღდა.

პატარძალი საქმროს გარეშე დარჩა – ეს ამბავი ქალმა მძიმედ გადაიტანა. შვებულება აიღო და პრაქტიკულად 6 თვე გაქრა. ამ დროს ვანომ, თითქოსდა არაფერი მომხდარიყო, ბარბარესთან რომანი გააჩაღა. აღმოჩნდა, რომ მათი ურთიერთობა თითქმის მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდა კაცმა ინასთან შეხვედრა დაიწყო. წყვილი პაემნებს მალავდა, მაგრამ ინას ორსულობა მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ბარბარე დაემუქრა, რომ თუ ინას ცოლად მოიყვანდა, აღარასოდეს დაელაპარაკებოდა.ბუნებრივია, ვანო შეშინდა. ბარბარე მოწონდა, ხოლო ინა ბავშვებზე, ქორწილსა და ცოლქმრულ ცხოვრებაზე უსასრულო საუბრით უკვე მობეზრდა. საცოლესთან დაშორების შემდეგ არ იცოდა, რომ ქალმა ბავშვი დაკარგა. ნერვებმა და ორგანიზმა ვერ გაუძლო. მთელი ეს დრო სამსახურში არ გამოჩენილა, მოგვიანებით სხვა სამსახური იშოვა.

ამ დროში ვანოს და ბარბარეს ურთიერთობა განვითარდა და უკვე ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ბარბარეს გაახსენდა, როგორ დაიწყო ინამ ვანოს შებმა პირველად და შურისძიება გადაწყვიტა. ყოფილი მეტოქე ქორწილში დაპატიჟა. ბარბარეს არ ანაღვლებდა, რომ საუკეთესო მეგობარმა შვილი დაკარგა და საშინელი დარდი გადაიტანა. შურისძიება სურდა და იმის ჩვენება, რომ ახლა ვანო მხოლოდ მას ეკუთვნის.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – არავინ ელოდა, რომ ინა ქორწილში მივიდოდა. საოცრად გამოიყურებოდა, თან სიმპათიურ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იყო. წყვილი ბედნიერად გამოიყურებოდა, რითაც ბარბარეს მთელი გეგმები ჩაუშალა. ინა პატარძალზე უფრო ლამაზი იყო, თან ვანო ეჭვიანობისგან ჭკუიდან გადავიდა, როცა ყოფილის გვერდით ასეთი მამაკაცი დაინახა!