ქმარმა ქალიშვილი ახალ ცოლთან დატოვა. მისგან ასეთ საქციელს არ ელოდა

1403

ცოლმა ევგენი მაშინ მიატოვა, როცა მათი ქალიშვილი მხოლოდ 1 წლის იყო. მამაკაცმა არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ბავშვის მარტო აღსაზრდელად მზად არ იყო. თავიდან მეზობელი ეხმარებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მოგვიანებით უფრო გაუჭირდებოდა. ამ დროს ლია გაიცნო, საოცარი სულის მქონე ქალი, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავდა. შეძლო დედინაცვალმა გერთან დამეგობრება და ექნება თუ ისტორიას ბედნიერი დასასრული, ამის შესახებ Vivien გიამბობთ.

ცოლმა ოჯახი მიატოვა

როცა ევგენი ცოლმა მიატოვა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. მაგიდაზე წერილი დატოვა: „მაპატიე, ეს ჩემი ცხოვრება არაა. ასე არ შემიძლია“. და წავიდა. მამაკაცს ხელში 1 წლის ლილე დარჩა. კიდევ ბინის კრედიტი გატეხილ გულთან ერთად.მოხუცი მეზობელი თამილა ეხმარებოდა. ქალი ბავშვს უვლიდა, სანამ თავად მუშაობდა. ასე მთელი 5 წელი გავიდა, სანამ კვლავ ვინმეს შეყვარებას შეძლებდა. მამაკაცის რჩეული მისი ახალი თანამშრომელი გახდა. ლიამ სიყვარულით უპასუხა, მაგრამ გააფრთხილა: „ქალიშვილი მყავს, ანა ჰქვია და 5 წლისაა“. ევგენის გაეცინა: „არ მეგონა, თუ ერთმანეთს ვგავდით. მეც ქალიშვილი მყავს, ლილე ჰქვია და ისიც 5 წლისაა“.

ლია ამას არ ელოდა, მაგრამ არ დაიბნა და უთხრა, რომ ბავშვს სიამოვნებით გაიცნობდა. მართალია, ლილეს მამის ახალ გატაცება არ მოეწონა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ევგენი მეტ დროს მასთან ერთად ატარებდა და არა ქალიშვილთან. მალე შეყვარებულები დაქორწინდნენ და ერთად ცხოვრება დაიწყეს.ლილე ლიას ქალიშვილს სწრაფად დაუმეგობრდა და დედინაცვლის მიმართ გული მოულბა. რა თქმა უნდა, დედას არ ეძახდა, მაგრამ მათი ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა. რასაც ევგენისა და ლიაზე ვერ ვიტყვით. დიდი ოჯახის სარჩენად მამაკაცი უფრო მეტს მუშაობდა.

რაღაც მომენტში ძალიან ნერვიული გახდა. სწრაფად ფეთქდებოდა. სახლში არაფერი ახარებდა, სამსახურში ყველაფერი აღიზიანებდა. ლია ქმრის მხარდაჭერას ცდილობდა. ფიქრობდა, რომ ჯერ კიდევ პირველი ცოლის წასვლას განიცდიდა, მაგრამ მასთან ამ თემაზე საუბარი აშინებდა.ლილეც გრძნობდა, რომ მამა შეიცვალა. ალბათ, ამ მიზეზით დედინაცვალს კიდევ უფრო დაუმეგობრდა. ანასთან მეგობრობაც მოწონდა. წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ ოდესმე ეს დასრულდებოდა.

წარმოუდგენელი სიტუაცია – მსგავსი რამ თავად ევგენისაც ვერ წარმოედგინა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს წარმოუდგენელ სცენას არ შეესწრო. დილით სამსახურში ნაჩქარევად წავიდა და ზურგჩანთის წაღება დაავიწყდა. სწრაფად გაახსენდა და ბინაში დაბრუნდა. ზღურბლზე შეჩერდა, რადგან სამზარეულოდან ყვირილი გაიგონა.„ახლავე დამიბრუნე კანფეტი! ეს ჩემი ქალიშვილისაა!“ – დედინაცვლმა გერს ნერვიულად დაუყვირა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის უკან ქმარი იდგა. ევგენიმ ქალიშვილს ხელი მოკიდა და საძინებელში ნივთების შეგროვება დაიწყო. ლიამ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო. ევგენი ყვიროდა: „თუ ჩემს ქალიშვილს ასე ექცევი, შენთან ცხოვრება აღარ მსურს!“

მთელი ეს დრო პატარა ლილე მამას ტანსაცმელზე ექაჩებოდა და რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ მამა არ უსმენდა. ჭკუიდან გადასული ევგენი გიჟს ჰგავდა. როგორც კი, გაჩერდა, ლიამ უპასუხა: „ღმერთო ჩემო, ჩვენ უბრალოდ ზღაპრის რეპეტიციას გავდიოდით! ლილე და ანა საბავშვო ბაღში თეატრალურ დადგმაში მონაწილეობენ. ეს რამდენჯერმე გითხარი! წარმოდგენა ხვალაა“.ევგენი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. ქალიშვილს შეხედა, რომელიც თვალებით ევედრებოდა. როგორც იქნა, ლილემ თქვა: „მამა, დედა ლია სიმართლეს ამბობს. გუშინ მთელი საღამო ვცდილობდი მეთქვა, რომ სპექტალზე გამოვდივართ. მაგრამ არ მისმენდი!“მამაკაცი მიხვდა, თუ რამდენად ამოვარდა ცხოვრებიდან. სამსახურმა შთანთქა და უბრალოდ გადაიწვა. ცოლის და შვილების წინაშე ბოდიში მოიხადა. „როგორი სულელი ვიყავი! მაპატიეთ, ძვირფასებო! გპირდებით, ეს აღარ განმეორდება“.იმ დღესვე შვებულება აიღო და დრო ოჯახს და არა სამსახურს დაუთმო. ლია მეუღლისგან ასეთი სითბო და ზრუნვა აღარ ახსოვდა. ბედნიერი იყო. პატარა ლილემ დედა დაუძახა.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ეს ისტორია კარგად გვიჩვენებს, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც არ ისვენებს. გადაწვა ტიპიური პრობლემაა, რომელსაც თავით სამსახურში ჩაფლული ბევრი ადამიანი აწყდება. მათ ზეგანაკვეთზე მუშაობა ხშირად უწევთ, რომ ოჯახი არჩინონ. ყველა არ უფიქრდება, რომ ამის გამო ახლობლებს უბრალოდ კარგავენ. გვეთანხმებით?