აცრემლებული ქალი ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ ამ კაცისგან შვილები არ ჰყავდა, რადგან მაშინ ვერ წავიდოდა

678

მოძალადის მსხვერპლს ყოველთვის არ ესმის, რომ მსხვერპლია. მოძალადე ადამიანებით კარგად მანიპულირებს და მსხვერპლის სუსტი ადგილები იცის. მოძალადე შეიძლება იყოს ნათესავი, მეგობარი, თანამშრომელი ან მეუღლე. რატომ არ აკეთებს ადამიანი არაფერს, როცა ცუდად ეპყრობიან? ერთი ჩემი მეგობარი უკვე 6 წელია გათხოვილია. პატარა ვაჟი ჰყავს, მეუღლე ინტელიგენტი და თავაზიანი ადამიანია ოღონდ ხალხში, თორემ სახლში ცოლს აბუჩად იგდებს. როცა მეგობარს ვკითხე, რატომ არ ტოვებს, ატირდა: „რა ვუყო შვილს, მამა სჭირდება“. დღეს გიზიარებთ ქალის შთამაგონებელ ისტორიას, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. დაფიქრება ღირს. სიყვარული ბრმაა. როცა ადამიანი გიყვარს, ყველაფერზე თვალს ხუჭავ, თუნდაც თავად იტანჯებოდე.

ანა სარკესთან ლამაზდებოდა, კაბას ნერვიულად ისწორებდა, მაკიაჟს ამოწმებდა და გონებაში ფიქრობდა: „ტანსაცმელი დავაუთოვე, წვნიანი მოვამზადე, პეროგი ღუმელშია“ – ოდესღაც ასე ხვდებოდა შეყვარებულს და მისი გულის მოგებას ცდილობდა. ვანო ყოველთვის მომხიბვლელი ახალგაზრდა იყო, ლამაზად ზრუნავდა და ყვავილებს ჩუქნიდა. ახლა მისი მეუღლე გახდა, კვლავ თავაზიანად ესაუბრება, ყოველდღე სამუშაოს შემდეგ ლამაზი თაიგული მოაქვს. იდეალური ოჯახია, ასეა?

ქალმა ყველა ოთახი შემოირბინა, შეამოწმა, ყველაფერი მოწესრიგებული თუ იყო, საწოლზე საბანი გაასწორა, ფანჯრის რაფაზე მტვერი ნაჩქარევად შეამოწმა. მთელი დღე ალაგებდა, ამზადებდა, მაღაზიებში დარბოდა და სახლს მყუდროს ხდიდა. კარზე ზარია, ვანო სამსახურიდანდ დაბრუნდა. კარს გასაღებით არასდროს აღებდა, ყოველთვის ელოდა, რომ ცოლი სიხარულით შეხვედროდა. როცა ანა ეხუტებოდა, მისი ნაზი თმის არომატის შესუნთქვა უყვარდა: „გამარჯობა, საყვარელო, ეს შენ“ – ხელში წითელი ვარდების თაიგული მისცა.

„მადლობა, ძვირფასო“ – ანამ მორიდებით უპასუხა და გაიღიმა. მეუღლემ იცოდა, რომ ანას მიხაკები უყვარდა, მაგრამ არასდროს ჩუქნიდა. თავს აჩვენებდა, რომ ბედნიერია, ეს უკვე დიდი ხნის წინ ისწავლა. ქმარს არაფერში ადანაშაულებდა.ვანომ იდეალურად დალაგებულ სამზარეულოს გადახედა, მაგიდასთან დაჯდა და ჭამა დაიწყო. ისე ჭამდა, როგორც რესტორნის კრიტიკოსი: „რაღაც ახალია!“– წვნიანიდან ფრიკადელის პატარა ნაჭერი გამოიღო. მოულოდნელად შეიჭმუხნა, კიდევ ერთი ნაჭერი ჩაკბიჩა, პური მიაყოლა. „ანიკო, წვნიანში მარილი გააზავე?“ – ანა გაწითლდა, თვალები ცრემლით აევსო და ავტომატურად სახე ხელებით დაიფარა, რადგან იცოდა, რაც ელოდა. ვანო მარილიან საჭმელს ვერ იტანდა.როცა ქმარს რაღაც არ მოსწონდა, ურჩხული ხდებოდა. ანა მისი გარტყმების შემდეგ სახლიდან მთელი კვირა ვერ გამოდიოდა. პირველი დარტყმა, მეორე. ქმარი გამხეცდა, ანა ჩუმად ტიროდა, რომ მეტად არ გაეღიზიანებინა: „მაპატიე“ – ამოისლუკუნა.

არა იდეალური ოჯახი – „დაგავიწყდა კერძების მზადება? არ მესმის, რატომ არ შეგიძლია იყო იდეალური ცოლი. სახლში ზიხარ, შენთვის ყველაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ცხოველი ხარ. თუ რამე არ მოგწონს, შენი ჩვრები შეაგროვე და დაიკარგე“ – ვანო ასლუკუნებული ცოლისთვის წიხლების რტყმას აგრძელებდა. როგორც იქნა, სააბაზანოს კარი გაიჯახუნა.ანა ტკივილისგან ტიროდა და ცდილობდა გაეხსენა, როდის წავიდა ყველაფერი უკუღმა. როდის გადაიქცა ლამაზი, მიმზიდველი, ჭკვიანი და თავაზიანი ბიჭი ტირანად? მეხსიერებაში ამოტივტივდა: „მოკლე ვარცხნილობა უფრო მოგიხდება. ამ კაბაში შეუდარებლად გამოიყურები. მეგობრებთან ერთად გვიანობამდე არ ისეირნო. რაში გჭირდება მუშაობა, ყველაფერს მე მოვაგვარებ“ – ფრაზები, რომლებიც წლები ესმოდა. მარტივად ჟღერდა, მაგრამ თანდათან თავისუფლებას ართმევდა და მოსამსახურედ აქცევდა.

სახლში სტუმრების მიღება შეწყვიტეს, რადგან ვანო ურთიერთობისგან იღლებოდა. რაღაც პერიოდი ანა დაქალებს კაფეში ხვდებოდა, მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ორი თვეა არავისთვის დაურეკავს. ყველაზე ახლობელი ადამიანი, ანას და, ქმრის დატოვებას ჯერ კიდევ 1 წლის წინ არწმუნებდა: „გამოფხიზლდი, სანამ შვილები არ გყავთ შეგიძლია წამოხვიდე“ – ანა, რომელსაც დედობა ძალიან სურდა, გაბრაზდა და დასთან ურთიერთობა შეწყვიტა.

ეს სიყვარულია? – „ვუყვარვარ“ – ანამ საკუთარ თავს სარკეში ჩახედა. მკრთალი, აცრემლებული. როგორ ცდილობს, რომ სამაგალითო ცოლი იყოს. უკვე ხარვეზების გამოსწორებით დაიღალა. თავში ზარმა დარეკა: „პირუტყვო, მომწყდი!“ და ანამ გაბრაზება იგრძნო. საკუთარ თავს გაბრაზების უფლებას არასდროს აძლევდა, რადგან კარგი ცოლი ასე არ იქცევა. ახლა მიხვდა ფრაზის „კარგია, რომ შვილები არ გყავთ“ მნიშვნელობას – ახლა ყველაფერს მიხვდა.ვანო ტელეფონის ზარმა გააღვიძა: „ვანო აცდენ“ – დატუქსა კოლეგამ. ვანო თავისი ლექცია გამოტოვა. დაიყვირა: „ანა, ნაბიჭვარო, რატომ არ გამაღვიძე?“ – არავინ უპასუხა. საკიდზე კოსტუმი გამზადებული არ იყო. ოთახებში დადიოდა, თავის პირუტყვს ეძებდა, მაგრამ მისი პასპორტი და ნივთები ვერ ნახა, შემოსასვლელში წერილი და ბინის გასაღები იდო. წერილში მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: „პირუტყვო“.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – იმედი გვაქვს, რომ გოგონას ცხოვრება დალაგდა. ასეთი ურთიერთობის შემდეგ გონს მოსვლა რთულია. სამწუხაროდ, მსგავს ისტორიებს ბედნიერი დასასრული იშვიათად აქვს. მსხვერპლი კარგად ვერ აზროვნებს, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება არ შეუძლია. მუდმივად რაღაც აკავებს. მსხვერპლი მოძალადეს ამართლებს: ბავშვები, რას იფიქრებენ სხვები, წასასვლელი არ მაქვს, უკვე 40 წლის ვარ, არავის ვუყვარვარ და ა.შ.

ჯანსაღი ურთიერთობა არის ურთიერთობა, სადაც ურთიერთგაგება, მხარდაჭერა, ურთიერთობა არსებობს. ამ ურთიერთობაში პარტნიორები თანასწორები არიან და პირადი საზღვრები აქვთ. დროულად შემჩნევა, რომ რაღაც რიგზე არაა, ნამდვილი წარმატებაა. მნიშვნელოვანია, ახლობლების მხარდაჭერა მოიპოვოთ, ფსიქოთერაპევტს მიმართოთ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში აღარ აღმოჩნდეთ. სამწუხაროდ, დაზღვეული არავინაა.