გამწოვის შეერთება საერთო სავენტილაციო არხთან შეერთება არ შეიძლება. როგორ მოვიქცეთ

665

ბოლო დრომდე გამწოვის დაკავშირება სავენტილაციო არხთან საკმაოდ მარტივი იყო. გაზის ტექნიკის მფლობელი ამას სხვისი დახმარების გარეშე მარტივად უმკლავდებოდა. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის ახალი წესების გამოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.ბინების მფლობელები აღშფოთებულნი არიან. სამზარეულოს გამწოვის დაკავშირება საერთო სავენტილაციო არხთან ყველა ბინაში არ შეიძლება! Vivien გიამბობთ, როგორ მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

გამწოვის დაკავშირება ვენტილაციასთან

ადრე ბინის მფლობელი ელექტრო გამწოვს მარტივად ყიდულობდა. შემდეგ გამწოვს სავენტილაციო არხს უკავშირებდა. ასე მზარეულები კერძის მზადებისას უსიამოვნო სუნს იშორებდნენ. გარდა ამისა, სამზარეულოს ავეჯზე ცხელი ორთქლის და ცხიმის წვეთების გავლენას ამცირებდნენ.ბოლო დროს სამშენებლო ნორმების და წესების კონტროლი გაძლიერდა. თუ მრავალსართულიან კორპუსის ბინაში გაზქურის ზემოთ გამწოვს ჰაერი საერთო სავენტილაციო არხში გააქვს, ინსპექტორმა შეიძლება მისი გამორთვა მოგთხოვოთ. სამზარეულოს გამწოვის მიმართ მოთხოვნები ყურადღებით შეისწავლეთ!

მთავარი მოთხოვნები გაზქურის ზემოთ გამწოვზე

  1. გამწოვი საერთო სავენტილაციო არხს არ უნდა ბლოკავდეს. არხი ბუნებრივ გაზს აქრობს. სწორედ ამიტომ, მისმა ბლოკირებამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს. აუცილებელია კომბინირბული გისოსის დაყენება, რომელიც გამორთული გამწოვის შემთხვევაშიც საკმარის ვენტილაციას უზრუნველყოფს.
  2. ძველ სახლებში თითოეულ ბინას საკუთარი სავენტილაციო არხი ჰქონდა, რომელზეც დაკავშირება არც ერთ მეზობელს არ შეეძლო. თანამედროვე მრავალსართულიან კორპუსებში, როგორც წესი, საერთო არხი გამოიყენება, მისი გამტარუნარიანობა შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, გამწოვის სიმძლავრე სავენტილაციო არხის სიმძლავრეს არ უნდა აჭარბებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობლის გამწოვის ჰაერის ნაკადი შეიძლება ზედა ბინებში შევიდეს.
  3. სავენტილაციო არხის შეცვლა მაკონტროლებელ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია. თვითნებურად სავენტილაციო არხის გაფართოება ან სხვა ადგილას გადატანა აკრძალულია.

როგორ არ დავარღვიოთ არსებული წესები?

  1. გაზქურაზე უარი თქვით – თუ ელექტროქურა გაქვთ, ყველაფერი რიგზეა. წესებს არ არღვევთ, თუნდაც მთელი სავენტილაციო არხი დახუროთ. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმარისია გაზქურა ელექტროქურით ჩაანაცვლოთ ან ინდუქციური ქურის პანელი დააყენოთ.არ დაგავიწყდეთ, რომ ელექტროქურის სიმძლავრე ბინის ელექტროსადენზე მაქსიმალურ დატვირთვას არ უნდა აღემატებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა საჭიროა.
  2. გამოიყენეთ გამწოვი ნახშირის ფილტრით – ნახშირის გამწოვი სპეციალურ ფილტრს ფლობს, რომელიც ჰაერს უსიამოვნო სუნისგან წმენდს და ჭუჭყს არ ატარებს. რაც მთავარია, სავენტილაციო არხთან შეერთება არ სჭირდება. გამწოვის ეფექტურად მუშაობისთვის ფილტრები პერიოდულად უნდა გამოცვალოთ. ეს დამატებით ფინანსურ ხარჯებს გამოიწვევს.
  3. კომბინირებული გისოსი დააყენეთ – თუ არხის ზომა საშუალებას გაძლევთ, კომბინირებული გისოსი დააყენეთ, რომელიც მუდმივად ჰაერის მოძრაობას უზრუნველყოფს. თეთრები ღირს და ჯარიმის თავიდან ასაცილებლად უმარტივესი მეთოდია.
  4. საჰაერო არხი ქუჩაში გაიტანეთ – ეს ყველაზე რთული ვარიანტია. თუ გამწოვი ფანჯარასთან ახლოს მდებარეობს, საჰაერო არხი შეგიძლიათ გარეთ გაიტანოთ, წინასწარ მინა გამძლე პლასტმასით ჩაანაცვლეთ. სხვა ვარიანტი: შესაბამის ორგანოში ნებართვა აიღეთ და საჰაერო არხი კედელში ხვრელით გაიტანეთ.

ბოლოს აღვნიშნავთ, რომ უსაფრთხოება ყველაზე მთავარია. არ უგულებელყოთ! გამწოვის დამონტაჟებამდე მოქმედი ნორმები დეტალურად შეისწავლეთ! სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ მომავალში პრობლემები თავიდან აიცილოთ!