პატარძალი ცრემლებს ფატით იწმენდა, როცა მისი საქმრო და საუკეთესო მეგობარი მრუშობისას დაიჭირა

933

არც ერთ გოგოს გაუხარდება იმის გაგება, რომ ღალატობენ. ინგას შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. მისთვის პირდაპირ ქორწილის დღეს საქმროს ღალატი ნამდვილი სიხარული და აუტანელი ტვირთის მოშორება აღმოჩნდა. ახლა საკუთარი თავისთვის ცხოვრება შეეძლო და არავინ არაფერში დაადანაშაულებდა.

საქმროს ღალატი

ოჯახების მეგობრობა – ინგას და არჩილის ოჯახები წლებია მეგობრობდნენ. მათ საერთო საბავშვო ბაღი და კერძო სკოლა პრესტიჟულ უბანში ჰქონდათ. ბავშვების მამები სათევზაოდ ან საუნაში ერთად დადიოდნენ. დედები რეგულარულად სილამაზის სალონებს და წიგნის კლუბებს სტუმრობდნენ.ინგას უარს თითქმის არაფერზე ეუბნებოდნენ. საუკეთესო სათამაშოები და ტანსაცმელები ჰქონდა, მაგრამ უფროსებს უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა. ინგა ჭკვიანი და ძალიან მშვიდი გოგო იყო. მშობლების და აღმზრდელების ზეწოლას დიდად ვერც განიცდიდა.მართალია, არჩილთან მეგობრობა დიდად არ მოწონდა. ბავშვები ერთად დიდ დროს ატარებდნენ და დროთა განმავლობაში ერთმანეთს შეეჩვივნენ. რაღაც მომენტში ინგამ იფიქრა კიდეც, რომ არჩილი მისი ქმარი გახდებოდა. აბა როგორ? სათამაშოები საერთო აქვთ, სხვა მეგობრები არ ყავთ. მშობლებიც მუდმივად „მოახლოებულ ქორწილზე“ ხუმრობენ.

დაგეგმილი ურთიერთობა – წლები გავიდა, არჩილი ინგას შეყვარებული გახდა. დროდადრო ყვავილებს ჩუქნიდა და კომპლიმენტებით ავსებდა. ინგა ზრუნვას თავაზიანად იღებდა და თავის საქმეზე მიდიოდა. მოწონდა ფიქრი, რომ მისი მომავალი უკვე დაგეგმილია. მშობლები იამაყებენ. მაგრამ არჩილზე, როგორც ერთადერთზე არასდროს ფიქრობდა, უბრალოდ არ შეეძლო.როცა 18 წლის გახდა, პირველად გაიგო, რა არის სიყვარული. ბიჭი, რომელიც ცეკვის გაკვეთილებზე გაიცნო, აღმოჩნდა ის ადამიანი, რომლის გარეშეც ჭამა და დაძინება არ შეეძლო. გოგოს მშობლები სწრაფად მიხვდნენ, რაში იყო საქმე და სკოლა შეცვალეს. მათ არ სურდათ, რომ ვინმეს ან რამეს მათი ქალიშვილისთვის დასახული გზიდან გადახვევა ეძულებინა. ეს კი არჩილზე გათხოვებას გულისხმობდა.ინგამ საყვარელ ადამიანთან განშორება და მშობლების ასეთი დამოკიდებულება მძიმედ გადაიტანა. მიხვდა, რომ ხმის უფლება არ აქვს, რომ მისი გრძნობები არავის აინტერესებს, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების ნებისმიერი მცდელობა რთულ შედეგებად იქცევა. გოგონას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ან მშობლებთან დარჩებოდა ან მარტო და მხარდაჭერის გარეშე.

სიძე–პატარძალი – როცა ინგამ უნივერსიტეტში მე–2 კურსი დაამთავრა, არჩილმა ხელი სთხოვა. ნანატრი მოვლენა მოხდა. ინგას მხოლოდ დათანხმება შეეძლო. იმ დღიდან ბავშვობის მეგობარი ახალი მხრიდან გამოჩნდა. არჩილი საცოლეს აკონტროლებდა. მუდმივად შეტყობინებებს უგზავნიდა და მიზეზით და უმიზეზოდ ურეკავდა. თითქოს ეშინოდა, რომ ინგა სადმე გაიქცეოდა.ინგას ეს არ მოწონდა, მაგრამ ითმენდა. თავს არწმუნებდა, რომ დაქორწინების შემდეგ არჩილი დამშვიდდებოდა. უცნაური გრძნობა საპირისპიროს კარნახობდა. კარგად იცოდა, რომ არჩილის მამა ძალიან მკაცრი ადამიანია და დედამისს ქმრის მტრული დამოკიდებულების ატანა უწევდა. ინგას ასეთი მომავალი არ სურდა, მაგრამ მშობლებთან ნებისმიერი საუბარი ქორწილის გადადებაზე ქუჩაში გაგდების მუქარით სრულდებოდა.

საქმროს ღალატი – იდეალური ქორწილი უნდა ყოფილიყო. ინგას კაბის ნებისმიერ პატარძალს შეშურდებოდა, ხოლო ცერემონიის ადგილი ზღაპრული თანხა დაჯდა. სანამ სტუმრები გროვდებოდნენ, ინგა რესტორნის მიმდებარე კოტეჯებში სეირნობდა. მოულოდნელად უცნაურმა ხმაურმა და ხმებმა მისი ყურადღება მიიპყრო.შენობაში შევიდა და დაინახა ის, რამაც ძალიან გაახარა. ნახევრად ჩაცმული არჩილი ასეთივე ჩაცმულ საერთო ნაცნობს ეხუტებოდა. ერთმანეთით იმდენად გატაცებულნი იყვნენ, რომ ინგა ვერც შენიშნეს. მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე საუბრობდნენ, რომ მათი რომანი არასოდეს დასრულდებოდა.ამ მომენტში ინგას გაეღიმა. წყვილმა ერთმანეთს შეშინებული თვალებით გადახედეს, მაგრამ პატარძალი უკვე კოტეჯიდან გარბოდა, ფატას იხსნიდა და მთელ ეზოში გაყვიროდა:

– ქორწილი არ იქნება, მოღალატეს არ გავყვები! რა სირცხვილია!გულში კი არჩილის მადლობელი იყო. საქმროს ღალატი მის ქცევაზე არ იყო დამოკიდებული. გამოდის, კავშირის გაწყვეტაში არჩილი იქნება დამნაშავე. ახლა საკუთარ დამოუკიდებლობაზე კონცენტრირებას შეძლებს და ვერავინ მიუთითებს, თუ როგორ და ვისთან ერთად იყოს.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ყოველთვის გულის ხმას გაყევით, თუნდაც ახლობლები თქვენს აზრს არ ითვალისწინებდნენ. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი თქვენ ხართ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.