დავნიძლავდეთ, ყოველდღიურად ბევრ ნივთს ხედავთ, რომელთა მთავარი დანიშნულება თქვენთვის საიდუმლოს წარმოადგენს? არა, ჩვენ არ ვგულისხმობთ ჭკვიან გაჟეტებს ათასობით გამოუყენებელი ფუნქციით! ჩვენ ვსაუბრობთ ერთი შეხედვით საკმაოდ ჩვეულებრივ ნივთებზე – ჭურჭელი, ტანსაცმელი, ავეჯი….
დაგაინტერესათ? გააგრძელეთ წაკითხვა!
1.ჭიქის ძირზე ამოჭრილი
ჩვეულებრივ ასეთი ჭიქების ყიდვა მაღაზიებში შეგიძლიათ. ჭიქის ძირზე ამოჭრილები საჭიროა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მათი კომფორტული ხმარებისთვის. როცა ასეთი ჭიქები გადმობრუნებული დევს, წყალი ძირში არ გროვდება და ამოჭრილებიდან იწურება!
- ლუდის ბოთლის კისერი
ლუდის ბოთლის ასეთი ფორმა დიზაინერების ახირება არაა. ამით ბოთლი უნდა დაიჭიროთ, რომ სასმელი ხელში არ გათბეს.
- საკანცელარიო დანის თავსახური
ასეთი დანის სეგმენტს დანით ან უბრალოდ ხელით ჭრიან. თუმცა ამისთვის დანის ბოლო უნდა გამოიყენოთ. საკმარისია მოხსნათ, საჭირო ადგილას გაუკეთოთ და გადატეხოთ.
4.ზურგჩანთაზე დამაგრებული ხვრელები
ადრე ასეთ ხვრელებს მხოლოდ სამოგზაურო ზურგჩანთებს უკეთებდნენ. ხვრელში თოკების გაყრა შეიძლებოდა. ახლა ის მხოლოდ დიზაინის ნაწილია, თუმცა შეგიძლიათ დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ.
5.პომპონი ქუდზე
ტანსაცმლის ასეთი ფორმა ჩვენთან ფრანგ მეზღვაურებისგან მოვიდა. დაბალჭერიან გემზე თავები რომ არ აერტყათ, ქუდებს პომპონებს უკეთებდნენ. დროთა განმავლობაში პომპონიანი ქუდები საფრანგეთში პოპულარული გახდა.
- ისარი საწვავის ჩასხმის ნიშანზე
ასეთი მინიშნება, სამწუხაროდ, ყველა ავტომობილს არ აქვს. ისარი გიჩვენებთ თუ რომელ მხარეს აქვს მანქანას საწვავის ჩასასხმელი. ძალიან სასარგებლოა, თუ ავტომობილი ქირით აიღეთ.
- ნაკეცები შარვალზე
კლასიკური შარვლის ეს ატრიბუტი შემთხვევით გამოჩნდა. XIX ს-ში საწარმოო პროდუქცია გაგზავნამდე პრესავდნენ, რომ მას ნაკლები ადგილი დაეკავებინა. ასე გაჩნდა ნაკეცები, რომლის მოშორებაც ძალიან ძნელი იყო – ამიტომ უბრალოდ მიეჩვივნენ.
8.შტიფტი და ხვრელი ნივრის საჭყლეტზე
ცოტამ თუ იცის, რომ სტანდარტული ნივრის საჭყლეტი ბალის კურკების მოშორების ფუნქციასაც ითავსებს. უბრალოდ ხვრელში ბალი მოათავსეთ და ზემოდან დააჭირეთ.
9.გაზქურის ქვეშ თარო
ადამიანების უმეტესობა აქ ტაფებს ინახავს. სინამდვილეში კი ის მზა საკვების შესანახი ადგილია, სანამ სხვა კერძი ჯერ კიდევ მზადდება. ასე ცხელი საკვები სუფრაზე გატანის წინ არ გაგრილდება.
აღიარეთ: გაოცებული ხართ!