ჩინური მედიცინის და მასაჟის სპეციალისტი იგორ გრიმოვიჩი გიამბობთ, თუ რატომ გვიბუჟდება ხელები და რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ უსიამოვნებამ აღარ შეგაწუხოს.
ხელების დაბუჟების მიზეზი – სტრესი და დაჭიმული კუნთები
ზოგჯერ ხელების დაბუჟებას გარკვეული დაავადება და ვიტამინების და ჰორმონების დეფიციტი იწვევს. და მაინც, რა იწვევს ასეთ მდგომარეობას ხშირ შემთხვევაში?– რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი არსებობს და მათგან ყველაზე ხშირი ჩემს პრაქტიკაში რამდენიმეა. პირველ რიგში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის გამო ზურგის ტვინის ნერვული დაბოლოების მოჭერა. შედეგად, ხელები „ბუჟდება“. სხვა მიზეზი შეიძლება ცხოვრების წესი იყოს: ნაკლები მოძრაობა და ბევრი სტრესი. წარმოებასა თუ მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანები ერთფეროვან, განმეორებით მოქმედებებს ასრულებენ, ხელების გაშლას და შეკუმშვას იმეორებენ. ასე არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სახლის საქმეების შესრულების, ასევე სავარჯიშო დარბაზში დაკუნთვის დროს ვმოძრაობთ. ხელების კუნთებში ასეთ ტონუსს მუდმივად ვინარჩუნებთ და ყოველდღიურად სტრესში ვართ, რაც სხეულში დამატებით სპაზმს იწვევს და კუნთების ბოჭკოები იკუმშება. ვინაიდან შეკუმშული კუნთების გაწელვებს არ ვაკეთებთ, კუნთები უფრო იკუმშება და დროთა განმავლობაში იდაყვებში თითქოს მოხრილი ხდება, ბოლომდე გახსნის გარეშე, გაშეშება და ჩხვლეტა იგრძნობა. ეს ნიშანია, რომ კუნთების დაჭიმვის გამო ხელში სისხლის სრულყოფილი ნაკადის მიწოდება ვერ ხდება, ხელის ქსოვილები ჟანგბადის შიმშილობას განიცდის და სისხლიდან და ლიმფიდან სასარგებლო ნივთიერებები, კვება არ ყოფნის.
ხელის „საოფისე“ დაავადება – ოფისის თანამშრომლები ხელების დაბუჟებას ხშირად უჩივიან, თუმცა, ერთი შეხედვით, მძიმე მუდმივ მოძრაობებს არ ასრულებენ და კომპიუტერის თაგვზე უფრო მძიმეს არაფერს აჭერენ.– ასეთი მონოტონური, დღის განმავლობაში ათასჯერ გამეორებული მინი დაჭერა კომპიუტერის თაგვზე რამდენიმე საოფისე დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. ასეთი მუდმივი ერთნაირი პოზიცია ხელის კუნთებს ღლის. როცა კუნთები დაჭიმულია და არ იწელება, სისხლის მოძრაობა უარესდება და პრობლემები იწყება. კერძოდ, მაჯის არხის სინდრომი, როცა ხელის თითები ბუჟდება. ასევე შეიძლება ე.წ. ყვავის თათი განვითარდეს. იმის გამო, რომ ადამიანს კომპიუტერთან მუშაობისას თითები მუდმივად დაჭიმული, ნახევრად მოხრილი აქვს, ხელისგულიც დროთა განმავლობაში იჭიმება, მყესის და ფასციის კუნთები იკუმშება. შედეგად, ხელები ფოცხივით ხდება, ბოლომდე არ სწორდება და თავისი ფორმით ყვავის თათს ემსგავსება.
კუნთების და სხეულის გაჭიმვა – გამაჯანსაღებელი საშუალება – რა შეიძლება გააკეთონ ადამიანებმა, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე თითებით და ხელებით განმეორებითი მოძრაობის შესრულება უწევთ. რას ურჩევთ დაავადების პრევენციისთვის ან დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად?
– დილის საქმიანობისას დიდ შეცდომას ვუშვებთ, რაც ხელების დაბუჟებას იწვევს: ხელებს მუდმივად ვხრით და გვავიწყდება, რომ კომპენსაციისთვის გაწელვა სჭირდება. კუნთების საპირისპირო მხარეს კარგი გაწელვა სჭირდებათ. ეს აუცილებელია. მოქნილი კუნთები ცხოვრებაში სიამოვნებას და სიმსუბუქეს გვანიჭებს, ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს. სხეულში, სადაც ბლოკირება და დაჭიმული კუნთები არაა, ყველა პროცესი წარმატებით გადის და ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს. სწორედ ამიტომ, ყოველდღე გაწელვები და იოგის ვარჯიშები უნდა შეასრულოთ. იმავე კატებს და ძაღლებს შეხედეთ: დილით გაღვიძებისთანავე იწელებიან, ხერხემალს და მთელ სხეულს წელავენ. ადამიანები კი, თვალის გახელისთანავე, ორგანიზმის მომზადების გარეშე ათასობით საქმეზე ფიქრობენ და სწრაფად ასრულებენ. არსებობს ე.წ. „ჯანსაღი შეგნების“ კატეგორია, რომლებიც დილიდანვე დარბიან და იმპულსურ ვარჯიშებს ასრულებენ და ამით დროთა განმავლობაში შეიძლება მუხლების თასები და იდაყვები დაიზიანონ. დილა სჯობს არა სირბილით ან კომპიუტერთან ჯდომით, არამედ გაწელვებით, ორგანიზმის გახურებით დაიწყოთ. ასე სამუშაო ზიანს არ მოგიტანთ.
მასაჟი ხელების დაბუჟების გასაქრობად
- ხელებზე ტყაპუნი. ცნობილი ჩინური მეთოდი, რომელიც სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, ადუნებს, კუნთების ბლოკირებას აქრობს, მოქმედებს მერიდიანებზე, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების პროექცია მდებარეობს. ერთი ხელისგული ნავივით ოდნავ მოხარეთ, თითები ერთად. ასეთი ხელისგულით მეორე ხელზე ტყაპუნი დაიწყეთ. იდეალურია, თუ ვაკუუმ ეფექტი იქმნება. კაკუნთან ერთად სუნთქვას ყურადღება მიაქციეთ. ღრმა ამოსუნთქვაზე მარჯვენა ხელისგულის შიდა ნაწილი მარცხენა ხელს დაარტყით, მხრიდან ხელისგულისკენ მიმართულება. ჩასუნთქვაზე მარჯვენა ხელის გარე ნაწილი, ხელისგულიდან მხრისკენ. ასე 15-20-ჯერ ორივე ხელზე გააკეთეთ.
- ახლა ორივე ხელი კარგად გაახურეთ, რომ სისხლის მიმოქცევა უფრო გააძლიეროთ. ვარჯიში ხელების კუნთების მოჭერით დაასრულეთ. ამისთვის ერთი ხელის ძლიერ მოჭერილი თითებით მეორე ხელზე მხრიდან მაჯამდე ნაწილ–ნაწილ კუნთები დაჭიმეთ და ყოველჯერზე 30-60 წამით დაყოვნდით ისე, რომ კუნთები თითებიდან თანდათან თავისით გამოვიდეს. ეს შესანიშნავი ლიმფოდრენაჟია, რომელიც ლიმფის და სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს, ტონუსს და კუნთების მოქნილობას ზრდის, ანუ ხელებს დაბუჟებისგან იცავს.
- ხის კოვზით „დავარცხნა“. ხის კოვზის მომრგვალებული ბოლოს სახელურით მხრიდან თითებამდე ხელის შიდა და გარე ნაწილზე მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. მოძრაობა დავარცხნას ჰგავს. მხრიდან დაწყებული კოვზის სახელურით ხელი მოკლე მოძრაობებით (10-15 სმ), ზემოდან ქვემოთ „დავარცხნეთ“. ხელის თითოეული ნაწილი უნდა დავარცხნოთ, შიდა უკიდურესი ნაწილიდან წინ, ხელის ნახევარწრის დავარცხნისას (ანუ შიდა მხრიდან), ქვემოთ ჩადით და ახალი (10-15 სმ) ნაწილი დავარცხნეთ. ამ სქემით თითოეულ ხელი ხელისგულამდე ღრმად დავარცხნეთ, ჯერ შიდა მხარე, შემდეგ გარე. შემდეგ იმავე ტექნიკით გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნაწილი ცენტრიდან მხრისკენ იღლიის ქვეშ „დავარცხნეთ“ (კაცებში – კისრიდან შუა ნეკნებამდე, ქალებში – კისრიდან გულმკერდის ჯირკვლამდე). განსაკუთრებით კარგად დაამუშავეთ ის ადგილები, სადაც ტკივილი იგრძნობა, კოვზის ქვეშ გოროხი (კუნთების სპაზმი) შეიძლება იგრძნოთ. ასეთი მასაჟის შემდეგ გულმკერდის კუნთები ელასტიური გახდება, ხელების დაბუჟებისას ჩხვლეტის შეგრძნება შემცირდება ან მთლიანად გაქრება.
ვარჯიშები ხელების დასაჭიმად
- ტანის ბრუნვა ხელის ღერძის გარშემო. ენერგიის გასაზრდელად, სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად, დაჭიმული კუნთების მოსადუნებლად დილას და საღამოს რამდენიმე ვარჯიშის ნაკრები შეასრულეთ. მის შესასრულებლად კედელთან გვერდულად დადექით, გამართული ხელით, ხელისგულით დაეყრდენით, თითები ქვემოთ. ამ პოზაში ტანი იდაყვის შიგნისკენ ნელა „აბრუნეთ“, შემდეგ გახსენით, რამდენადაც შესაძლებელია, მხრებსა და მთელ ხელში სასიამოვნო დაჭიმულობა შექმენით. ტკივილის გარეშე, ძალიან ნელა შეასრულეთ. ასე თითოეულ ხელზე 10-15-ჯერ შეასრულეთ. ვარჯიში ბლოკირებას, ხელში, გულმკერდის, ბიცეპსების, წინამხრების დაჭიმულობას აქრობს. გარდა ამისა, ხელის მიმდებარე ორგანოების მდგომარეობა უმჯობესდება, რადგან სისხლის მიმოქცევა, ფილტვების და გულის მუშაობა აქტიურდება.
- ხელზე დახვევა. მყარ ზედაპირზე ზურგზე დაწექით, სწორი ხელები გვერდებზე გაშალეთ (სხეულის პოზა ჯვარს ჰგავს). ძალიან ნელა, თითქმის სანტიმეტრობით, ტანი ხელის შიდა ნაწილზე „დაახვიეთ“. მაქსიმალური მომენტია როცა გრძნობთ, როგორ იწელება ხელის სახსრები. სასიამოვნო, კომფორტული, უმტკივნეულო პროცესი. შემდეგ ძალიან ნელა, თითქმის 2 წუთით, საწყის პოზამდე „გაიშალეთ“. თითოეულ ხელზე 10-ჯერ გაიმეორეთ.
- ვარჯიში „კატის ფორმა“. კატის მსგავსად, რომელიც გაღვიძებისას იწელება, მიიღეთ პოზა, მუხლებს და ხელისგულებს დაეყრდენით. ძალიან ნელა მცირე გაწელვით ისიამოვნეთ, ტანი გულმკერდიდან კუდუსუნამდე ამოზნიქეთ. კუდუსუნი დაჭიმეთ ტერფებზე დაჯექით, თავი დაუშვით, ხელები და ტანი იატაკზე, გაიწელეთ და მოდუნდით. ამ პოზაში 2-3 წუთით გაჩერდით.
- „ბოთლი“. ეფექტური მეთოდი ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის გასაქრობად. თუ ხელების დაბუჟება ხერხემლის კისრის–გულმკერდის ნაწილის პრობლემებით არის გამოწვეული მოცემული მეთოდი ამ უსიამოვნებებს სასიამოვნოდ გააქრობს, ხერხემლის მოქნილობას აღადგენს, სპაზმს და დაჭიმულობას გააქრობს. სისხლის მოძრაობა ხერხემლის ყველა ნაწილში უმჯობესდება. მაღალ მინის ბოთლში (15 სმ დიამეტრი, ღვინის ბოთლიც გამოგადგებათ) ცხელი წყალი (60 გრადუსი) ჩაასხით. ასეთი გახურება არა მხოლოდ სისხლს მიმოქცევას აძლიერებს, არამედ კუნთების სრულად მოდუნებას ხელს უწყობს. ზურგზე დაწექით, ბოთლი მენჯის ქვეშ დაიდეთ, 1 წუთით მშვიდად იწექით, კუნთებს და ხერხემალს გაწელვის საშუალება მიეცით, შემდეგ ბოთლი 1 სმ–ით მაღლა ასწიეთ, შემდეგ 1–2 წუთით დაწექით და კვლავ ბოთლი ზემოთ ასწიეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ გულმკერდის ზედა ზონამდე არ ახვალთ, არ იჩქაროთ. იქ, სადა ტკივილს გრძნობთ, ბოთლი უფრო დიდხანს გაიჩერეთ. შემდეგ ამავე ტემპით ბოთლი კუდუსუნამდე დაუშვით. პროცედურა უფრო ეფექტური გახდება, თუ თითოეულ ადგილზე კონცეტრირდებით, სადაც ხერხემლის გასწვრივ ბოთლის გადაადგილებას აპირებთ. იგრძენით, როგორ იწელება და ხურდება კუნთები, როგორ სუნთქავთ ამ ადგილებში. შინაგანი შეგრძნება, როგორ ივსება ეს ადგილები ჯანმრთელობით და ენერგიით ჩასუნთქვისას, ხოლო ამოსუნთქვისას ღრმად დუნდება, სიმძიმე და უსიამოვნება ქრება.
პროცედურები ხელისგულის დაჭიმული კუნთების გასაქრობად
ოფისის თანამშრომლებისთვის, რომლებიც კომპიუტერთან დიდხანს სხედან და უკვე აწუხებთ დაჭიმულობა და ხელისგულების და თითების ტკივილები, გარკვეული პროცედურების ყოველდღე ჩატარება კარგია.
- ხელის ცხელი აბაზანა. სითბო ხელისგულების და თითების მოხრაზე პასუხისმგებელ კუნთებს ადუნებს. თასი 50 გრადუსიანი წყლით გაავსეთ. რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი ორგანიზმის მოსადუნებლად დაუმატეთ და ხელისგულები ცხელ წყალში 10-15 წუთით ძილის წინ გააჩერეთ.
- ბურთის გლინვა. პატარა, 10 სმ დიამეტრის ბურთი აიღეთ (აფთიაქში შეგიძლიათ ნემსებიანი ბურთი შეიძინოთ – ასე აკუპუნქტურ ეფექტს გააძლიერებთ), მაგიდაზე დადეთ და ჯერ ხელისგულის შიდა მხარეს გადაატარეთ, შემდეგ გარე მხარეს. თითოეულ ხელზე 5-7 წუთით შეასრულეთ. ასე სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება, ხელისგულების და თითების კუნთები დამასაჟდება. თუ მთელ ნაკრებს ყოველდღე შეასრულებთ, ხილულ ეფექტს უკვე რამდენიმე კვირაში დაინახავთ, ხელში ტკივილი გაქრება, განწყობა გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა, ხელის დაბუჟებისას დაავადების გამომწვევი მიზეზის განსასაზღვრად დიაგნოზის დასმა, ვარჯიშების და პროცედურების ინდივიდუალურად დანიშვნა ძალიან კარგია. იგორ გრიმოვიჩი პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩინური მეთოდით გამახურებელი მასაჟი ხელის ტკივილისას სასწაულებს ახდენს. და მაინც, სჯობს ადამიანმა სხეულთან სწორად მუშაობა ისწავლოს, რომ დაავადების განმეორება თავიდან აიცილოს.