„1999 წლიდან ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ ვკითხულობ. მიღებული ინფორმაცია ძალიან მომწონს. განსაკუთრებით რუბრიკა „სტუმრად ოფიციალურ მედიცინასთან“, რადგან დაავადებების მიზეზებზე, მის მიმდინარეობასა და განკურნების მეთოდებზე წერენ. ჩვენს მკურნალ მუნჯ ექიმებს ზედმეტ სიტყვას ვერ ათქმევინებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესით მედიცინასთან მიდგომა სწორი ხდება.ორ ნომერში დაწეულ თირკმელთან დაკავშირებით მკითხველების კითხვები შემხვდა. ეს უსიამოვნება ორჯერ დამემართა. ვარჯიშით თირკმლები თავის ადგილას უბრუნდებოდა. გადასაფარებლით ან აბანოს პირსახოით 30-40 სმ სიმაღლის მუთაქას ვაკეთებდი, იატაკზე ზურგით ვწვებოდი, მუთაქას დუნდულების ქვეშ ვიდებდი, რომ თავი და ფეხები ქვემოთ ყოფილიყო, ხოლო მენჯი ზემოთ და ვარჯიშებს ვასრულებდი“ – გვიზიარებს ერთ–ერთი მკითხველი. Vivien გიამბობთ, რომელი ვარჯიშები უნდა შეასრულოთ, რომ თირკმლები თავის ადგილს დაუბრუნდეს.
ვარჯიშები:
- “ველოსიპედი” – 20-30–ჯერ, უფრო მეტიც შეიძლება.
- “მაკრატელი” – ფეხები იატაკიდან 10-15 სმ სიმაღლეზე გააჩერეთ.
- მარჯვენა ფეხი ასწიეთ, მუხლში მოხარეთ, ორივე ხელით დაიჭირეთ და მუცელზე მიიდეთ, შემდეგ ქვემოთ დაუშვით. იგივე მარცხენა ფეხზე გაიმეორეთ.
- ორივე ფეხი ზემოთ ასწიეთ, მუხლებში მოხარეთ, ორივე ხელი მოკიდეთ და მუცელზე მიიდეთ.
- ერთი ფეხი ზემოთ ასწიეთ და 6 დათვლაზე ნელ–ნელა ქვემოთ დაუშვით. იგივე მეორე ფეხზე გაიმეორეთ.
- ერთი ფეხი ზემოთ ასწიეთ, ნელ–ნელა ქვემოთ დაუშვით, მაგრამ იმწამსვე იატაკს არ დაადოთ. 10 წამით იატაკიდან მცირე დაშორებაზე გააჩერეთ. მეორე ფეხზე ვარჯიში გაიმეორეთ.
აი, ასეთი მარტივი ვარჯიშები დაწეული თირკმლების შემთხვევაში დაგეხმარებათ.