„ახლახანს მეუღლესთან ერთად IKEA–ს მაღაზიას ვესტუმრე, რომ მისაღები ოთახისთვის ყავის მაგიდა აგვერჩია. სადაც არ უნდა შევიდეთ, ყველაფერი მოგვწონს. განსაკუთრებით წარმატებულად შერჩეული დეკორი შთაბეჭდილებას ახდენს. შოპინგის შემდეგ ყვავილების მაღაზიაში შევირბინე, რომ ახალი მაგიდისთვის მოდური ოთახის მცენარე შემეძინა. ვინმეს მაინც გავეფრთხილებინე, რომ ყიდვა არ ღირს!ერთ–ერთი ისეთი დიასახლისი ვარ, ვისაც ლამაზი სარეველა პრეტენზიულ ვარდს ურჩევნია. სწორედ ამიტომ, მოდური ოთახის მცენარის არჩევისას არჩევანში ძალიან ვეჭვობდი. როგორც ვშიშობდი, მოდურ ყვავილებს უფრო მეტი ზრუნვა სჭირდება, ვიდრე სახლს მყუდროებას მატებს“ – წერს ერთ–ერთი მკითხველი. Vivien გიამბობთ, რა პრობლემები ახლავს მოდური მცენარეების მოვლას.
- ანთურიუმი – ანთურიუმი, მამაკაცის ყვავილი, სპატიფილუმისგან (ქალის ბედნიერება) განსხვავებით მოსავლელად პრეტენზიულია. ყვავილი რომ არ დაიღუპოს, დრენაჟიანი მიწა, გარკვეული რაოდენობის წყალი და მუდმივი დატენიანება სჭირდება. ამ მხრივ ფილოდენდრონი ნაკლებად პრეტენზიულია, რომელსაც მსგავსი ყვავილები და ფოთლები აქვს.
- ბოსტონის გვიმრა – კიდევ ერთი ვნებიანი მცენარე, რომლითაც ბინის გაფორმება დიზაინერებს უყვართ – ესაა ბოსტონის გვიმრა. მას მუდმივად ტენიანი მიწა უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა სველი. ამ დეტალზე ყვავილის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. თუ მიწის დატენიანებასთან თამაში არ გსურთ, გვიმრა დეკორატიული სატაცურით ჩაანაცვლეთ. გარეგნულად ვერ გაარჩევთ, მაგრამ ნაკლები მოვლა სჭირდება.
- კალადიუმი – მცენარე წარმოუდგენლად ლამაზი ფოთლებით, რომლის სილამაზის შენარჩუნება ძალიან რთულია. კალადიუმს ძალიან მყიფე ღეროები აქვს. ფოთლების სტრუქტურა იმდენად ნაზია, რომ მსუბუქი ზემოქმედებითაც იხვევა. როგორც უკვე მიხვდით, მორწყვის გადაჭარბება საკმაოდ მარტივია. ამ მხრივ სინგონიუმი უფრო მშვიდია.
- კალათეა – კალათეა ინტერიერის დიზაინერებს ფოთლების ლამაზი ზოლების და გაჯერებული ფერის გამო უყვართ. მცენარის მოვლა კიდევ ერთი „სიამოვნებაა“. მას მაღალი ტენიანობა და გამოხდილი წყალი სჭირდება. აი, აგლაონემა წყლის ორი წვეთივით კალათეას ჰგავს, მაგრამ ნაკლებად პრეტენზიულია. მის შეძენას გირჩევთ, თუ ყვავილები დიდი ფოთლებით მოგწონთ.
- ლირისებრი ფიკუსი – კაუჩუკის ფიკუსისგან განსხვავებით ლირისებრი ფიკუსი საკმაოდ პრეტენზიულია. მცენარე ტენიანობის მცირე ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა, რეგულარული მორწყვა და სტაბილური ტემპერატურა სჭირდება. რთული სათქმელია, რომ გარეგნულად იმავე სტრელიციაზე (სამოთხის ჩიტი) უკეთესია. სწორედ ამიტომ, ალტერნატიულ ვარიანტზე შეჩერდით.
მოდური ოთახის მცენარეები არა ნაკლებ ლამაზი, მაგრამ უპრეტენზიო ყვავილებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. რომელი ყვავილები ბინადრობს თქვენს სახლში? გაგვიზიარეთ საყვარელი მცენარეების ფოტოები!