ექიმი მოგიწოდებთ – მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის გასათბობად ჭურჭელი სწორად შეარჩიეთ

584

ექიმი ნატალი კრუგლოვის თქმით, მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის გასათბობად პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება არ შეიძლება.

„პლასტმასის თეფშის ხშირი გამოყენება შეცდომაა და შეიძლება სიმსივნის განვითარება გამოიწვიოს“ – გაფრთხილებთ ექიმი.

კრუგლოვის თქმით, სჯობს მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის გასათბობად მინის ჭურჭელი გამოიყენოთ. საჭმელში პლასტმასის გაცხელებისას პოტენციურად სახიფათო ქიმიური ნაერთები ხვდება.

ექიმი აღნიშნავს, რომ საჭმლის გასათბობად პლასტმასის ჭურჭლის ან სხვა კონტეინერების მუდმივი გამოყენება „ზოგიერთი სახის ონკოლოგიური დაავადების“ განვითარებას ხელს უწყობს. პლასტმასის ჭურჭელი მზა ან ჯერ კიდევ თბილი კერძის გადასატანად არ გამოგადგებათ.

ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ პლასტმასის ჭურჭელი კერძების დიდხანს შესანახადაც არ გამოგადგებათ, თუნდაც კერძი ცივი იყოს.