ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ადამიანის ჭარბი წონის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ კერძების მომზადებაზე უარს ამბობს და შეფუთულ და დამუშავებულ საკვებ პროდუქტებს მიირთმევს.
ჭარბ წონას ხშირად ზედმეტ ჭამას უკავშირებენ, მაგრამ ასე არაა. კლინიკური კვების ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კალორიების მკაცრი დათვლა გახდომაში დიდ როლს არ ასრულებს. სპეციალისტები თვლიან, რომ უფრო მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი და რამდენად ნატურალურია. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პროდუქტები, რომელთაც დღეს ბევრი ადამიანი მიირთმევს, შეიძლება შეიცავდეს კომპონენტებს, რომლებიც სხეულის ნივთიერებათა ცვლას, მისი გადამუშავების და ცხიმის შენახვის მეთოდს ცვლიან, ეს ცხიმოვანი მასის მატებას იწვევამრიგად, ექსპერტები გამოყოფენ 5 მთავარ მიზეზს, რომელიც ზედმეტ ჭამას არ უკავშირდება.
- დამუშავებული საკვები. თუ ადამიანის რაციონი დიდწილად მზა პროდუქტებისგან, მათ შორის ნახევარფაბრიკატებისა და სწრაფი კვების პროდუქტებისგან შედგება, ეს ზედმეტი კილოგრამების გაჩენას ხელს შეუწყობს. ასეთ პროდუქტებში ბევრი ხელოვნური ცხიმი და მარტივი ნახშირწყლებია, რომელთა ათვისება ორგანიზმში ცხიმის დაგროვების პროცესებს ააქტიურებს.
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. მსგავსი დარღვევა ქალებში სიმსუქნის ერთ–ერთი ხშირი მიზეზია: 40-80 %–ის შემთხვევაში ქალებში პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დროს ჭარბი წონა გვხდება. ეს ხდება იმის გამო, რომ პოლიკისტოზი ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზე გავლენას ახდენს, მის დარღვევას იწვევს და ცხიმის მასის ზედმეტად დაგროვების და დიაბეტის რისკს ზრდის.
- არაადეკვატური ფიზიკური აქტივობა. მეცნიერები გამეორებით არ იღლებიან: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი სიმსუქნეში დიდ როლს ასრულებს.„თუ ადამიანი რაიმე ფიზიკური აქტივობით დაკავებული არაა, ორგანიზმში ცხიმი გროვდება, თუნდაც ბევრს არ ჭამდეს. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო მკაცრად მოქმედებს ეს პრინციპი. მჯდომარე პროფესიის მქონე ადამიანები აუცილებლად უნდა ადგნენ და იარონ, რომ სხეული მოძრაობაში დარჩეს“.
- ჰორმონების დეფიციტი. ორგანიზმში ჰორმონი ლეპტინის დონის შემცირებით ცხიმის დაგროვების კონტროლის მექანიზმი ირღვევა. დროთა განმავლობაში ეს წონის მატებას იწვევს. ჰორმონის მსგავსი შემცირება ხშირად გვხდება ადამიანებში, რომელთაც რეგულარული ძილი აკლიათ.
- სტრესი და შფოთვა. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ადამიანი ხშირად განიცდის ჭარბ შფოთვას და სტრესს, რაც სიმსუქნის ერთ–ერთი მთავარი გამომწვევია. მსგავსი ფაქტორები კვების ქცევის დარღვევის საფუძველია, რომელსაც არაჯანსაღი კვების ჩვევები და წონის პრობლემები უკავშირდება.