პროფესიონალი მასაჟისტი გირჩევთ 5 ვარჯიშს ორმაგი ნიკაპის გასაქრობად

1098

თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ფორმის სახე აქვს და ყველა სხვადასხვაგვარად ვბერდებით. აი, ორმაგი ნიკაპის გაჩენისგან დაზღვეული არავინაა. ყველაზე ხშირად, ორმაგი ნიკაპი ელასტიურობის დაკარგვის და კანის ჩამოწელვის გამო ჩნდება.გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კუნთების სისუსტე და ამ ზონაში ცხიმის პროცენტული ზრდა ორმაგი ნიკაპის გაჩენის პროცესს აჩქარებს.საბედნიეროდ, როგორც სხეულის სხვა ნაწილის ტონუსის გაზრდა შეიძლება ფიზიკური ვარჯიშით, ასევე შეგიძლიათ სახის კუნთები დაჭიმოთ და ორმაგი ნიკაპი მოიშოროთ. Vivien გთავაზობთ 5 ეფექტურ ვარჯიშს, რომლებიც ყოველდღე უნდა შეასრულოთ.

ვარჯიში 1 – ამ ვარჯიშის შესასრულებლად თავი ზემოთ ასწიეთ, ტუჩებით მილის ფორმა მიიღეთ, თითქოსდა კოცნის გაგზავნას აპირებთ და ამ პოზაში 10 წამით გაჩერდით.ასეთი კოცნა ნიკაპის ქვეშა და ყელის კუნთების გავარჯიშებას ხელს უწყობს და მათ ტონუსს ზრდის. მინიმუმ 10-ჯერ გაიმეორეთ.

ვარჯიში 2

ამ ვარჯიშის შესასრულებლად ქვედა ყბით ჩამჩა წარმოსახეთ და წარმოიდგინეთ, რომ ამ იმპროვიზებული ჭურჭლით ჰაერს ან წყალს ავსებთ.თავის წინ გაწევისას პირი გააღეთ, ხოლო უკან გაწევისას – დახურეთ. 15 მოძრაობა შეასრულეთ. ტუჩები და სახე ძლიერ არ დაჭიმოთ.

ვარჯიში 3

მის შესასრულებლად ორივე ტუჩი ღრმად პირში შეწიეთ და 15 წუთით ამ პოზაში გაჩერდით. შემდეგ საწყის პოზას დაუბრუნდით და თავი მაქსიმალურად დახარეთ, მხრები არ მოხაროთ.ეცადეთ, რომ ნიკაპი მკერდს მიადოთ, თქვენ კი ქვედა ნაწილის დაჭიმვა იგრძნოთ. ამ პოზაში 15 წამით გაჩერდით, შემდეგ თავი ასწიეთ და მოდუნდით.

ვარჯიში 4

ეს ვარჯიში წინას ჰგავს, თვალებით ზემოთ აიხედეთ. პირით ისეთი ფორმა მიიღეთ, თითქოსდა ასო „ო“–ს თქმას აპირებთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ორივე სივრცე დაჭიმული იყოს, როგორც ცხვირის, ასევე ნიკაპის ქვეშ. შესრულების დრო იგივე (15 წამი), გამეორების რაოდენობა – მინიმუმ 5-ჯერ.

ვარჯიში 5 – ეს ვარჯიში არა მხოლოდ ორმაგ ნიკაპს ებრძვის, არამედ განწყობას აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, სასურველია, სარკის წინ შეასრულოთ.პირი ფართოდ გააღეთ და თვალებით ზემოთ აიხედეთ და ენა ნიკაპისკენ გაჭიმეთ. სახის კუნთები დაჭიმეთ და 10-მდე დაითვალეთ. საწყის პოზას დაუბრუნდით და კიდევ 5-ჯერ შეასრულეთ.

შეგახსენებთ, რომ სტატია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს და თვითდიაგნოზის ან თვითმკურნალობის მიზეზი არაა. ნებისმიერი სიმპტომის და ჩივილის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს მიმართეთ. ვარჯიშის დაწყებამდე და კვების რაციონის შეცვლამდე სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს