გირჩევთ როგორ შევიკავოთ სუნთქვა სწორად, რომ სამკურნალო ეფექტს მივაღწიოთ

2412

ახლახანს სუნთქვითი ვარჯიშის დაწყებაზე დავფიქრდი. მსმენია, რომ გარკვეული დროით სუნთქვის შეკავება ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. როგორ მუშაობს? Vivien გასწავლით, თუ რამდენ ხანს უნდა შეიკავოთ სუნთქვა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

რამდენი ხნით უნდა შეიკავოთ სუნთქვა

„სუნთქვა ცეცხლს ჰგავს, რომელიც ქცევის მიხედვით იწვის. ჩასუნთქვა ძალით ავსებს, სხეულს აკონტროლებს, სუნთქვის შეკავება ფიქრებს აკავებს და დღეგრძელობას ჩუქნის, ხოლო ამოსუნთქვა წმენდს“ – ამბობდა გორაკშა, ინდოელი ბრძენი.ინდური იოგის თანახმად, სუნთქვითი პრაქტიკა ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას უკავშირდება. რაც უფრო ცუდად განვითარებულია სუნთქვა, ადამიანი მით უფრო ხშირად ავადდება. სწორედ ამიტომ, ყურადღება უნდა მიაქციოთ. მნიშვნელობა აქვს ცხვირით სუნთქავთ თუ პირით, ერთი ნესტოთი თუ ორით.

სუნთქვით პრაქტიკებში გამოყოფენ რამდენიმე ეტაპს: ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, სუნთქვის შეკავება, პაუზა. შედეგი მათ ხანგრძლივობასა და სიძლიერეზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სუნთქვა სხვადასხვა რითმით და ტემპით შეიძლება. მაგალითად, თუ სუნთქვას ჩასუნთქვაზე იკავებთ, ფილტვები ჟანგბადს უკეთ აითვისებს. ასეთი ვარჯიში ორგანიზმს აახალგაზრდავებს და ფიქრებს უკეთ აკონტროლებს.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ისუნთქოთ, ნელ–ნელა ჰაერი ჩაისუნთქოთ და ძალიან სწრაფად და ენერგიულად ამოისუნთქოთ. ასე დაუყონებლივ მხნეობას და ტონუსის მატებას იგრძნობთ.

სრული ღრმა ამოსუნთქვით ფიქრებს განტვირთვაში დაეხმარებით. ხანგრძლივი და ღრმა სუნთქვა პირით (2-3 საათი) რაღაც ტრანსის მდგომარეობას გამოიწვევს. ასეთი პრაქტიკა ხალხს სტრესის და სხვა სერიოზული აშლილობის დროს ეხმარება.სხვათა შორის, სუნთქვით ვარჯიშებს ლოგოპედები და ფონატორები ხშირად იყენებენ. მაგალითად, ასეთ ტექნიკას: ცხვირით ჩასუნთქვა, სუნთქვის შეკავება, გახანგრძლივებული ამოსუნთქვა პირით, წინააღმდეგობის გაწევით. ამასთან, მუცლის კუნთები აქტიურად იჭიმება და ამოსუნთქვაზე დუნდება. პრაქტიკა სასუნთქი კუნთების ტონუსს ზრდის.

ვიმ ხოფის გამოცდილება – ვიმ ხოფი თანამედროვე ზეადამიანია, რომელსაც ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შეუძლია. მან ყინულის ქვეშ მთელ 66 მეტრის გავლა და მხოლოდ შორტებით ევერესტის დაპყრობა შეძლო. მამაკაცმა უდაბნოში უწყლოდ მარათონის გარბენა და ბევრი სხვა რამ შეძლო. როგორ ახერხებს ამას?საქმე მუდმივ ვარჯიშსა და საკუთარი ორგანიზმის შესწავლაშია. ხოფი სუნთქვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. უფრო მეტიც, მან საკუთარი ტექნიკა შეიმუშავა, რომელსაც რეგულარულად ასრულებს. მისი ეფექტურობა მეცნიერებმაც დაადასტურეს.

ვიმ ხოფის სუნთქვის მეთოდის არსი: მაქსიმალურად კომფორტული პოზა მიიღეთ. პირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ. რაც შეიძლება მეტი ჰაერი ჩაისუნთქეთ. შემდეგ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მშვიდად ამოისუნთქეთ. მთელი ჰაერი არ ამოისუნთქოთ, უბრალოდ ზედმეტი გამოუშვით და მოდუნდით.ეს ეტაპი 30-ჯერ შეასრულეთ, თუმცა განწყობას ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა, თავბრუსხვევა ან თითებში მსუბუქი ჩხვლეტა იგრძნოთ. არ შეგეშინდეთ!

შემდეგი ნაბიჯი: ჰაერი მაქსიმალურად ამოისუნთქეთ, რამდენადაც შესაძლებელია. ახლა სუნთქვა შეიკავეთ. ხოფი დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე ადამიანს 2 წუთით სუნთქვის შეკავება შეუძლია. გირჩევთ, თქვენი სუნთქვა თანდათან განავითაროთ. 30 წამით დაიწყეთ და დრო ყოველჯერზე გაზარდეთ. სანამ სუნთქვას იკავებთ, მედიტაციით დაკავდით.სუნთქვის შეკავების შემდეგ ჟანგბადი დაგჭირდებათ. მკვეთრად და ძალიან ღრმად ჩაისუნთქეთ და შემდეგ სუნთქვა 15 წამით შეიკავეთ. ამის შემდეგ კვლავ საწყის ეტაპს დაუბრუნდით და 3-ჯერ გაიმეორეთ. ასეთი ტექნიკით სიმშვიდეს იგრძნობთ.

რედაქციის რჩევა: თუ ქოშინი გაწუხებთ, სუნთქვითი ტექნიკა აუცილებლად შეასრულეთ. რაც უფრო ხშირად ივარჯიშებთ, მით უფრო სწრაფად მიხვდებით, რამდენ ხანს უნდა შეიკავოთ სუნთქვა კონკრეტულად თქვენ.

თუ სუნთქვით ტექნიკას უკვე დიდი ხანია იცნობთ, თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს