ჯანსაღი ცხოვრების სტილის ზოგიერთი წესი ჩვენ მეხსიერებაში, როგორც აქსიომა, ისეა ჩაბეჭდილი. როგორც კი სასწორი უფრო მეტს გვიჩვენებს, თავში წესების სია გვიჩნდება, რომლებიც საკუთარი თავის ფორმაში მოყვანაში დაგვეხმარება: დილით სირბილი, ერთსა და იმავე დროს ჭამა, ტკბილეულის გამორიცხვა, ბევრი წყლის დალევა. მუშაობს კი ეს ყველაფერი ნამდვილად?
გთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრების 10 წესს, რომლებიც დროა დაარედაქტიროთ.
- დღეში 8 საათი ძილი
ამერიკული სამედიცინო აკადემიის კვლევამ დაამტკიცა, რომ ადამიანს ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის და მხნეობის შესაგრძნებლად მხოლოდ 7 საათი ძილიც ჰყოფნის. სწორედ ამ დროის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი ძალების აღდგენას ახერხებს.
- საუზმე მსუყე უნდა იყოს
რამდენად მსუყე იქნება საუზმე, ადამიანის ორგანიზმის განსაკუთრებულობაზე არის დამოკიდებული, რადგან ასეთ საკვებს სარგებელი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როცა ნამდვილად გვსურს მისი ჭამა. სწორედ ამიტომ, თუ დილით ლუკმა ყელში არ გადაგდით, უმჯობესია 1 ჭიქა წყალი დალიოთ.
8. დილით სირბილი
სირბილი როგორც დილით, ასევე საღამოთი სასარგებლოა, ამიტომ თუ დილით ძალა, სურვილი ან დრო არ გაქვთ, საკუთარ თავს არ აიძულოთ. ამასთან დილის ვარჯიშამდე ორგანიზმს გამოფხიზლების საშუალება უნდა მისცეთ, შემდეგ სასურველია ისაუზმოთ, 40 წუთი დაელოდოთ, სანამ საკვების გადამუშავება მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაკავდეთ ფიზიკური ვარჯიშით. წინააღმდეგ შემთხვევაში უეცარი მოძრაობის გამო შეიძლება გონება დაკარგოთ, თავის ტკივილი დაგეწყოთ ან გულის ცემა დაგერღვათ.
7. ტკბილეულის გამორიცხვა
თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ტკბილი აუცილებელია, რადგან ის გლუკოზას შეიცავს. სწორედ ამიტომ სრულად ტკბილეულის გამორიცხვა არ ღირს. უმჯობესია შაქრის რაოდენობა შეამციროთ. მაგ., იყიდეთ ნატურალური იოგურტი, უშაქრო ჩაი დალიეთ და კანფეტის ნაცვლად ჩირი მიირთვით.
- ძალების დაკარგვამდე ვარჯიში
„თუ მეორე დღეს არაფერი გტკივა, ე.ი. ცუდად ივარჯიშეთ“. სინამდვილეში ტკივილი ორგანიზმის ძლიერი გადატვირთვის გამო ჩნდება. ამასთან ეს შეიძლება კუნთების ქსოვილების დაზიანების მანიშნებელი იყოს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ძალების აღდგენამდე ვარჯიშს უარი თქვათ.
- საკვების მიღების დროს წყალი არ დალიოთ
საკვების მონელების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წყალი აუცილებელია. თუ საკმარისი სითხე არ არის, კუჭი მას ნერწყვიდან ღებულობს. სწორედ ამიტომ წყლის დალევა შეიძლება და აუცილებელია, თუმცა მცირე რაოდენობით. ასე კუჭის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფთ და საკვებს ორგანიზმი მალე აითვისებს.
- ერთსა და იმავე დროს ჭამა
თუ მშიერი არ ხართ, არ ღირს ჭამა მხოლოდ იმიტომ, საათი წიკწიკებს. მთავარი წესი – მიირთვით მაშინ, როცა შიმშილის გრძნობა გაწუხებთ. ორგანიზმი სადილის საუკეთესო დროს თავად გეტყვით. რაც შეეხება რაოდენობას, უმჯობესია საათობრივი პორცია დღეში 5-6 ნაწილად გაყოთ.
- ყოველი კერძის მიღების შემდეგ კბილების გაწმენდა
დღის განმავლობაში ადამიანი ხშირად მჟავე პროდუქტს მიირთმევს: ჩაი ლიმონთან ერთად, მარილიანი საკვები, და ა.შ. ეს მჟავები კბილის ემალს აზიანებენ. ყოველი კერძის მიღების შემდეგ კბილების გაწმენდით ამ პროცესს მხოლოდ ხელს უწყობთ. გარდა ამისა, ხშირი წმედამ შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ კბილები მხოლოდ დილით და საღამოს გაიწმინდეთ.
- პურ-ცომეულის გამორიცხვა
პურში აუცილებელი საკვები ბოჭკოვანი შედის, რომელსაც ორგანიზმიდან ქოლესტერინი და ნაღვლის მჟავა გამოაქვს. ასევე პური საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი უნდა მივირთვათ: დღეში 200 გრ საკმარისია.
1.დღეში 2 ლიტრი წყლის დალევა
წყლის რაოდენობა თქვენი წონის შესაბამისი უნდა იყოს: 30 მლ/კგ. ასევე ამინდი, ჰაერის ტენიანობა და ვარჯიშის დროს სითხის დაკარგვა უნდა გაითვალისწინოთ.
რაც შეეხება წყლის ბალანსის შენარჩუნებას, სუფთა წყლის გარდა შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი, ყავა და სხვა სახის სითხე.