ალბათ, მიკულინის ცნობილი ტანვარჯიშის შესახებ გსმენიათ. თუმცა ეს ვარჯიში ყველას არ შეეფერება, მათ შორის ჩემს ზურგს. 2 კვირა თითქოსდა არაფერი გამიკეთებია. აი, იატაკზე ქუსლების კაკუნი მომეწონა. ვარჯიშის შემდეგ ფეხებსა და ტერფებში ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ, რომ გადავწყვიტე ვარჯიში სავარძელში ჯდომისას შემესრულებინა. ეს ვარჯიშის სრულყოფილი ალტერნატივა არაა, მაგრამ ცოტათი მაინც დაეხმარება მათ, ვინც მჯდომარე პოზაში დიდ დროს ატარებს. თან ჯანმრთელობისთვის მოძრაობის სარგებელი არავის გაუუქმებია – დაე, მინიმალური, სამაგიეროდ მოძრაობაა. დღეს გიამბობთ, რატომ შევცვალე ტანვარჯიში და რა სარგებელი მივიღე.ვარჯიში მარტივი და „მჯდომარეა“. ამით მიკულინის ვარჯიში ჩავანაცვლე. თავიდან კომპლექსურად ვასრულებდი, შემდეგ ცალკე. ასე ვარჯიშის შესასრულებლად უფრო მეტი დრო დამრჩა. შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით შეცვალოთ. მაგალითად, სკამზე ჯდომისას მაღალი ნაბიჯის გადადგმას მიბაძეთ ან, პირიქით, ქუსლებით იატაკზე სწრაფად აკაკუნეთ. აი, რატომ ვაკეთებ ამ ვარჯიშს და რა სარგებელი მოაქვს:
პირველ რიგში, ვარჯიში მჯდომარე პოზაში ფეხებს ადუნებს. თუ გარეთ ვერ გადიხართ, ასეთი ვარიანტი შესაფერისია. ვარჯიში საშუალებას გაძლევთ, რომ კიდევ 15 წუთი მშვიდად იჯდეთ.ფეხისთვის ეს მოძრაობა მინიმალურია, მაგრამ ყველაფერი კარგია, როცა გარეთ გასვლა ან სრულყოფილად ვარჯიში არ შეგიძლიათ.არ დაგავიწყდეთ ბიოლოგიური წერტილები, რომლებიც მთელი ფიზიკური სხეულის მუშაობაზე, ასევე ახალგაზრდობაზე, დღეგრძელობასა და სილამაზეზე პასუხისმგებელნი არიან.ჩინური სწავლების მიხედვით ფეხებში ყველაზე ხშირად ცის ენერგია გუბდება, რაც იწვევს ცუდ განწყობას, ძილიანობას, ჯანმრთელობის დაკარგვას და ა.შ. ასეთი ტყაპუნა ვარჯიში ცის ენერგიას სწორი მიმართულებით მუშაობას აიძულებს.
ტრიგერების წერტილები – ტერფებზე ასეთი წერტილები იშვიათობა არაა. როცა ჩნდება, შეიძლება ნებისმიერ ადგილს გადაეცეს, მაგალითად, ხელისგულს, ზურგს. ხოლო ასეთი ვარჯიში მათ შესანიშნავად უმკლავდება.ფეხებში სიმსუბუქე ჩნდება, დღის ბოლოს დაძაბულობა და დაღლილობა ქრება. მაღალქუსლიანი ან არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარების დროსაც სიმძიმე არ შეგაწუხებთ. ბუნებრივია, ვარჯიშის დროს ფეხსაცმლის გახდა მოგიწევთ.მათთვის, ვინც ბაღში მუშაობს ასეთი ვარჯიში შესაფერისია, რადგან ტერფები დატვირთვისგან უფრო მეტად იღლება, ვიდრე მთელი სხეული.როგორც ნებისმიერ ვარჯიშს, მასაც ნაკლოვანებები აქვს. ფიზიკური დატვირთვის დროს სერიოზული პრობლემების შემთხვევაში სპეციალისტს გაესაუბრეთ.
როგორ გავაკეთოთ ვარჯიში „ქუსლების კაკუნი მჯდომარე პოზაში“
ვარჯიში შეგიძლიათ ჯერ ერთი ან ერთდროულად ორივე ფეხით შეასრულოთ. შეხედეთ, თქვენთვის როგორ იქნება მოსახერხებელი.ვარჯიში მაგიდასთან სკამზე მჯდომარემ შეასრულეთ. ფეხი თითის წვერებზე ასწიეთ და ქუსლზე დაუშვით. მსუბუქად დააკაკუნეთ. ასე 1 წუთით სწრაფი ტემპით ივარჯიშეთ.მეორე ვარიანტი, როცა ძალიან დიდხანს ჯდომა მოგიწიათ: მჯდომარე პოზაში ფეხი საკმაოდ მაღლა ასწიეთ, თითქოსდა ნაბიჯს დგამთ და მსუბუქი კაკუნით ქუსლზე დაუშვით. ასე მეორე ფეხზეც გააკეთეთ. მჯდომარე სიარული გამოვა, მაგრამ ფეხის ქუსლზე დადებით.