5 მარტივი ნაბიჯი ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას თავიდან აგაცილებთ

2397

სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის გამო 0,5 მლნ ადამიანი იღუპება. სამწუხარო ფაქტი: ყოველწლიურად ინსულტი და ინფარქტი ახალგაზრდავდება.30-40 წლის ადამიანში ინსულტი იშვიათობას აღარ წარმოადგენს. დღეს Vivien გიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელთა დაცვით ტვინში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება.ყურადღება! ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას მიუთითებს, ექიმს უნდა მიმართოთ.

ნიშნები, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევა დარღვეულია – რაც ყველაზე სამწუხაროა, შეიძლება ტვინში სისხლის უკმარისობის შესახებ არც იცოდეთ, სანამ გარკვეულ სიტუაციაში თავს არ იჩენს, მაგალითად: სტრესი, დახუთულ შენობაში ყოფნა, ფიზიკური დატვირთვის გამო ზედმეტად დაძაბვა.თუ თქვენთვის ნაცნობია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხშირი თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის შემცირება, ყურებში შუილი, თავის ტკივილი, მუდმივი ძილიანობა ან უძილობა, მაშინ, დიდი ალბათობით, ტვინში სისხლის მიმოქცევა დარღვეულია.

5 მეთოდი ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად

ცხოვრების წესის შეცვლა – ამერიკას არ აღმოვაჩენთ, თუ ვიტყვით, რომ მავნე ჩვევებზე უარის თქმით და საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით ორგანიზმს გააჯანსაღებთ და მთელ გულ–სისხლძარღვთა სისტემას გააძლიერებთ. მავნე ჩვევები და გადაძღომა ჭარბ წონას იწვევს და ინსულტის რისკს რამდენჯერმე ზრდის.

სპორტით დაკავება – აეროვარჯიშები მთელ სხეულს, მათ შორის ტვინს, მეტი ჟანგბადის მიწოდებაში ეხმარება. შედეგად, გულ–სისხლძარღვთა სისტემა და ტვინში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. რომელია მარტივი, მაგრამ ეფექტური ვარჯიშები? გთავაზობთ ვარიანტებს და სასურველი თავად აირჩიეთ:ყოველდღე სწრაფი ნაბიჯებით 30 წუთით სიარული; 15 წუთით სირბილი; ველოსიპედით სეირნობა; კიბეზე ასვლა (თუ უკუჩვენება არ გაქვთ); ცეკვა აეროვარჯიშები სახლის პირობებში;

კვების შეცვლა – თქვენს კვების რაციონში უნდა შედიოდეს პროდუქტები, რომლებიც ტვინის გამაძლიერებელ გლუკოზას, ნახშირწყლებს და ცილებს შეიცავს. მაგალითად, შვრია, ქერი, ჭვავი, კინოა, ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ორაგული, სარდინი, ისპანახი, სატაცური, პომიდორი, მარწყვი, შტოში, კვერცხი.

ტვინის ვარჯიშები – ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მეხსიერება ავარჯიშეთ, ცხოვრების მიმართ ინტერესი და მოტივაცია იქონიეთ. თვითგანვითარებით დაკავდით. უცნობი პროდუქტები გასინჯეთ, წიგნები წაიკითხეთ, ურთიერთობის წრე გააფართოვეთ – ასე ტვინში ახალი ნეირონული კავშირების და უჯრედების წარმოებას ხელს შეუწყობთ. ამის წყალობით ტვინის ქსოვილები ნებისმიერი ნეგატიური ცვლილების მიმართ გამძლე ხდება.

ყველაფერს მარტივად შეხედეთ – მუდმივი შფოთვა, სტრესი და ცხოვრების მიმართ პესიმისტური დამოკიდებულება ნეირონულ პროცესებს ანგრევს და სისხლის მიმოქცევას აუარესებს. ტყუილად არ ამბობენ, რომ ყველა დაავადება ნერვებიდანაა. ბედნიერი ადამიანის ორგანიზმი ნეგატიური ზემოქმედების მიმართ უფრო გამძლეა. გახსოვდეთ, რომ პოზიტიური ფიქრები თქვენს ჯანმრთელობას აძლიერებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს