ძველი ხრიკი რომელმაც ათასობით სიცოცხლე იხსნა.რატომ მიაქვთ მცოდნე ხალხს ლაშქრობებში ნემსი.

6124

შუა მაისში დაახლოებით 70 კმ–იან რთულ ლაშქრობაზე 5 დღით წავედით. ზურგჩანთები აღვჭურვეთ და 9 კაციანი პატარა ჯგუფით ადიღეს მთიანი მხარისკენ დავიძარით. ფეხები დღემდე ბზუის.

მარშრუტი საინტერესო და მომხიბვლავი იყო, ძალიან თვალწარმტაცი ადგილები გამოვიარეთ, საინტერესო ხალხი გავიცანით. ჩვენთან ერთად მოგზაურობდნენ ალპინისტებიც, ალექსანდრე და სოფია, კარგად მომზადებული პროფესიონალები. სოფიამ ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის მეთოდებზე გვიამბო, ხოლო ალექსი ადგილმდებარეობის ორიენტაციის სპეციალისტია და ძველი რჩევა გაგვიზიარა.

თავისი ქუდი გადმოაბრუნა და უბრალო საკერავი ნემსი ამოიღო.

ამის შემდეგ მთელი ჯგუფი შეკრიბა და გვკითხა:

– გსურთ საინტერესო ფოკუსი?

ვინ იტყოდა უარს, აშკარად რაღაც საინტერესოს ჩვენებას აპირებდა!

ნემსი ბრტყელ ქვაზე დადო და მეორე ქვით ნემსის ბლავ ბოლოს 2–ჯერ დაარტყა. ამის შემდეგ თასი წყლით აავსო, ძველ ხეს ქერქი ააცალა, ნემსი ქერქზე დადო და წყალში ჩაუშვა, რომ ქერქს წყლის ზედაპირზე ეცურა, ხოლო ნემსს წყალი არ შეხებოდა.

ნემსმა და ქერქმა წყლის ძალის გავლენით ტრიალი დაიწყო. 2-3 წუთში წყალი დამშვიდდა, ნემსი დაუყონებლივ გარკვეულ პოზაში გადაბრუნდა და აღარ ტრიალებდა.

ალექსიმ წყლის თასს ხელი უჯიკა, კვლავ რყევები დაიწყო. როგორც კი წყალი დამშვიდდა ნემსმა იგივე პოზა დაიკავა, როგორც პირველ ჯერზე.

„ახლა კითხვა. სად გვიჩვენებს ნემსის ბოლოები? – იკითხა ალექსიმ.

ვარიანტების შერჩევით გაირკვა, რომ ნემსის ბლაგვი ბოლო მკაცრად ჩრდილოეთს აჩვენებს, ხოლო წვერი სამხრეთს.

„რატომ დაარტყი ნემსს ქვა?“ – ჰკითხა ვიღაცამ ჯგუფიდან.

„სკოლაში ფიზიკა უნდა გესწავლა. ძლიერი დარტყმისგან მაგნიტიზირდება. ახლა არა უბრალოდ ნემსი, არამედ კომპასის ისარია! ბლაგვი ბოლო დიდი მასის და მაგნეტიზაციის გამო ყოველთვის ჩრდილოეთს აჩვენებს!” – გვიპასუხა ალექსიმ.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. სახლში დავბრუნდი და ხელთ არსებული ნივთებით იგივე გავიმეორე. ნემსის საცურაო ზედაპირად 2 ცარიელი კორვაროლის უჯრა გამოვიყენე და გავკეცე.

 წყლით სავსე თეფშზე დავდე და ზემოდან ნემსი დავადე.

წყალი დამშვიდდა და ნემსი გადაბრუნდა. ნემსი კიდევ ერთხელ დავატრიალე, 2 წუთში კვლავ იგივე პოზას დაუბრუნდა. სმარტფონზე კომპასი ჩავრთე.

ნათელია, რომ ნემსის ბლაგვი კუთხე ჩრდილოეთს უჩვენებს. სასწაულია!

არ გჯერათ? სცადეთ, ეს მუშაობს! მთავარია, რომ ჭურჭელი მეტალის არ იყოს.

ალექსიმ ლაშქრობაში გვითხრა, რომ ამ ორიენტაციის მეთოდის შესახებ ბევრმა სამხედრო პირმა და პროფესიონალმა ალპინისტმა იცის, ამიტომ ისინი ნემსს მხოლოდ ღილის დასაკარებლად ან ნახვრეტის ამოსავსებად არ იყენებენ. ძალიან ბევრმა ამ მეთოდის წყალობით სახლისკენ მიმავალი გზა იპოვა, არადა რამდენიმე ადამიანი ვერ ბრუნდება ლაშქრობიდან იმის გამო, რომ ასობით ჰექტარ იდენტურ ხეებში იკარგება.

კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს, თუ წყალი არა, მაგრამ ცარიელი გამჭვირვალე ბოთლი გაქვთ. ნემსი თავისი სიმძიმის ცენტრით ძაფზე დაკიდეთ და ცარიელ ჭურჭელში ჩაუსვით, რომ ქარმა ხელი არ შეუშალოს.

ბოთლში ნემსი გადაბრუნდება ისე, როგორც წყალში. თავისი წვერით სამხრეთს, ხოლო ბლაგვი ბოლოთი ჩრდილოეთს გიჩვენებთ.

ალბათ, იტყვით, რომ უფრო მარტივია კომპასის წაღება. რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ კომპასი როგორც შეიძლება წავიღოთ, ასევე დავკარგოთ. ხშირად კომპასი წყობიდან გამოდის, როცა საყოფაცხოვრებო ტექნიკებთან ერთად ყუთში დიდხანს ინახება. რაც ყველაზე სამწუხაროა, ხშირად ამას უკვე ლაშქრობაში ვიგებთ!

სჯობს ორივე ვარიანტი თან გქონდეთ და როცა ვარიანტი A ხელმისაწვდომი არ იქნება, ყოველთვის შეძლებთ ვარიანტი B–ს გამოყენებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს