პროფესორ ნეუმივაკინის 2 ვარჯიში მთელი სხეულის გასაჯანსაღებლად

2918

ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს გულის ჩივილები აწუხებთ. ექიმები ამის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს ასახელებენ. Vivien გიზიარებთ ცნობილი რუსი პროფესორის, ნეუმივაკინის 2 ვარჯიშს, რომლის დახმარებით მთელი სხეულის გაჯანსაღებას და ჯანმრთელობის დაცვას შეძლებთ.

პროფესორი ნეუმივაკინი ყურადღებას აქცევდა იმ ფაქტს, რომ გული 500 კუნთისგან შედგება. ამ ორგანოს მთავარი ფუნქციაა სისხლის გადაქაჩვა მთელ ორგანიზმში. რაც უფრო ნაკლებად მუშაობს სხეულის სხვა ნაწილებში კუნთები, მით უფრო მეტი დატვირთვა გულზე მოდის.

ადამიანის ორგანიზმის და მისი ცხოვრების წესის თავისებურება ისეთია, რომ ფიზიკური დატვირთვა პირველ რიგში ფეხებზე მოდის. ადამიანს არ შეუძლია, არ იაროს.

ადამიანს შეუძლია ხელებით მოძრაობა შეზღუდოს, ხელებზე, კისერზე, ზურგსა თუ მუცელზე დატვირთვა შეამციროს. თუმცა ფეხები ყოველთვის მუშაობს. ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია არ იაროს (ანუ ლოგინიდან არ ადგეს), როცა მძიმედ ავადაა.

სწორედ ამიტომ, ფეხებმა ბუნებრივ მდგომარეობაში სათანადო ფიზიკური დატვირთვა უნდა მიიღოს, რომ სისხლის მიმოქცევა გააძლიეროს და გულზე დატვირთვა შეამციროს.

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ფეხებში სისხლის გასქელებას, თრომბის წარმოქმნას და ვარიკოზული გაფართოებული ვენების განვითარებას იწვევს.

ნეუმივაკინი ხანდაზმულებს, რომლებსაც ერთხელაც კი არასდროს უვარჯიშით და გაწვრთნილი კუნთები არ აქვთ, ურჩევს ჩაჯდომების გაკეთებას.

თუ ორგანიზმი ისეთი დასუსტებულია, რომ ადამიანი ჩაჯდომას ერთხელაც ვერ ასრულებს, შეიძლება „ნახევარჩაჯდომის“ შესრულება.

ამისთვის ხესთან მიდით, მხრის გასწვრივ ხელი მოკიდეთ. ამ პოზიდან ნახევრად ჩაჯექით. როცა ადამიანი ხელით რაიმეს ეყრდნობა, დაცემის რისკი ქრება. ამასთან სხეულის სხვა ნაწილებში კუნთები და სახსრები, მათ შორის მუხლები, მენჯი, ბარძაყები, მხრები აქტიურად მუშაობს. თავდაპირველად, ვარჯიში ძალიან ნელა მინიმალური დატვირთვით შეასრულეთ. მოგვიანებით ნელ–ნელა დატვირთვა გაზარდეთ.

საბოლოოდ, ძალიან ხანდაზმულმა ადამიანმაც 300-400-ჯერ ჩაჯდომა უნდა შეძლოს. პროფესორს მოყავდა მაგალითები, როცა 100-ზე მეტი წლის ადამიანები რამდენიმე ასჯერ ჩაჯდომას ახერხებდნენ.

ასევე რეკომენდებულია ვარჯიში, რომელსაც „სკანდინავიური სიარული“ ეწოდება.

ამისთვის ჩვეულებრივი სათხილამურო ჯოხები დაგჭირდებათ, რომლის დახმარებით სიარულისას დამატებით ფიზიკურ სტიმულს შექმნით.

ვარჯიში ძალიან მარტივი და საკმაოდ ეფექტურია. მისი შესრულება ძალიან ასაკოვან ადამიანსაც შეუძლია.

ასეთი ვარჯიშის მთავარი ამოცანა: კუნთებზე საკმარისი, თან უსაფრთხო და ბუნებრივი დატვირთვა, რომ გულის მუშაობა გამარტივდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს