„ხანგრძლივი სუნთქვითი დიეტა“: მარტივი ვარჯიში ასაკობრივი მუცლის მოსაშორებლად

967

ასაკობრივი მუცელი მხოლოდ ქალების პრობლემა არაა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ქალები ასაკობრივ მუცელს უფრო აქტიურად ებრძვიან, თან მათ არსენალში შემნიღბავი საშუალებებიც მეტია.

თუ საკითხის ესთეტიკურ მხარეს გადავდებთ, პირველ რიგში, მუცელი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ქალებს და კაცებს სხვადასხვა ტიპის სიმსუქნე აქვს. მამაკაცებში ცხიმი მუცლის ზედა ნაწილში გროვდება, ხოლო ქალების შემთხვევაში, როგორც წესი, ქვემოთ და გვერდებზე. თუ ზიანზე ვსაუბრობთ, მამაკაცური ტიპის სიმსუქნე უფრო საშიშია, რადგან ზედა ნაწილში გროვდება და ცხიმი შინაგან ორგანოებს შორის გროვდება. სწორედ ამიტომ, მას ვისცერალურ ცხიმს უწოდებენ.

გამოდის, წონაში დასაკლებად სხვადასხვა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. თუმცა ვარჯიში, რომელსაც დღეს Vivien გიზიარებთ, ეფექტურად მუშაობს როგორც კაცებზე, ასევე ქალებზე.

ვარჯიშის შესასრულებლად დღეში მხოლოდ 2 წუთი დაგჭირდებათ და არანაირი შიმშილობა და მტანჯველი ვარჯიშები. გარდა ამისა, მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.

გასახდომად სუნთქვითი ვარჯიშები უკვე დიდი ხანია გამოიყენება. მათი ეფექტურობა ძალიან მარტივ მექანიზმს ეფუძნება.

რა არის გლიცერინი და კარბოქსილის მჟავები, რომლებიც ცხიმს ქმნიან? არც მეტი, არც ნაკლები ჟანგბადი, წყალბადი და ნახშირბადი. მოდით, ქიმიის გაკვეთილები გავიხსენოთ, როგორ მოქმედებს ჟანგბადი ამ მოლეკულებთან: მათ ნახშირორჟანგად და წყლად ყოფს.

გამოდის, რაც უფრო მეტ ჟანგბადს იღებს ორგანიზმი, მით უფრო სწრაფად დნება ჩვენი მუცელი. სად იმალება ხრიკი, ჩვენ ხომ მუდმივად ვსუნთქავთ, მაგრამ რთულად ვიკლებთ?

საქმე სწორ პოზასა და სუნთქვის ტექნიკაშია.

  1. მდგომარე პოზა, ერთი ფეხი ოდნავ წინ გაწეული, მეორე უკან დატოვებული.
  2. მთელი ტანი ოდნავ გადახარეთ და მთელი სხეულის სიმძიმე მასზე გადაიტანეთ.
  3. შემდეგ ერთ წამში, სამ დათვლაში ცხვირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ, მუცელი შეწიეთ და ხელები ზემოთ ასწიეთ.
  4. შემდეგ ყველა კუნთი ძალიან ნელა, მაქსიმალურად დაჭიმეთ. შვიდ დათვლაზე პირიდან ამოისუნთქეთ და ხელები დაუშვით, მუცელი მოადუნეთ.

ამ მეთოდის ავტორი ყოფილი იაპონელი კინომსახიობი მიკი რიოსუკეა. დღეში ორწუთიანი ვარჯიშის დაწყებით, 7 კვირაში არა მხოლოდ 13 კგ დაიკლო, არამედ გაახალგაზრდავდა.

თავის 50 წლის ასაკში 30 წლის ბიჭივით გამოიყურება. ეს კიდევ ერთი წონიანი საბაბია, რომ მარტივი და ეფექტური მეთოდი გამოცადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს