ვარჯიშები, რომლებიც თავში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.

1232

ადამიანის ტვინი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც უმაღლეს ნერვულ აქტივობას ასრულებს და ყველა ორგანოს მუშაობას არეგულირებს. ტვინის მუშაობას ხშირად უჯრედებში სისხლის დეფიციტი არღვევს, რაც ჟანგბადის, ენერგიის, მკვებავი და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. ეს ბიოქიმიური რეაქციების დისფუნქციას და მთელი ორგანოს მუშაობის დარღვევას იწვევს. Vivien გიამბობთ, თუ რატომ არის სახიფათო ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და რა გავაკეთოთ სიტუაციის გამოსასწორებლად.

რა ახდენს გავლენას ტვინში სისხლის მიმოქცევაზე

თავში სისხლის მიწოდება 4 მძლავრი არტერიით ხდება, რომელთა დახმარებით სისხლი ტვინში ხვდება. შემდეგ სისხლი უფრო წვრილ სისხლძარღვებში გადადის, უხვ სისხლძარღვების ქსელს ქმნის და ამით ტვინის თითოეულ უჯრედს აუცილებელი ნივთიერებებით ამარაგებს.

სისხლის მიმოქცევის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი სისხლძარღვის დაბრკოლებამ, რომელიც ტვინში სისხლის მიწოდებაში მონაწილეობს. სისხლის სიბლანტის ზრდაც სისხლის მიმოქცევას აუარესებს.

სისხლის მიმოქცევის დარღვევის მიზეზები:

  • ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი
  • მუდმივად მაღალი არტერიული წნევა
  • ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე
  • გულ–სისხლძარღვთა უკმარისობა
  • ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი
  • მემკვიდრეობითი მიდრეკილება
  • ტვინის დაზიანების შედეგები

მთავარი სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ხშირი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
  • პერიოდულად, თავსა და ყურებში შუილი
  • მხედველობის და სმენის დაქვეითება
  • გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, მეხსიერების და კონცენტრაციის გაუარესება
  • კიდურების გაშეშება, მეტყველების არევა
  • კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, მოულოდნელი გულისრევა

რა გავაკეთოთ, თუ ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის სიმპტომები გამოვლინდა

თუ ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შესაძლო სიმპტომები გამოვლინდა, ექიმს მიმართეთ და დაავადების მიზეზის დასადგენად გამოკვლევები ჩაიტარეთ.

თუ მწვავე სიტუაცია არ გამოვლინდა, ანუ სისხლჩაქცევა, ანთებითი ცვლილებები, ონკოლოგიური დაავადებები არაა, მაშინ ნევროლოგის რეკომენდაციებს დაუმატეთ მარტივი ვარჯიშები. ასე ტვინში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ.

რომელი ვარჯიშები დაგეხმარებათ ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში

თავში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად საერთო სისხლის ნაკადი უნდა გაზარდოთ. ამისთვის მეტი იმოძრავეთ, მსუბუქად ირბინეთ, ფეხით იარეთ, მინიმუმ 2 კმ გაიარეთ.

ვიბრაციული ვარჯიში კაპილარების ტონუსს აუმჯობესებს. ამ დროს მწოლარე პოზაში ხელები და ფეხები ზემოთ ასწიეთ და ვიბრაციული მოძრაობები შეასრულეთ.

შემდეგი ვარჯიშები უშუალოდ თავში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სისხლძარღვების ტონუსს ზრდის.

  1. თავი ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს მიაბრუნეთ. ვარჯიში მჯდომარე ან მდგომარე პოზაში შეასრულეთ.
  2. წინ სწრაფად დაიხარეთ, თითქოსდა შეშას ჩეხავთ.
  3. ფეხების ზემოთ ქნევა. საწყისი პოზა მდგომარე, ხელები წინ გამართული, ჯერ ერთი ფეხი აიქნიეთ, შემდეგ მეორე. აუცილებლად ეცადეთ, რომ ფეხის თითებით ხელს შეეხოთ.
  4. ვარჯიში „არყის ხე“. ზურგზე მწოლარემ ფეხები ასწიეთ, წელი დაიკავეთ. სასურველია, ამ პოზაში რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდეთ. თავიდან მაღალი მაჩვენებლის მიღწევა აუცილებელი არაა. უბრალოდ ფეხები ასწიეთ და თანდათან დრო გაზარდეთ.
  5. კისრის სისხლძარღვებს ვარჯიში დაეხმარება. კედლის გასწვრივ შეასრულეთ. ტანით და თავით კედელს მიეყრდენით. ჩასუნთქვაზე სუნთქვა შეიკავეთ და თავით კედელს მიეყრდენით, კისრის კუნთები დაჭიმეთ.

ყველა ვარჯიში ტანში სისხლის მიმოქცევას ზრდის. მოძრაობები ტვინის უჯრედებში სისხლის მიწოდებას სტიმულირებს. სწორედ ამიტომ, დივნიდან ადექით და ივარჯიშეთ ან თუნდაც გაისეირნეთ.

როდის არ ღირს თავში სისხლის მიმოქცევის სტიმულირება

თუ ეჭვი გაქვთ სისხლძარღვების კატასტროფაზე, ცხელებაზე, ძლიერ თავის ტკივილზე, სხეულის დეზორიენტაციაზე, ვარჯიში გადადეთ და ექიმს მიმართეთ.

ვარჯიშის დაწყებამდე პულსი და არტერიული წნევა აუცილებლად შეამოწმეთ. უკეთესია დილით შეასრულოთ. ვარჯიშამდე შენობა გაანიავეთ. საჭმელი ვარჯიშამდე 2 საათით ადრე და ვარჯიშიდან 40 წუთის შემდეგ მიირთვით.

თავი უკეთ რომ მუშაობდეს, მეტი უნდა იმოძრაოთ. სწორედ ამიტომ, მეხსიერების გასაუმჯობესებლად სპორტით დაკავდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს