უძილობა გავრცელებული პრობლემაა, რასაც დაძაბული ცხოვრების წესი, არაადეკვატური კვება, სრულყოფილი დასვენების და ფიზიკური აქტივობის არ ქონა იწვევს. Vivien გთავაზობთ მარტივ მეთოდს, რომლის დახმარებით ღრმად დაძინებასა და დასვენებას შეძლებთ.
სხეულის მოსადუნებლად და ძილის ფაზების მისაღწევად ბევრი ბუნებრივი მეთოდი არსებობს. ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია იოგა. იოგა არა მხოლოდ მოქნილობა, არამედ გონებრივი მდგომარეობა, ენერგიის და სუნთქვის გამოყენებაა, რომლებიც ბედნიერებისა და სიმშვიდისკენ მიგიყვანთ.
ამ პოზებიდან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, თავდაჯერებულობა და კონცენტრაცია გჭირდებათ. თქვენი მიზანია არა ნებისმიერ პოზაში იდეალური იყოთ, არამედ შინაგანი გონების კონტროლირება ისწავლოთ და საკუთარ თავს მოდუნების, დაძაბულობის მოხსნის უფლება მისცეთ.
თითოეული პოზისთვის დაახლოებით 1 წუთი დაგჭირდებათ. დროის ჩარჩოები დღითიდღე შეგიძლიათ გაზარდოთ. შედეგად, თითოეულ პოზაში ყოფნას 5 ან მეტი წუთით შეძლებთ.
1. ბალასანა – ბავშვის პოზა
შედეგად, ნერვულ სისტემას დაამშვიდებთ, ზურგს, მხრებს და მუცელს მოადუნებთ და ფიქრებს გაწმენდთ.
ხელები წინ გაჭიმეთ და დროს თვალი ადევნეთ. ამისთვის წამზომი ან ტაიმერი გამოიყენეთ. ღრმად ისუნთქეთ, სანამ იწელებით და დუნდებით.
თუ მუხლის ტკივილები გაწუხებთ, ეს პოზა არ გამოიყენოთ.
2. ანანდა ბალასანა
ასევე ცნობილია, როგორც პეპლის პოზა. ისეთი პოზა მიიღეთ, როგორც სურათზეა მოცემული. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელ–ნელა ამოისუნთქეთ.
3. მასიასანა – თევზის პოზა
ზურგზე დაწექით და ორივე ხელი ტანის გასწვრივ გაჭიმეთ. ხელისგულები დაუშვით და დუნდულებს მიაჭირეთ. წინამხრებზე დაჭერა და იდაყვების მოხრა დაიწყეთ.
თქვენი მიზანია, რომ მხოლოდ ზედა ტანი ასწიოთ და გული გახსნათ. 5-10-ჯერ ღრმად ისუნთქეთ, შემდეგ დაისვენეთ.
4. სეტუ ბანდჰა სარვანგასანა
პოზაში ფეხები, ბარძაყები და ზურგი აწეულია, სხეულით ხიდის ფორმა მიიღეთ.
ასეთ პოზაში შფოთვას, დაღლილობას, ზურგის ტკივილს, თავის ტკივილს და უძილობას მოიშორებთ. ასევე სხეულს უკეთ დასასვენებლად მოამზადებთ.
5. სალამბა
თუ უშუალოდ ძილის წინ ვარჯიშობთ, ამ პოზით სხეულს ძილისთვის შესანიშნავად მოამზადებთ. თუ ამას დღის განმავლობაში გააკეთებთ, უძილობის ანაზღაურებას შეძლებთ.
6. პავანამუკტასანა
ამ პოზით მთელი ხერხემლის დაძაბულობას შეამცირებთ. იდეალური პოზაა, რომ სხეული ღრმა ძილისთვის და მშვიდი დასვენებისთვის მოამზადოთ.
ასევე ამ პოზის დახმარებით ნაწლავების მუშაობას გააუმჯობესებთ. რის გამოც, გაღვიძებისას იდეალური მოძრაობაა.