კვება ღვიძლში იწყება. ღვიძლი ტოქსინების მოშორების გარდა პასუხისმგებელია მკვებავი ნივთიერებების გარდაქმნაზე, რომელთაც ორგანიზმი თავისი ფუნქციების შესასრულებლად იყენებს.
მნიშვნელოვანია ღვიძლი ძლიერი და ჯანმრთელი იყოს, რათა რაც შეიძლება უკეთ იმუშავოს. ამის გაკეთებას გარკვეული ვარჯიშების შესრულებით შეძლებთ, რომლებიც მის ფუნქციებს სტიმულირებენ და აღადგენენ.
1. ღვიძლის გასააქტიურებლად ფეხები თავს ზემოთ მოათავსეთ
გასაწელი ვარჯიში ღვიძლის მუშაობას ხელს უწყობს და სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. ამასთან ღვიძლს პროდუქტიული მუშაობისთვის ამზადებს, რომ მიღებული საკვები ხარისხიანად გადაამუშავოს და აითვისოს.
- ზურგზე დაწექით და ხელები, ხელისგულებით ქვემოთ, სხეულის გასწვრივ დაიდეთ.
- ფეხები ნელ–ნელა ასწიეთ, სანამ მხრების უკან, ფეხის თითებით იატაკს არ შეეხებით.
- ამ პოზაში რამდენიმე წუთით გაჩერდით, შემდეგ ნელ–ნელა ფეხები საწყის პოზაში დააბრუნეთ.
2. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ტანის ვარჯიში შეასრულეთ
ასეთი ვარჯიში ღვიძლის ჟანგბადით გამდიდრებაში დაგეხმარებათ. შედეგად, სხეული მეტ ენერგიას მიიღებს და მკვებავ ნივთიერებებს საჭირო ადგილისკენ მიმართავს.
- რბილ ზედაპირზე დაჯექით, ფეხები გადააჯვარედინეთ და ზურგი გამართეთ.
- მარცხენა მუხლი მარჯვენა ხელით დაიკავეთ.
- მარცხენა ხელი ზურგს უკან იატაკს დაადეთ, მარჯვნივ მოტრიალდით.
- ამ პოზაში 30 წამით გაჩერდით. შემდეგ საწყის პოზას დაუბრუნდით და იგივე მოძრაობა საპირისპირო მხარეს შეასრულეთ.
- თითოეულ მხარეს 5-ჯერ შეასრულეთ.
3. ღვიძლის ჟანგბადით გაამდიდრეთ
ეს ვარჯიში ღვიძლზე გარკვეულ ზეწოლას მოახდენს. ვარჯიშით ღვიძლში ჟანგბადი გაიზრდება და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს შეუწყობთ.
- მყარ ზედაპირზე დაჯექით, ფეხები გადააჯვარედინეთ. ზურგი გამართეთ.
- მარცხენა ფეხი მოხარეთ და მარჯვენა მუხლთან დაიდეთ. ღვიძლზე მსუბუქ ზეწოლას იგრძნობთ.
- მარჯვენა ხელი მარცხენა ფეხს დაადეთ.
- უკან მიტრიალდით, მარცხენა ხელი ზურგს უკან იატაკს დაადეთ.
- ამ პოზაში 30 წამით გაჩერდით. შემდეგ იგივე მოძრაობა საპირისპირო მხარეს შეასრულეთ.
- თითოეულ მხარეს 5-ჯერ შეასრულეთ.
4. ღვიძლის გასაძლიერებლად და მუცლის დასაჭიმად
მუცლის კუნთებზე ყოველდღიური ვარჯიშის შესრულებით ღვიძლს გააქტიურებთ, სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ. შედეგად, ყოველდღიური სტრესის მიმართ ღვიძლის გამძლეობას გაზრდით, რომ ამ დღეებში თავისი საქმე კარგად შეასრულოს.
- რბილ ზედაპირზე დაჯექით, მარჯვენა მუხლი ოდნავ მოხარეთ და მარცხენა ფეხი ზემოდან დაადეთ.
- ხელები ასწიეთ. მარჯვენა ხელი მოხარეთ და მარჯვენა ხელისგული ყურთან დაიდეთ.
- სხეული წინ, მარჯვნივ ფრთხილად გადახარეთ. სხეულის ცენტრი დაჭიმეთ. ამ პოზაში 2 წამით გაჩერდით.
- ნელ–ნელა საწყის პოზას დაუბრუნდით და მუცელი მთლიანად მოადუნეთ. 5 წამით დაისვენეთ და ღრმად ისუნთქეთ.
ასე ღვიძლის მოდუნებას შეძლებთ და ოპტიმალური აქტიურობისთვის სტიმულს მისცემთ.
5. ხელით ზეწოლა ღვიძლის მუშაობის გასაუმჯობესებლად
ეს ერთგვარი ღვიძლის დასვენებაა, რომ უფრო მეტი ენერგით საქმეს შეუდგეს.
- მარჯვენა მხარეს რბილ ზედაპირზე დაწექით.
- მუხლები მოხარეთ. მუცლის კუნთების მოდუნებას უკვე იგრძნობთ.
- ხელისგული ღვიძლთან დაიდეთ. ახლა ცოტა დააჭირეთ და 10 წამით დაიმასაჟეთ.
- 20-ჯერ გაიმეორეთ.
6. ღვიძლის მოსადუნებლად ხელები მოაბრუნეთ
ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, სტრესმა და დარდმა შეიძლება ღვიძლში ფიზიკური დისბალანსი და მისი ტანჯვა გამოიწვიოს.
ამ ვარჯიშის დახმარებით კუნთების დაძაბულობას შეასუსტებთ და ღვიძლის ნებისმიერ ცხიმს შეებრძოლებით. ასე ღვიძლს უკეთ მუშაობას და სტრესის მოშორებას აიძულებთ.
- ფეხები ოდნავ მოხარეთ და ბარძაყების სიგანეზე გაშალეთ. ხელები სხეულის გასწვრივ დაიდეთ.
- ხელები ზემოთ ასწიეთ, რომ ხელისგულები ზეცისკენ იყოს მიმართული ისე, რომ ერთი სხეულის წინ იყოს, მეორე სხეულის უკან.
- ხელები და სახე ზეცისკენ ასწიეთ.
- საწყის პოზას დაუბრუნდით და ხელებს ადგილი შეუცვალეთ. ის, რომელიც სხეულის წინ იყო, ახლა სხეულის უკან უნდა იყოს და, პირიქით.
- 50-ჯერ გაიმეორეთ.
ყველაზე მარტივი ვარჯიშით დაიწყეთ და თანთადან ვარჯიშების რაოდენობა და წრეები გაზარდეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!