როცა დაინახავთ ყველაფერს, რამაც შეიძლება მენოპაუზა გამოიწვიოს, შეამჩნევთ, რომ ბევრი რამ, რაც გითხრეს, ყოველთვის სიმართლე არაა, მაშინ როცა, სულ სხვა რამეები სრულად მართალია.
დღეს Vivien გიამბობთ მენოპაუზის 5 საიდუმლოს შესახებ, რომლის შესახებ არავინ საუბრობს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ.
საიდუმლოებები მენოპაუზის შესახებ, რომლებზეც არავინ საუბრობს, დაავადება არაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ეს უბრალოდ ცხოვრების ერთი სტადიაა, რომელიც ბევრ ცვლილებას მოიცავს, როგორც ბევრი სხვა სტადია. სწორედ ამიტომ რაც უფრო მეტს გაიგებთ მის შესახებ, მით უფრო ნაკლებად დაიტანჯებით მისი გამოვლენის დროს.
აი, 5 საიდუმლო მენოპაუზის შესახებ, რომლებზეც, ალბათ, არავინ გიამბობთ. ეს ნიშნებია, რომ შესაძლოა არასასიამოვნო ეტაპს გადიხართ, რომელსაც მენოპაუზა ეწოდება.
1. წონის მატება
მენოპაუზის პერიოდში წონის მატება საკმაოდ გავრცელებულია და თანდათანობით ხდება. სიბერის დროს ცხიმის გადანაწილება იცვლება და ცხიმი უმეტესად მუცელში გროვდება.
თქვენ შეიძლება 5-დან 25-მდე ფუნტი (2-10 კგ) მოიმატოთ, ამიტომ ჯანსაღი დიეტის დაცვა და დღეში მინიმუმ 30 წუთით ვარჯიში აუცილებელია.
2. სუსტი ძვლები
მენოპაუზის დროს საკვერცხეები აღარ აწარმოებენ ესტროგენს (ჰორმონი), რომელიც ძლიერი ძვლების შენარჩუნებაზე პასუხისმგებელია.
და მაინც, ძვლების მდგომარეობის გაკონტროლება შესაძლებელია კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღებით, ასევე ყოველდღიური ვარჯიშით.
3. განწყობის ცვლილება
მენოპაუზის დროს ჰორმონალური რყევები ტვინში ცვლილებებს იწვევენ, ამიტომ განწყობა ხშირად მერყეობს. აი, რატომ გრძნობთ მოულოდნელად დარდს, შფოთვას, სითამამეს და დაღლილობას.
4. ძილის პრობლემები
ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ღამით ენერგიის მოზღვავებასთან, მაგრამ ასევე ესტროგენის და პროგესტერონის დონის შემცირებასთან ან ემოციურ არასტაბილურობასთან.
5. ცხელება და ოფლიანობა
ეს ტემპერატურის მოულოდნელ მატებას და კლებას უკავშირდება, ამიტომ ცხელება იწვევს გულის აჩქარებას, შფოთვას, დაძაბულობას და სტრესს.