„თითების გაჯვარედინება“ სიბერესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

1032

Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ ვარჯიშს, რომელსაც სასწაულებრივი თვისებები აქვს: ახალგაზრდობას და ფეხის მოძრაობას დაგიბრუნებთ.ზოგჯერ სხვადასხვა დაავადების გამო ადამიანს მოძრაობა ეზღუდება. შინაგანად მოძრაობისა და ცხოვრებისთვის მზადაა, მაგრამ სხეული არ ემორჩილება. სწორედ ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა აღმდგენი ტექნიკა დაგეხმარებათ.ერთ–ერთი ასეთი მეთოდი უკვე ას წელზე მეტია არსებობს, თუმცა თანამედროვე მოსახლეობაში ცნობილი ახლახანს გახდა. მას „თითების გადახლართვა“ ეწოდება.

„თითების გადახლართვა“

მყარ, სწორ ზედაპირზე დაჯექით, მარცხენა მუხლი თქვენკენ მოიზიდეთ, ამასთან ტერფი ორივე ხელით დაიჭირეთ. ამის შემდეგ მარჯვენა ხელის და მარცხენა ფეხის თითები ერთმანეთში გადახლართეთ. ფეხის თითების წვერები მუხლისკენ მიმართეთ და გვერდზე გაწიეთ. ეს ქუსლის კუნთების დახმარებით გააკეთეთ. ასეთი პოზა 1 წუთით დააფიქსირეთ და ანალოგიური მოქმედება მეორე ფეხზე გაიმეორეთ.

ვარჯიშის შემდეგ კანის ფერის ცვლილებას შეამჩნევთ, ეს გაძლიერებული სისხლის მიმოქცევით არის გამოწვეული.ზოგჯერ ადამიანი სხვადასხვა კიდურების გადაჯვარედინებას ვერ ახერხებს, ამ შემთხვევაში ფეხის თითები ხელისგულებით დაიკავეთ. ყოველი შემდეგი მოქმედების დრო წინას უნდა აჭარბებდეს, რომ საუკეთესო ეფექტს მიაღწიოთ.

„თითების გადაჯვარედინების“ მეთოდი შეგიძლიათ მწოლარე პოზაში შეასრულოთ.ვარჯიშის შესასრულებლად ზურგზე დაწექით, თავის ქვეშ დაკეცილი გადასაფარებელი დაიდეთ, ორივე მუხლი მოხარეთ, ტერფები დუნდულებთან. მარჯვენა მუხლი მკერდისკენ მიწიეთ. მარცხენა ხელის და მარჯვენა ფეხის თითები გადახლართეთ და ქუსლი ისე დაჭიმეთ, როგორც წინა მეთოდის დროს.

ჩინელები ცნობილნი არიან საშუალებებით, რომლებიც ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში მათ შენიშნეს, რომ პირველად სიბერის ნიშნები ფეხებთან ჩნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მთელ ორგანიზმში. ტერფებში ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოება მდებარეობს.

ვარჯიში არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ შეასრულოთ. ურთულეს შემთხვევაში სიარულის უნარის აღდგენა შეუძლია.მარტივი ვარჯიშის დახმარებით ახალგაზრდობას და ფეხის მოძრაობას შეინარჩუნებთ. მის შესახებ მოუყევით თქვენს მოხუც ნათესავებს, საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის პრობლემების მქონე ადამიანებს და უბრალოდ ყველას პროფილაქტიკის მიზნით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს