Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ ვარჯიშებს ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების საერთო სიმპტომები
ვარიკოზის ჩვეული სიმპტომები ტიპიურ გარე ჩარჩოებს სცდება:
- ფეხები დამძიმებული და დაღლილია;
- ფეხებში დაძაბულობა ჩნდება, განსაკუთრებით ცხელ ამინდში;
- ღამით კრუნჩხვები ან ფეხის კრუნჩხვები;
- შესიებული ტერფები და ფეხები წყლის დაგროვების გამო (შეშუპება);
- ფეხებში წვა ან მტკივნეული ჩხვლეტის შეგრძნება;
- ფეხების გახურების და ქავილის შეგრძნება;
რატომ ჩნდება ვარიკოზი?
ადამიანის სისხლძარღვების სისტემაში სისხლი გულიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებს არტერიებით გადაეცემა. გულში სისხლის დაბრუნება ვენების საშუალებით ხორციელდება და პროცესის ამ სტადიაზე შეიძლება წარმოიქმნას „ვარსკვლავური სისხლძარღვები“, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში – ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
ყველაზე ხშირად პრობლემა ფეხებში წარმოიქმნება. ეს განპირობებულია იმით, რომ სისხლმა გულში დაბრუნებისას გრავიტაციის ეფექტები უნდა გადალახოს. ვენებს პატარა სარქველები აქვთ, რომლებიც სისხლს მხოლოდ ერთი მიმართულებით დინების საშუალებას აძლევენ.
თუ რაიმე მიზეზით ამ სარქველების მუშაობა ფერხდება ან მათი ეფექტურობა მცირდება, სისხლი ბრუნდება. შედეგად, სისხლზე უკუზეწოლა ხდება, რომელიც იზრდება, ვენების კედლებს გაფართოებას აიძულებს და კანის ზედაპირზე გამოდის, რაც ვარიკოზულ ვენებს იწვევს.
რა რისკფაქტორები უკავშირდება ვარიკოზულ ვენებს?
ალბათ, ბევრს აინტერესებს, რატომ არ აწუხებს ეს დაავადება ზოგიერთ ადამიანს, სხვებზე კი საკმაოდ შესამჩნევია.
არსებობს თანმხლები ფაქტორები, რომლებიც ვარიკოზული ვენებისკენ მიდრეკილებას ზრდიან. განსაკუთრებით გავრცელებულია შემდეგი:
- სქესი: სტატისტიკურად, ასეთი დისფუნქცია ქალებს უფრო მეტად აწუხებთ, თუმცა გაუგებარია, რით არის განპირობებული მსგავსი ტენდენცია.
- ასაკი: წლების მატებასთან ერთად სისხლის მიმოქცევა ნაკლებად ეფექტური ხდება. ვენების კედლებსა და არხებში სისუსტე შეინიშნება.
- ორსულობა. ორსულობისას ორგანიზმში რიგი ჰორმონალური ცვლილებები ხდება, რომლებიც ვარიკოზული ვენების განვითარებას ხელს უწყობენ. ამას ემატება ისიც, რომ ნაყოფის გაზრდის გამო უფრო მეტი სისხლის მოძრაობა ხდება, ეს კი ვარიკოზული ვენების განვითარებას ხელს უწყობს.
- მემკვიდრეობითი ფაქტორი: თუ რომელიმე მშობელს ვარიკოზი აწუხებს ან ჰქონდა, დიდი ალბათობით, მის შვილებსაც იგივე მდგომარეობა აწუხებთ.
- ჭარბი წონა: ჭარბი წონა ნიშნავს, რომ გული უფრო ხშირად და უფრო მეტ სისხლს ტუმბავს. შედეგად, ამას ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამოწვევა შეუძლია.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების გართულებები
ზოგ ადამიანში ვლინდება გართულებები, როგორიცაა სისხლდენა, ვენების დახეთქვა და შემდგომი სისხლდენა, ასევე თრომბი და სხვა მდგომარეობა.
როგორ ავიცილოთ თავიდან ვარიკოზი?
შეასრულეთ ვარჯიშები, რომლებიც ფეხები მონაწილეობს. საუკეთესო ვარჯიშები:
- ფეხების აწევა: ბრტყელ ზედაპირზე დაწექით და ფეხები აწიეთ. ფეხები 15-20-ჯერ გვერდებზე გაშალეთ და 20-30–ჯერ წინ–უკან.
- თითის წვერებზე სიარული: ვარჯიში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეასრულეთ. რაც შეიძლება ხშირად შეასრულეთ.
- თავდაყირა ველოსიპედი: ზურგზე დაწექით და წარმოსახვითი ველოსიპედის სატერფულები ატრიალეთ. წუთში 15-20 მოძრაობა შეასრულეთ.
- კიბეზე სიარული: სასურველია, შესაძლებლობის მიხედვით ყოველთვის შეასრულოთ. ვარჯიში მეტად ეფექტური გახდება, თუ საფეხურს ტერფის ნახევარს დაადებთ.
- ფეხების მოძრაობა: ზურგზე დაწექით და ფეხები ზემოთ აწიეთ. ფეხის თითები ზემოთ აწიეთ, შემდეგ ქვემოთ დაუშვით. 20-30-ჯერ შეასრულეთ.
- მუხლები მკერდთან: ზურგზე დაწექით, ერთი ფეხი მოხარეთ, ხელები შემოხვიეთ და ეცადეთ მკერდს მიადოთ. ამ პოზაში 10 წამით გაჩერდით. თითოეულ ფეხზე რამდენჯერმე შეასრულეთ.
ყველა ეს ვარჯიში სხეულის ქვედა კიდურებში სისხლის კარგ მიმოქცევას ხელს უწყობს. შედეგად, გულთან სისხლის მიწოდება უფრო თავისუფალი ხდება, ფეხების ვენების კედლებზე ზეწოლა მცირდება და ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა უფრო ეფექტური ხდება.