რა არის იდეალური კისერი? ეს სხეულის ამ ნაწილის სინაზის და მოდუნების მუდმივი განცდაა. თუმცა ასეთი მდგომარეობით დაკვეხნა ბევრს არ შეუძლია, რადგან თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანს მოძრაობა აკლია.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერთან ან ტელეფონთან დიდხანს მოხრილი ზიხართ. ყველაფრის გაკეთება გვსურს, რომ სტრესი და დისკომფორტი მოვიშოროთ.
რა თქმა უნდა, პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი მეთოდი არსებობს. ერთ–ერთი მათგანია ტანვარჯიში, თუმცა მისი გაკეთება მარტივი არაა, ძალა და დრო უნდა იპოვოთ.
მაგალითად, მე ერთი მარტივი და ეფექტური ტექნიკა მიყვარს. მისი შესრულება ყოველთვის მსურს, რადგან შედეგს პირველივე შესრულებაზე ვხედავ.
დღეს Vivien-ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ მიიღოთ საქმიანმა და არასპორტულმა ხალხმა ლამაზი, გრძელი კისერი, ნაოჭების ყოველგვარი ნიშნის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვარჯიშს თქვენს არსენალში აუცილებლად ჩართავთ. მეთოდი უბრალოდ ჯადოსნურია, გულმკერდი ჩართულია, ხოლო ზურგის ზედა კუნთები და მხრები შესანიშნავად დუნდება.
ვმუშაობთ ხელებით
თქვენ შეგიძლიათ სკამზე მოხერხებულად დაჯდეთ ან უბრალოდ იდგეთ, მნიშვნელოვანია, ზურგი გამართული გქონდეთ.
- თითები ერთმანეთში გადააჯვარედინეთ და თვალის დონეზე გააჩერეთ ისე, რომ დანახვა შეძლოთ.
- ახლა თავი აწიეთ ისე, თითქოსდა ღობის იქით გადახედვა გსურთ. ამასთან მონაცვლეობით პირდაპირ, მარცხნივ და მარჯვნივ გაიხედეთ.
თვალებით ფლირტს ჰგავს.
ამის შემდეგ კისერი მარცხნივ მოატრიალეთ, შემდეგ მარჯვნივ და კვლავ ღობის ზემოთ.
ვარჯიში ძალიან მოგადუნებთ. ვარჯიში მხოლოდ 3-4-ჯერ შეასრულეთ და კისრის არეში სასიამოვნო მოდუნებას იგრძნობთ. სხეული პირდაპირ გასწორდება და ზემოთ სწრაფვას დაიწყებს.
დაგვეთანხმეთ, რომ ასეთი პრაქტიკის ათვისება ნებისმიერს შეუძლია, რადგან ფიზიკურ ძალისხმევას არ მოითხოვს. ვარჯიში მხოლოდ 2 წუთს წაგართმევთ, ხოლო კისრის სასიამოვნო შეგრძნებას დაუყონებლივ იგრძნობთ.
მნიშვნელოვანია! სანამ რაიმე მოქმედებას შეასრულებთ, რომელიც ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს, სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ.